USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
«ARD-Tagesschau» (გერმანია): „საარჩევნო კამპანია სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოში: ქართული კოშმარი“
Date:  148

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „არდ“-ის (ARD) ახალი ამბების სამსახურმა „ტაგესშაუმ“ (Tagesschau) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საარჩევნო კამპანია სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოში: ქართული კოშმარი“ (ავტორი - სილვია შტოიბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პარლამენტის წევრთა ორი მესამედი „ქართული ოცნებიდან“ უნდა იყოს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები იქნას შეტანილი“ - ასეთია მმართველი პარტიის მიზანი 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო ართევნებისათვის.  ეს გამოაცხადა „ქართული ოცნების დამაარსებელმა და მისმა საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. მდიდარი ბიზნესმენი ჩრდილიდან გამოდის და პარლამენტის წევრად ამომრჩევლებს საკუთარ კანდიდატურასაც სთავაზობს.

ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს ქვეყნის „პოლიტიკური სისტემის ძირფესვიანი განახლება“, რაშიც  ლიბერალური ოპოზიციის აკრძალვა იგულისხმება - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ სახით. „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს ყოფილ მმართველ პარტიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებას ჩამოაშორა და მის ნაცვლად მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გახდა.

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი სუსტია, როგორც არასდროს: მისი ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია და საკუთარი თავის აჩრდილსღა წარმოადგენს, ხოლო პარტიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაშლის რამდენიმე ეტაპი გადაიტანა. ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი ნაცმოძრაობას „ქვეყნის უდიდეს მტერს“ უწოდებს. „მტრების სიაში“ შეტანილია აგრეთვე რამდენიმე პროდასავლური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაციები და თვით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ოდესღაც ბიძინა ივანიშვილის გვერდით იდგა, მაგრამ შემდეგ „ქართულ ოცნებას“ დაშორდა და ოპოზიციას ალიანსი შესთავაზა.

„ნიურნბერგის პროცესი“ ოპოზიციისათვის

საპარლამენტო არჩევნები „უსამშობლოო“ ადამიანებისა და „უცხოელი აგენტებისთვის“ „ნიურნბერგის პროცესად“ უნდა გადაიქცეს - ასეთია ბიძინა ივანიშვილის თვალსაზრისი, რომლის რეალიზება მას კონსტიტუციის შეცვლით აქვს განზრახული. ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილების სესატანად კი აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობის ანუ სადეპუტატო ადგილების ორი მესამედის მოპოვება.

გარდა ამისა, იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი მიიმხროს ქვეყნის კონსერვატიული მოსახლეობიდან, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას სთავაზობს - ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რელიგიის გამოცხადებას სახელმწიფო რელიგიად. თუმცა ეკლესიის წარმომადგენლებს მილიარდერის შეთავაზებაზე მაინცდამაინც დიდი სიხარული არ გამოუხატავთ - ისინი შიშობენ, რომ თუ ეკლესია სახელმწიფოს ნაწილი გახდება, ხელისუფლება მათ საქმიანობაში ჩაერევა, ამჟამად კი ეკლესიას საკმარისი ავტონომია აქვს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რელიგიას „ქართული იდენტურობის ერთ-ერთ საფუძვლად“ გამოაცხადებს, ქვეყნის ძირითადი კანონით „ოჯახურ ფასეულობებს“  განამტკიცებს, დაიცავს არასრულწლოვანებს და აკრძალავს „ლგბტ“ პროპაგანდას.

გარიგება რუსეთთან?

კიდევ ერთი საბაბი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის ბიძინა ივანიშვილმა ბუნდოვანი დატოვა: მისი ტქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა შეიცვლება ახალ რეალობის შესაბამისად.“

გაჩნდა ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება რუსეთთან გარიგებაზე დათანხმდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, რომლის შედეგად თბილისი მიიღებს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გაკონტროლების უფლებას ან შეიქმნება ფედერაცია ორივე რეგიონის შემადგენლობით. სამაგიეროდ საქართველომ უარი უნდა განაცხადოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე (რომელიც, სხვათა შორის, კონსტიტუციაშია ჩაწერილი), ანუ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისაკენ სწრაფვაზე. გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა უპირველეს მნიშვნელობას ქვეყნის  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ანიჭებს.

