TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ფაზაში შედის, ხოლო კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაღალი კლასის სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებისკენ ინაცვლებს.
2025 წლის 8 თვეში ტრანზაქციები 0.5%-ით გაიზარდა და 25,219 შეადგინა.

მოთხოვნასთან ერთად დასტაბილურდა უძრავი ქონების გასაყიდი ფასიც.

"თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები უახლოვდება ევროპის რიგ ქვეყნებში არსებულ დონეს",- წერია პუბლიკაციაში.
TBC Capital-ში აღნიშნავენ, რომ მათი მოლოდინების შესაბამისად, ქირა განაგრძობს შემცირებას.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება აგრძელებს ზრდას და კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება. 2025 წლის 8 თვეში გაცემული პროექტების დაახლოებით 60% უკვე მშენებლობის ფაზაშია.
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.
„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.
„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.