USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
BMG: Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი საქართველოში - რა (არ) ვიცით? | ნიკა ალავიძის ბლოგი
Date:  212

საქართველოს სახელმწიფო Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტის აქციონერი გახდა და კომპანიაში 33%-ის წილი ექნება - აღნიშნულის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როდესაც ეკონომიკის მინისტრსა და კომპანია “იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას, რომელთა ფარგლებშიც Eagle Hills-ი თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს.

გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრის ნიკა ალავიძის ბლოგს, სადაც ავტორი გვიყვება, როგორც Eagle Hills-ისა და მის მიერ სხვა ქვეყნებში განხორციელებული პროექტების შესახებ, ასევე, სვამს კითხვებს, რაზედაც პასუხები საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ.

"ემაარი" (Emaar), "იგლ ჰილსი" (Eagle Hills) და მოჰამედ ალაბარი, ერთი პატარა ისტორია მაინც და მაინც არა-კარგი აღმოსავლური ამბებიდან, ანუ “ალაბარი და მისი დაფარული მეგობრები”

"ემაარი" და მისი დამფუძნებლები

Emaar Properties PJSC — https://properties.emaar.com/en/about-emaar/ , დუბაიში დაფუძნებული საჯარო კომპანიაა, სპეციალიზებული გიგანტურ დეველოპერულ პროექტებზე. მათი ცნობილი პროექტებია Burj Khalifa და Dubai Mall-ი დუბაიში.
კომპანიის უმსხვილესი აქციონერია დუბაის საინვესტიციო კორპორაცია (Investment Corporation of Dubai, ICD — https://icd.gov.ae/about-icd/) — 22 %.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და თანადამფუძნებელია მოჰამედ ალაბარი (დიახ არ მოგესმათ, მასაც ეს გავრცელებული სახელი ჰქვია რაც “დეკადანსის პოზიციაში ჩავრდნილ ევრპაშია” ყველაზე მეტად გავრცელებული).

კომპანია Eagle Hills-ი (https://eaglehills.com/our-history/), თავის მხრივ, აბუ-დაბიში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ასევე მუჰამედ ალაბარია. “იგალჰილსი” არ არის Emaar-ის შვილობილი კომპანია და მასთან პირდაპირ იურიდიულ კავშირში არაა, საჯარო ინფორმაციის შესაბამისად.

კომპანიის კაპიტალი და სადამფძნებლო სტრუქტურა ფორმირებულია მხოლოდ აბუ-დაბის მდიდარი და გავლენიანი ოჯახების მონაწილეობით (მათი ინტერესები, კულტურული და ღირებულებითი პრეფერენციები და საქართველოს კულტურულ-ქრისტიანული ისტორიის და/ან ტრადიციების ცოდნა და ემპათიის ხარისხი უცნობია საჯარო წყაროებით).

ბატონი ალაბარი თავის მხრივ ცნობილია, როგორც დუბაის ურბანული ტრანსფორმაციის არქიტექტორი, რომელმაც დუბაიში განხორციელებული წარმატებული პროექტების შემდეგ, „დუბაის მოდელის“ ექსპორტი მოახდინა სხვა ბაზრებზეც:
სერბეთი, ალბანეთი, მაროკო, ეგვიპტე, (ახლა უკვე საქართველოც).
ამ ქვეყნებში, კომპანიის სტრატეგია იყო დაბალი ღირებულების მიწის ნაკვეთების შეძენა-ათვისება მეგა-მრავალფუნქციური უძრავი ქონების პროექტებით.

საერთაშორისო ასპარეზზე, კომპანიას სხვადასხვა ზომის და ტიპის სკანდალებიც გამოარჩევს (სისტემური თარგით):