„უცხოელი აგენტის სამარცხვინო დამღა“

ბიძინა ივანიშვილს რატომღაც აკვიატებული აქვს აზრი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ლიბერალური ოპოზიცია მთლიანად უნდა განადგურდეს: შესაბამისი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უკვე ძალაშია შესული: დაწყებული ორი სექტემბრიდან, ის  არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი მედიის საშუალებები, რომელთა ბიუჯეტი 20%-ით და მეტად უცხოეთიდან ფინანსდება, თუ იუსტიციის სამინისტროში არ დარეგისტრირდებიან, ისინი დიდ ჯარიმას გადაიხდიან (8 ათასი ვეროს ექვივალენტით) და საბოლოო ჯამში იძულებით რეგისტრაცია მაინც მოუწევთ.

ისინი, რომლებიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდებიან, შეიძლება სახელმწიფოს მიერ იიქნენა დაფინანსებულნი. ამ შეთავაზებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ-ჯერობით უარს ამბობენ, მათ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლებად დარჩენა სურთ

ევროკავშირში წევრად მიღების პროცესი შეჩერებულია

არასამთავრობო სექტორისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ერთგულმა თანამოაზრეებმა შეძლეს კონტროლი დაემყარებინათ ქვეყნის თითქმის ყველა ძირითად ინსტიტუტზე მმართველობის 12 წლის განმავლობაში. გამოკითხვების შედეგები „ქართული ოცნებისათვის“ ძველებურად კომფორტულია - მოსახლეობის უმეტესობა მმართველ პარტიას მხარს უჭერს, ბევრი ოპოზიციური პარტია კი პრობლემის წინაშე დგას - არავინ იცის, გადალახავენ თუ არა ისინი ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს.

ამიტომაც რიგი პოლიტიკოსები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ თავიანთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და ბლოკებად გაერთიანებულიყვნენ. გარდა ამისა, მათ ხელი მოაწერეს ქარტიაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, რომელიც არჩევნების შემდეგ ქვეყნის ევროპული კურსისაკენ დაბრუნებას ითვალისწინებს (თუ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია გაიმარჯვებს). თავის მხრივ, ევროკავშირმა საქართველოს ბლოკში გაერთიანების პროცესი შეაჩერა - „უცხოური აგეტების“ კანონის მიღების საპასუხოდ.

ხალხზე ზრუნვა თუ პირიქით?

ბიზინა ივანიშვილი ცდილობს ქვეყნის პრობლემები ევროკავშირს დააბრალოს, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობას მაინც მასში გაწვრიანების სურვილი აქვს. საეჭვოა, რომ „ქართული ოცნების“ ანტოევროპული რიტორიკა ამომრჩევლებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თუ ამას დავამატებთ იმ რეალობასაც, რომლის მიხედვით, მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები - დაბალი ხელფასი, ფასების გაძვირება და ა.შ. (მეშახტეებმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერეს), მმართველ პარტიას აშკარად პრობლემები ექმნება...

მაგრამ, ისევე როგორც წინა არჩევნების დროს, ბევრი ამომრჩეველი ახლაც იძულებული გახდება  ხმა მმართველ პარტიას მისცეს - სამუშაო ადგილების შენარჩუნების ან საარჩევნო საჩუქრის მიღების მიზნით. ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლები უკვე ამჩნევენ, რომ მმართველი პარტია უკვე ცდილობს ძალადობრივი პროვოკაციები მოაწყოს - რაღაც აბსურდულ ბრალდებებს უყენებს ოპოზიციას, რომელსაც, თითქოსდა დასავლეთის დახმარებით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა სურს. საქმეში ჩაერია რუსეთის სადაზვერვო სამსახურიც, რომლის განცხადებით, აშშ საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობსო...მოკლედ, საქართველოს წინ რთული კვირეები ელოდება.

წყარო: https://www.tagesschau.de/ausland/europa/georgien-wahlkampf-parlamentswahl-100.html

 

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way