USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
Тбилиси
TBC Capital-ი: საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ფაზაში შედის
дата:  188

TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ფაზაში შედის, ხოლო კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაღალი კლასის სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებისკენ ინაცვლებს.

2025 წლის 8 თვეში ტრანზაქციები 0.5%-ით გაიზარდა და 25,219 შეადგინა.

მოთხოვნასთან ერთად დასტაბილურდა უძრავი ქონების გასაყიდი ფასიც.

"თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები უახლოვდება ევროპის რიგ ქვეყნებში არსებულ დონეს",- წერია პუბლიკაციაში.

TBC Capital-ში აღნიშნავენ, რომ მათი მოლოდინების შესაბამისად, ქირა განაგრძობს შემცირებას.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება აგრძელებს ზრდას და კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება. 2025 წლის 8 თვეში გაცემული პროექტების დაახლოებით 60% უკვე მშენებლობის ფაზაშია.

мир
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.

„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.

„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

более
голосование
Кстати