Belgrade Waterfront (სერბეთი) — 2016 წელი

  • ძველი შენობების დემონტაჟი ღამით. პროექტის განსახორციელებლად საჭირო გახდა ძველი შენობების დემონტაჟი, რაც დროში სწრაფად წაწევის მიზნით განხორციელდა უკანონოდ, შესაბამისი კორუფციული და კარტელური გარიგებების ფონზე; ფიზიკურად სამუშაოები ღამით კეთდებოდა ნიღბიანი ადამიანების მიერ. რა თქმა უნდა ამ პროცესებმა გამოიწვია მასობრივი პროტესტები ქალაქში, თუმცა ქალაქის მერიამ პასუხისმგებლობა უარყო.
  • იგივე პროექტზე მუშაობისას, 2018 წელს დაფიქსირდა მნიშვნელოვნად საყურადღებო და ბევრი შემთხვევა, მშენებლობებზე მომუშვეებს შორის გარდაცვალების ფაქტები, სამშენებლო სტანდარტების და უსაფრთხოების ნორმების უგულვეყოფის გამო.
  • პროექტის ნებართვების, მიწის ნაკვეთების ხელში ჩაგდების და ა.შ გაუმჭვირვალე და საეჭვო გარიგებები ქალაქის მმართველებთან — ოპოზიციური მედია და ოპოზიციის წარმომადგენლები სერბეთში აქტიურად საუბრობდნენ კარტელურ და უკანონო გარიგებებზე. პრივილეგირებულ პირობებზე, რასაც კომპანია იღებდა, ასევე სახელმწიფო კონტროლის ნაკლებობაზე. შესძლებელია უფრო დეტალური შესწავლა.

წყაროები:
https://balkaninsight.com/2019/04/24/serbians-protest-as-controversial-demolitions-remain-unexplained/?utm_source=chatgpt.com

https://balkaninsight.com/2019/04/24/serbians-protest-as-controversial-demolitions-remain-unexplained/?utm_source=chatgpt.com

https://britic.co.uk/2019/12/08/sasa-radulovic-to-ft-waterfront-is-money-laundering-pure-and-simple/?utm_source=chatgpt.com

ალბანეთი. აქ მეგა პროექტი ტენდერის და საჯარო კონკურენციის გარეშე გამოცხადდა და წარიმართა. ამ ფაქტმა დიდი დავა გამოიწვია ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის. მთავარი საკითხი საჯარო სარგებლის განხილვის უგულველყოფა და მიწის ღირებულების პროპორციულობის განსაზღვრის პრობლემები იყო.
საქმე საბოლოოდ კონსტიტუციურმა სასამართლომ განიხილა და ძალაში დატოვა, თუმცა ამით კრიტიკული განხილვვები და ოპოზიციური დებატები არ შეწყევტილა და დღემდე გრძელდება.

https://politiko.al/english/ditari-i-maxhorances/media-gjermane-projekti-i-portit-te-durresit-simbol-i-skand-i520299?utm_source=chatgpt.com

უნგრეთი. ბუდაპეშტის “მინი დუბაი”. 2025-ში აღნიშნული პროექტი გაუქმდა, ბუდაპეშტის მერმა კი აღნიშნულ საქმეს “სკანდალური და ბნელი გარიგება” უწოდა.

https://dailynewshungary.com/mini-dubai-grand-budapest-revolution/?utm_source=chatgpt.com

https://www.intellinews.com/hungarian-government-abandons-12bn-mini-dubai-project-amid-public-outcry-365888/?utm_source=chatgpt.com

სხვა ქეისები არაბეთში და ეგვიპტეში

2015 წელი, კომპანიის მიერ აშენებულ სასტუმორო და საცხოვრებელ კომპლექსში — Address Downtow, გაჩნდა მასშტაბური ხანძარი. შემდეგ კი დავა სადაზღვევო საკითხზე წლების მანძილზე გაგრძელდა, რაც განპირობებული და გამოწვეული იყო სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ და ასევე უხარისხო სამშენებლო მასალების გამოყენების გამო.

Dubai Creek Tower, 2020 წელს აღნიშნული მშენებლობა შეჩერდა და მშენებლობა 2020-ის შემდეგ შეჩერდა, რასაც კომპანიის რეპუტაციული და საზოგადოებირივი სკეპტიციზმი მოყვა.
რამდენიმე ქალაქის მერმა და სახელმწიფოს ლიდერმა კომპანიას პირდაპირ უწოდა “მატყუარა” და ა.შ. ეპიტეთები. (იხ. წყაროები ქვემოთ).

