USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Tbilisi
BM.GE: ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?
Date:  342

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში რუსეთი და უკრაინა იქნებიან, რადგან მხარეები მოლაპარაკების პროცესს იწყებენ, რომლის კონტურები, სავარაუდოდ, სწორედ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოიკვეთება. მართალია, სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა, თუმცა მაინც არსებობს მოლოდინი, რომ მაღალი რანგის მოლაპარაკებები მალე დაიწყება, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ამისათვის შეიძლება მოიცალოს, მის გარეშე კი, ფაქტია, კონფლიქტი ვერ გვარდება.

მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც, მომდევნო დღეების განმავლობაში ამერიკის დომინაციას ვიხილავთ, რადგან მან ვაჭრობასთან, ინფლაციასთან, უმუშევრობასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა წარმოადგინოს.

იაპონიასაც საინტერესო კვირა ელის, რადგან მან სავაჭრო ბალანსთან და ინფლაციასთან დაკავშირებით სტატისტიკა უნდა განაახლოს.

ამასთან, მომავალი კვირა განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული სექტორისთვის იქნება, რადგან პლანეტის უმსხვილესმა კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინონ, მათ შორის იქნებიან: Home Depot, Palo Alto, Baidu, Snowflake, Ryanair, Trip.com, Mitsubishi და Copart. დიდი ალბათობით, ამ კომპანიებს ფინანსურად კარგად ექნებათ საქმე, თუმცა არსებობს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სამომავლო პროგნოზების გადახედვა მოუწევთ, რადგან სავაჭრო ომის წამოწყებამ ყველაფერი არსებითად შეცვალა და მოლოდინები მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებულია.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • ადგილობრივი ექსპორტი (2025 წლის აპრილი)
  • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
  • ექსპორტის ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
  • იმპორტის ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
  • ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (2025 წლის I კვარტალი)
  • ცხოვრების დონის მაჩვენებლები

წყარო:https://bm.ge/

society
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way