USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
"BM.GE": 2024 წელს რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ II უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან?
Date:  540

საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის ჯამის 10.8%.

გასულ წელს, საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და 2.5 მლრდ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან იმპორტი

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ძირითად ნაწილს იმპორტი შეადგენს. საქართველო რუსეთიდან 2.7-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის. უფრო დეტალურად, გასულ წელს რუსეთი საიმპორტო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზე იყო და იმპორტმა წლიურად 6%-იანი ზრდის შემდეგ, 1 მლრდ 850 მლნ დოლარი შეადგინა. ეს საქართველოს მთლიანი იმპორტის 11%-ია.

რაც შეეხება ძირითად საიმპორტო პროდუქციას, რუსეთიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემდეგი საქონელი შემოვიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $519.5 მლნ;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $180.9 მლნ;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (არმატურა) - $114.5 მლნ;
  • ხორბალი და მესლინი - $75.7 მლნ;
  • ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - $44.6 მლნ.

 

რუსეთში ექსპორტი

იანვარ-ივლისში ექსპორტმა 681.5 მლნ მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, მთლიან ექსპორტში 10.4%-იანი წილით.

რუსეთში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია ასე გამოიყურება:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $182.6 მლნ;
  • სპირტიანი სასმელები - $154.8 მლნ;
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $76.9 მლნ;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $61.7;
  • ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - $32.2 მლნ.

წყარო:https://bm.ge/

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way