შრომითი უსაფრხთოების და ადამიანური უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები: გლობალურ მედიაში უხვად იძებნება შემთხვევები, რაც დაკავშირებულია თანამშრომლების უფლებების დარღევასთან, დაბალი ხელფასების და არანორმირებულ და არაღირსეულ სამუშაო პირობების გამო. ზოგადად ეს ტიპური პრობლემაა საამიროების ქვეყნებში სამშენებლო პროექტებთან, რაც სისტემური მიდგომაა და რისი ნაწილიც ასევე არის ემაარი და იგალჰილსი.

ზოგადად, კომპანიას ჩრდილად დასდევს არაგამჭვირვალე შეთანხმებებთან დაკავშირებული სკანდალები, დაჩქარებული და უკანონო ნებართვები რა დროსაც მინიმალურია სოციალური და საზოგადოებრივი ინტერესები და შესაბამისი საზოგადოებრივი ჩართულობა, რაც კომპანიის მადიდან გამომდინარე საჯარო სივრცეებში მეგა პროექტების განხორციელბას მოიცავს და საჭიროებაც ამიტომ დგას. ასევე მინიმალური სტანდარტები სამუშაოების უსაფრთხოების წარმართვის და დაცვის მიმართულებით, რაც სამწუხაროდ “ცნობილია” როგორც კომპანიის კორპორაციული კულტურა.

ასევე ხშირია უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ეჭვებით კომპანიის მიმართ პრეტენზიები და ა.შ. დავები:
https://www.ainvest.com/news/navigating-legal-and-governance-risks-in-egyptian-real-estate-lessons-from-talaat-moustafa-case-25071010e36956768a4f4663/?utm_source=chatgpt.com

https://www.middleeastmonitor.com/20250721-el-sisis-projects-plagued-by-setbacks/?utm_source=chatgpt.com

https://www.middleeastmonitor.com/20230725-deadly-real-estate-in-egypt-corruption-bribery-and-more/?utm_source=chatgpt.com

https://zawia3.com/en/real-estate-corruption/?utm_source=chatgpt.com

https://www.ainvest.com/news/navigating-legal-and-governance-risks-in-egyptian-real-estate-lessons-from-talaat-moustafa-case-25071010e36956768a4f4663/?utm_source=chatgpt.com

https://www.livemint.com/news/india/ed-attaches-emaar-india-mgf-developments-land-worth-rs-834-03-crore-in-pmla-case-11724934158125.html?utm_source=chatgpt.com

https://www.fortuneindia.com/enterprise/properties-of-emaar-mgf-worth-834-crore-attached-by-ed/118203?utm_source=chatgpt.com

https://www.constructionworld.in/policy-updates-and-economic-news/ed-seizes-401.65-acre-worth-rs-8.34-billion-from-emaar-india--mgf/61723?utm_source=chatgpt.com

https://www.bbkonline.com/india-accuses-emaar-mgf-of-foreign-exchange-violations/?utm_source=chatgpt.com

https://timesofindia.indiatimes.com/city/hyderabad/emaar-scam-buyers-go-to-nclt-seek-insolvency-process-against-developer/articleshow/71976022.cms?utm_source=chatgpt.com

https://www.newarab.com/analysis/inside-story-shadowy-emirati-serbian-partnership?utm_source=chatgpt.com

https://politiko.al/english/ditari-i-opozites/porti-i-durresit-shehaj-nxjerr-fakte-eagle-hills-ska-lidhje-me-i471463?utm_source=chatgpt.com

https://boycottuae.org/sanctions/sanctions-and-eagle-hills-properties-an-urgent-global-call-for-action?utm_source=chatgpt.com

საქართველო — იქნება გამონაკლისი?

ინვესტიციის მასშტაბი: Eagle Hills-ის გაცხადებული პროექტი 6–6.5 მილიარდი დოლარია, ეს ნიშნვას რომ საინვესტიციო მოცულობა ქვეყნის მშპ-ს (GDP) 20 %-ს აღემატება (2024 წ. მშპ 34 მლრდ $). ანუ “ბევრი კვერცხია ერთ კალათაში მოთავსებული, რაც რისკებს ზედმეტად ზრდის. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს არის მნიშვნელოვანი ფინანსური რისკი. და ნებისმიერი ლეგიტიმური და პასუხისმგებლიანი მმართველისთვის, ესაა ლეგიტიმური და აუცილებელი კითხვა. (!), იმიტომ, რომ:

ბაზრის რისკი


2025 წლის მონაცმებით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად არის გადატვირთული და გაჯერებული, რასაც კვლევები გვიჩვენებს. მიწოდება ჭარბია და მნიშვნელოვნად აჭარბებს მოთხოვნას.
2024–25 წლების მანძილზე, ქართულმა საბანკო სექტორმა მნიშვნელოვნად შეამცირა აღნიშნული მიმართულებით დაბანდება, როგორც კორპორაციული ასევე საცალო იპოთეკური დაკრედიტების კუთხით.

თბილისში, სადაც კონცენტრირებულია ქართული უძრავი ქონების ბაზრის თითქმის 60%, საშუალო სარეალიზაციო ფასი მერყეობს $1,300–2,000 მ² ფარგლებში, ხოლო მაქსიმალური 3–3,5 ათასს $ იშვიათად აღემატება (იშვიათი გამონაკლისების გარდა).

რეგიონებში ამ დარგის განვითარება მინიმალურია საშუალო კვ.მ ფასის კუთხითაც.
თითქმის იგივე მდგომარეობაა ბათუმში რაც თბილისში.

ამ მოცემულობაში, მნიშვნელოვანია ჩაუღრმავდეთ დაშვებებს, გაცხადებული მილიონობით კვადრატული მეტრების სამშენებლო ფასებიდან, რაც ძალიან დიდად აჭარბებს საქართველოში ყველაზე ძვირ მშენებლობასაც, ასევე დაგეგმილ სარეალიზაციო ფასებს, რაც არა მარტო საქართველოსთვის არამედ ცენტრალური ევროპის უმსხვილეს ქალაქებშიც კი გამონაკლისია.

თეორიულად, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით (მაშტაბები და მოცულობა), შესაძლებელია რომ ამ პროექტებმა სრულად შთანთქოს ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარი. საინტერესოა რას ფიქრობს დარგი? ქართული საფინანსო სექტორი და მათი მკვლევრები?
საგულისხმოა ფაქტი, რომ სახელმწიფო უკვე ამ დარგის კონკურენციაში შევიდა, რადგან ის 33% წილით დეველოპერი გახდა თავად.

სავაჭრო ბალანსი

ასეთი მასშტაბური მშენებლობა, მილიონობით კვ.მ რაც გადანაწილებულია მხოლოდ 2 ლოკაციაზე, მოითხოვს ასევე მასშტაბურ ლოჯისტიკას და შესაბამის სამშენებლო მასალების მობილიზებას, ასევე შესაბამის კვალიფიციურ მუშახელს. აქედან გამომდინარე ჩნდება მთავარი კითხვები:

  • ასეთი მოცულობების დაკმაყოფიელბა და უზრუნველყოფა ქვეყანას რამდენად შეუძლია?
  • რამხელა იქნება იმპორტის წილი?
  • შესაბამისად რამდენი იქნება სავაჭრო დეფიცის ზრდის ტემპი, თანხაში და დროში გამოყოფილი?
  • რა ფისკალური და მაკროეკონომიკური ეფექტებით აისახება ეს ყველაფერი მოკლე და საშუალო პერიოდში და შევძლებთ ფასების კორექტირებას და მართვას ამ მასშტაბიდან გამომდინარე?
  • როგორ დაიზღვევა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტები?
    - ეს კითხვა ქვაკუთხედია, გათვალისწინებით იმ გარემოებებისა, როგორიცაა: ინტერესთა კონფლიქტების, წარსული გამოცდილება ნეპოტიზმს, კლეპტოკრატიას და კორუფციასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული და სახელმწიფო საწარმოების მართვის გაუმჭვირვალე და უმეტესად ზარალიანი გამოცდილებიდან გამომდინარე (მათ შორის მომგებიან კომპანებებში). “თარგები… თარგები….”
  • და ა.შ….

მნიშვნელოვანია ყველაფერი სწორად იყოს დავთლილი, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს ფინანსური კონცენტრაციის და სავალუტო რიკსები.
არის ამაზე ნაფიქრი და რამე გათვლები აქვს გაკეთებული ეკ. სამინსიტროს?
რეალურად ამ განცახადებაზე მეტი არის ნაფიქრ-ნამუშევარი? :
https://www.economy.ge/?page=news&nw=2873&s=mariam-qvrivishvilma-da-mohamed-ali-alabarma-xeli-moaweres-xelshekrulebas-ertoblivi-kompaniis-chamoyalibebis-shesaxeb
შეგახსენებთ კომპანიის არაჯანსაღ პრაქტიკას წილობრივ მონაწილეობაზე (იხ. ბმულები ზემოთ).

მმართველობითი და აღსრულების რისკი
სერბეთის, ალბანეთისა და უნგრეთის გამოცდილებას თუ გავითვალისიწნებთ, აუცილებელია გამჭვირვალედ და დასაწყისშივე იყოს პასუხები კითხვებზე, ასევე ცნობილი იყოს დეტალური სტრატეგია რისკების მინიმიზერების კუთხით. ასევე აუცილებელია:

  • კონტრაქტების საჯარო განხილვა და ხელმისაწვდომობა.
  • დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი შეფასება (EIA), განსაკუთრებით გონიოს სანაპიროზე, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.
  • სახელმწიფოს წილის მართვის არქიტექტურა და დეტალები — გვაქვს გამოცდილება სახელმწიფო საწარმოების ეფექტურ-კორუფციულ მართავასთან დაკავშირებით

ეთიკური და რეპუტაციული რისკები

ნიებისმიერი განვითარებული ქვეყნის ინვესტორებისათვის, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, ეკოლოგიური და შრომითი სტანდარტები, პასუხისმგებლიანი მიდგომა საქმის კეთებისას და შესაბამისი საქმიანი გარემო, ეს წესი ყველგან წესია, ნებისმიერ ქვეყანაში.

თუ ეს ზარ-ზეიმით გაფორმებული შეთანხება აღმოჩნდება იგივე “კულტურის” რაც ზემოხსენებული საერთაშორისო პრაქტიკა ამ კომპანიის ჩართულობით, შესაძლებელია რომ ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად დაამძიმოს ისედაც დამძიმებული საინვესტიციო იმიჯი საქართველოში.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეამცირებს დარჩენილი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს ჩვენი ქვეყნის მიმართ.

რამდენად რეალურია ციფრები?

ანუ რეალურია საქართველოში კვ.მ-ის რეალიზება 12,000$-$15,000 ად? (გათვლა ეფუძნება სახელმწიფოს და იგლჰილსის ოფიციალური პირების მხრიდან გაცხადებულ ინდიკატორებს; ასაშენებელი ფარათობი შეფარდებული მათ მიერ დასახელებულ ჯამურ მოსალოდნელ შემოსავალთან).

როდესაც თბილისში საშუალო ფასია:
არაცენტრალურ უბნებში — 1,500 USD/მ²
ცენტრალურ უბნებში — 2,500–3,500 USD/მ²

12,000 USD/მ² ნიშნავს 4–7-ჯერ მეტს, ვიდრე ბაზრის ზედა ზღვარი. რამდენად რეალურია ეს ციფრი? და რამდენად “სასარგებლო” დარგისთვის და ჩვენი ბაზრისთვის?
გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები: “ყველაფერი ნებარდართულია ჩემთვის, თუმცა განა ყველაფერი სასარგებლოა”…

ეს ფასი მიმზიდველი და ხელმისაწვდომი თეორიულად მხოლოდ უცხოელი სუპერ-მყიდველების და სუპერ კორუმპირებული ქართველი ჩინოვნიკებისთვისაა.

ქართველი ჩინოვნიკები (მთავრობა + პარლამენტი+ მათი გარემოცვა) ადვილად დათვლადია და დიდი ალბათობით, ისინი ამ მიწოდების 5% ზე მეტს ვერ აითვისებენ;
ასევე რისკები სდევს მათ არსებობას თან და “არსებაი მათი მწირია”, რადგან უცაბედად უწევთ ხოლმე აღიარებების კეთება და “ჩამოლაბორანტება”.
რიგში ახლა ალბათ შემდეგი “სეტია”, ვინც 1 ლარად ტყეები და სხვა უამრავი აქტივი მიიღო, ან სუბსიდირებული ავიაფრენების სრულ ბენეფიტებს “იზელს” სახეზე და სხეულზე, დაუმსახურებელი დამსახურებით. რაღაც მსხვილი ტენდერებიც შემცირდა და ქოლცენტრების საქმეც ისეთი რენტაბელური აღარაა…
ამიტომ ბატონი მუჰამედი, ამ სეგმენტზე ნამდვილად არ გათვლიდა მის მრავალ მილიარდიან მოგებებს, აშკარად სხვა ამბავი უნდა იყოს აქ.

უცხოეთიდან მოთხოვნა?

იმ დროს, როდესაც დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში საშუალო და მაღალი ღირებულების უბნებში ფასი 5–8 ათასი $ ფარგლებში მერყეობს, თან ქართველი წარჩინებულნი, ესპანეთის დედაქალაქის ცენტში სულ რაღაც 500–600 ათას ევროს ღირებულებით არც ისე პატა აპარტამენტებს იძენენ. შესაბამისად არც ეს უნდა იყოს დიდი კონკურენტული უპირატესობა, მით უმეტეს ანტიევროპულად განწყობილ საქართველოს, შანსები, რომ აქ 2-ჯერ მეტი იქნაეს გადახდილი უძრავ ქონებაში ევროპელი ინვესტორების ან ფიზიკური პირების მიერ დაბალია.

ვსაუბრობთ ქვეყანაზე სადაც 22% ტერიტორიების რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მცოცავი ოკუპაცია გრძელდება…. ირღვევა ადამიანის უფლებები და ევროკავშირის ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით, ქვეყანაში ყველზე მეტი პოლიტიკური პატიმარია ვიდრე თუნდაც ოკუპანტ რუსეთში.

ასეთი მიდგომა, ავტომატურად ფასების ხელოვნურ ზრდასა არ გამოიწვევს?
ეს პროცესი შიდა ბაზარს რეალურ პრობლემებს არ შეუქმნის?

ამ კითხვებზე დარგის მსხვილმა მოთამაშეებმა, მსხვილმა ბიზნესებმა და “დელეცებმა” ვინც ფართოდ დახუჭული თვალებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, მეტი უნდა იფიქრონ და სახელმწიფოსთან გამართონ კონსულტაციები. კი “დალაგდებიან” მაგრამ სკამის გარეშე ვიღაც მაინც დარჩება და ამ ცნობილი თამაშისა არ იყოს, სკამს სულ აკლებს ის, ვინც მუსიკას უკრავს და ამ თამაშს ირონიული სახით აკვირდება და მართავს.

შრომის ბაზარი და “კვალიფიციური” მუშახელი

საქართველოს სამშენებლო სექტორი დიდი ხანია განიცდის კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს.
ასეთი მაღალი მოცულობის პროექტი, გამოიწვევს მოკლევადიან შეტევას არსებულ დეველოპერებზე მათი კადრების გადაბირებისთვის, ან მასიურად უცხოური მუშა ხელის იმპორტის ზრდას, რასაც საშუალო და გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი ექნება, გარანტირებულად.

ამ კომპანიის გამოცდილების გათვალისწინებით საუბარია ათეულობით ათას ადამიანზე, ძირითადად დაბალგანვითარებული არაბული ქვეყნებიდან.

სერბეთის გამოცდილებამ Eagle Hills-ის პროექტებში სამწუხაროდ ყველა ეს რიკსი ნათლად გამოავლინა, ასევე მშენებლობაზე დაფიქსირებული გარდაცვალებების ნეგატიური რეკორდებიც კი მოხსნა. იგივე მდგომარეობაა თითქმის ყველა საერთაშორისო პროექტში. რატომ იქნება საქართველო გამონაკლისი? რას აკეთებს სახელმწიფო ამ რისკების დასაზღვევად?

KYP — ანუ, იცნობდე შენს პარტნიორს

  • ემაარი არის გაერთანებულ საამიროებში დარეგისტრირებული საჯარო კომპანია. ძალიან ძლიერი და მსხვილი
  • მისი ყველაზე მსხვილი ინვესტორია ICD, 22 %-ით;
  • მუჰამედ ალაბარი არის კომპანიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მაგრამ არა უმეტესი წილის მფლობელი.
  • Eagle Hills-ი არის კერძო კომპანია, რომელიც ემაართან არ არის პირდაპირ იურიდიულ კავშირში, არამედ კერძო კომპანიაა, რომელსაც ფლობენ აბუ-დაბის მდიდარი ოჯახები და კომპანიის სტრუქტურა საჯაროდ ტრანსპარანტული არ არის.
  • საქართველო დეველოპერული პარტნიორი გახდა კერძო კომპანია Eagle Hills-თან და არა ემაართან.

რას ნიშნავს ეს და რაშია განსხვავება? ორივე კომპანია გაერთიანებული საემიროებშია რეგისტრირებული, ორივე კომპანია საქართლოს ეკონომიკაზე ბევრად დიდია და ა.შ. “უფრო მაღლაც ხტებიან”; თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ ემაარი არის საჯარო კომპანია, ანუ ამ კომპანიას აქვს ვალდებულება რომ გამოაქვეყნოს მისი საჯარო ინფორმაცია და გარკვეული ეთიკის ნორმებით იმოქმედოს. კერძო კომპანიებს კი საჯარო ტრანსპარანტულობის ვალდებულება არ აქვთ და ასეთ “პარტნიორს” სიტყვაზე უნდა ენბდოთ.

აქედან გამომდინარე რა უნდა გავითვალისიწნოთ

  1. საჯარო ხელშეკრულებები — მიწის გადაცემის პირობები, გადასახადებისა და ვალდებულებების სრული ტრანსპარანტულობა არის, ან იქნება ხელმისაწვდომი?
  2. მიწის შეფასების კალკულაცია — რატომ 33% და არა 49 ან 49.99% ?
    (კარგად რომ გვესმოდეს, გამჭვირვალე გარემოში ეს კითხვა არ გაჩნდებოდა, მისასალმებელია თუ მიწის ფასი, რაც 33% წილში კონვერტირდა “ბიზნესში” $2.2 მილიარდად განფასდა, ანუ კვ.მ $7,800. რაც საქართველოს რეალობაში ჯერ არნახულ-არგაგონილი ციფრია. თუმცა ამ რეალობით რატომ არ შეიძლებოდა ეს შეფასება $17,800 ნიშნულიდან დათვლილიყო და დისკონტით 49.0% წილში დამრგვალებულიყო?)
  3. კონკრეტულ დეტალებზე და გეგმაზე დაფუძნებული მიწის გადაცემის და ვალდებულებების შესრულების გარანტიები — როგორც იქნა განმარტებული, ეს არის PPP პროექტი, შესაბამისად რა დათვლით და პირობით შეფასდა ქვეყნის მონაწილეობის წილი და რა დათქმებით ხდება ამ ქონების კომპანიაზე გადაცემა?
    რა უფლებები და ჩართულობა ექნება ქვეყანას ამ კომპანიაში?
  4. მოლაპარაკებებისას გათვალისწინებელი იყო სხვა ქვეყნების გამოცდილება, მათ შორის ჩაშლილი მრავალმილიარდიანი პროექტები და არის დაზღვევის მექანიზმები დეტალურად გაწერილი კონტრაქტში?
  5. რა მმართველობითი სისტემით იქნება ქვეყანა წარმოდგენილი ახალ კომპანიაში? როგორი იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, გადაწყვეტილების მიღების სისტემა?
  6. არის დაკვეთილი დამოუკიდებელი EIA/SEA, განსაკუთრებით გონიოს სანაპირო ზოლზე და მიგრაციის გზებზე? და თუ კი ვინ აკეთებს ამას?
  7. შრომითი უსაფრთხოების ქარტიასთან შესაბამისობა და მონიტორინგის ინსტრუმენტები და პასუხისმგებელი პირები/ინსტიტუტები, არის ჩამოყალიბებული და გაწერილი?
  8. ლოკალური რესურსის ჩართვის წილი არის გათვალისწინებული?
    ანუ ქართული კომპანიები, მუშხელი და ა.შ. და რა ტრეინინგებია ამისათვის გათვალისწინებული, დაგეგმილი და რა რესურსებით? რა ბიუჯეტით და ვინ იხდის ამას? რა პროპორციით?
  9. რეალისტურია ფასები და გაყიდვების სტრატეგია?
  10. რა ბაზრებზეა გამიზნული მარკეტინგული სტრატეგია და კამპანია?
  11. არსებობს სენსიტიურობის ანალიზი, რომ არ მოხდეს არსებული დარგის დაზიანება? (ვინაიდან ინვეტიციის მოცულობა სარისკოდ დიდია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის).
  12. AML, KYC და ბენეფიციარი მფლობელობის შემოწმების სისტემა დანერგილია და შესწავლილია?
  13. როგორ მოხდება წინასწარ გაყიდვების პროცესის მართვა?
  14. ადგილობირვი ბანკების ჩართულობის ხარისხი და მათი შესაძლებლობები ასეთი მოცულობის (ღირებულების მიხედვით) დაკრედიტების შესაძლებლობების კუთხით და ეროვნული ბანკის პოლიტიკა და რეკომენდაციები?

ვინაიდან "იგლ ჰილსი", დიდ გამოცდილებასთან და კაპიტალთან ერთად, ასევე დიდ ნეგატიურ რეპუტაციას ფლობს, სადაც იკვეთება ნაკლები გამჭვირვალობა, დაბალი პასუხისმგებლობა და შესაძლო კორუფციული გარიგებები, რაც საერთაშორისო პრესით დასტურდება, მნიშვნელოვანია ასეთ მოცულობით ინვესტიციების სახელმწიფოც და საზოგადოებაც მეტი ყურადღებით და გულისყურით მიუდგეს.

ქვეყანა სარგებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიღებს, თუ:

  • იქნება ღია და გამჭვირვალე კონტრაქტები PPP (კერძო და საჯარო პარტნიორობა) მიდგომაში
  • მოხდება სამართლიანი გარემოსდაცვითი შეფასებები კომპეტენტური ინსტიტუტების ჩართვა პროცესში
  • გამჭვირვალე იქნება კომპანიის მმართველობითი სტრუქტურა
  • დანერგილი იქნება შრომის და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და მონიტორინგის სისტემა
  • რეალისტური ფასწარმოქმნა და პოტენციური ბაზრების ანალიზი, წინასწარ იქნება ცნობილი.
  • გავითვალისწინებთ "ენკას" შემთხვევას, რომელიც ასევე მრავალმილიონიანი PPP პროექტი უნდა ყოფილიყო, თუმცა დასრულდა მილიარდიანი ჯარიმით და დაზიანებული რეპუტაციით საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის საზიანოდ. (თუმცა პასუხისმგებლობა არავის არ აუღია).

დღევანდელი ეკონომიკური პირობებით, 10–15,000 USD/მ² ფასის უძრავი ქონება საქართველოში არარეალურია, ვიდრე ეს ციფრი რეალური გახდება, მნიშვნელოვანია ზემოხსენებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ასეთი მიდგომა უფრო დიდ რისკებს და საფრთხეს შეიცავს დარგისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის ვიდრე მოსალოდნელი ეფექტია.

კითხვების დასმა დანაშაული არაა, ის არაპატივცემული სუბიექტები, ვინც თავს მთავრობას უწოდებს, ვალდებულნი არიან ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცენ, რადგან ამ გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა მოქალაქე გახდა ამ ახალი კომპანიის აქციონერი, რასაც მხოლოდ ამ პროექტის რისკები და ბუნდოვანი გეგმები მიჰყვა სანაცვლოდ.

ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა პრეფერენციებისა, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და გადასახადის გადამხდელებს, გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, და მთავრობას ვალდებულება ეს პროცესი ტრანსპარანტულად წარმართოს.

წყარო:https://bm.ge/

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way