USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
1625 წლის 25 მარტი მარტყოფის ბრძოლა — მარცხი, რომელიც აროდეს ენახა „ალაჰის ჩრდილს“
თარიღი:  17126

"მარტყოფის აჯანყება — უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე ქართველებმა ყველას დაანახეს, რომ უმალ გაწყდებოდნენ, ვიდრე თავისუფლების დაკარგვას შეეგუებოდნენ...

ურჩი საქართველოს საბოლოოდ გასანადგურებლად ირანის მზაკვარმა შაჰმა აბას პირველმა ახალი ლაშქრობა წამოიწყო. ჯარს სათავეში სიძე, გათათრებული სომეხი, გამოცდილი სარდალი ყარჩიხა ხანი ჩაუყენა.

როსტომ ხანი გვიმოწმებს:

„ბრძანება იყო ყეენისა, რომე კახი კაცი გაეწყვიტათ და კახეთში ყიზილბაშები ჩაესახლებინათ“.

თუმცა ლაშქრობის ნამდვილი მიზეზი ოსტატურად შენიღბეს სპარსთა და ვითომ მშვიდობიანი მიზნით მოდიოდნენ საქართველოში.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ყარჩიხა ხანს თან მოჰყავდა შაჰ აბასის შვილიშვილი ჯაჰან ბანუ, რომელიც გამუსლიმანებულ სიმონ ხანზე უნდა დაექორწინებინათ. ხოლო უზარმაზარი ლაშქარი — ეს მხოლოდ საპატარძლოს მაყრიონი იყო. სინამდვილეში ყარჩიხა ხანს ქართლ-კახელთა აყრა და სპარსეთში გადასახლება, მათ ადგილას კი ყიზილბაშების ჩასახლება ევალებოდა.

„საპატიო მაყრიონში“ იყო გიორგი სააკაძეც, რომელმაც კარგად უწყოდა შაჰის რეალური ზრახვები და რომელიც მხოლოდ იმიტომ არ უსარდლა შაჰმა თავის ლაშქარს, რომ არ ენდო. ხოლო სამშობლოში წარმოგზავნილ სააკაძეს ღალატი რომ არ გაევლო გულში, მისი ძე პაატა მძევლად დაიტოვა. როგორც შემდეგ გაირკვა, არცთუ უსაფუძვლოდ...

ყარჩიხა ხანი 1625 წლის ადრიან გაზაფხულზე შემოვიდა ქართლში. ავად დაგეგმილი ქორწილის შემდეგ სპარსთა ლაშქარმა აღაიანის ველზე დასცა ბანაკი, მერე კი მარტყოფის ველზე განლაგდა სარდლის ბრძანებით. ყარჩიხამ კახელები იხმო თავისთან, ვითომ იმერეთში ლაშქრობის სათათბიროდ. ბოლო მომენტში კი თითქოს განზრახვა გადაიფიქრა და სათათბიროდ მისულ კახელთა დასაჩუქრება და შინ გაშვება გადაწყვიტა. ბევრი გაბრიყვდა და საჩუქრის მისაღებად ბანაკის განკიდურზე მდებარე, მაღალი თეჯირით შემოსაზღვრულ კარავთან დადგა. სათითაოდ შეხვალთ შაჰის ხალათის მისაღებადო, უთხრეს მათ და ისინიც მორჩილად თითო-თითოდ შედიოდნენ კარავში, საიდანაც აღარავინ გამოდიოდა უკან. კახელები ფიქრობდნენ, ალბათ თავს მოგვიყრიან და შაჰის უდიდესი წყალობით ხელდამშვენებულებს, ერთად გამოგვისტუმრებენ კარვიდანო. ამ დროს კი თავს კი არ უყრიდნენ, თავებს აყრევინებდნენ თეჯირს გადაღმა გაუჩინარებულებს.

ბოლოს სპარსელთა მზაკვრობა ვიღაცამ გასცა. განრისხებულმა კახელებმა ხმლებით გაიკაფეს გზა და სამშვიდობოს გავიდნენ. თუმცა ყიზილბაშებს მაინც მოესწროთ 4000 კახელისთვის ყელის გამოჭრა.

ყარჩიხა ხანმა გამცემად გიორგი სააკაძე იეჭვა და მაშინვე მაცნე აფრინა „ირანის ლომთან“. შაჰ აბასის ბრძანებამაც არ დაახანა. მუსტაფა ნაიმას ცნობით, შაჰი ყარჩიხა ხანს ქართველთა სრულად ამოხოცვას ავალებდა. მოურავიც არ გაუშვა ცოცხალი, რადაც უნდა დაგიჯდეს, მოჰკალო, უბრძანებდა...

მაგრამ ლოჭინის ხევში ვითომ სანადიროდ გასული გიორგი სააკაძე აბასის მსტოვარს „შემთხვევით“ გადაეყარა და ყარჩიხა ხანისადმი მოწერილი ბრძანება ხელში ჩაიგდო. მოურავმა შიკრიკს სიცოცხლე მოუსწრაფა, მერმე კი ქართველი დიდებულები მიიწვია საიდუმლო თათბირზე და წერილი წაუკითხა. ამის შემდეგ ისინიც კი, ვინც მანამდე ეჭვის თვალით უყურებდნენ მოურავს, საბოლოდ დარწმუნდნენ აბასის საშინელ განზრახვასა და სააკაძის გულწრფელობაში.

და ქართველებმა გადამწყვეტი ბრძოლისათვის სამზადისი დაიწყეს. სააკაძის რჩევით, ყარჩიხა ხანმა ჯარის საგრძნობი ნაწილი კახეთის სხვადასხვა კუთხეში გაგზავნა. მოურავმა სპარსთა ლაშქარი ეშმაკურად დააქსაქსინა ხანს, რომ მტრის მთავარი ბანაკის განადგურება გაიოლებოდათ ქართველთ.

1625 წლის 25 მარტი თენდებოდა — ხარება დღე. ქართველები, ზურაბ არაგვის ერისთავის წინამძღლობით, მოულოდნელად, გარიჟრაჟისას დაესხნენ თავს მარტყოფის ველზე დაბანაკებულ მძინარე ყიზილბაშებს. თავზარი დაეცა მომხდურთა ლაშქარს, დიდი პანიკა დაიწყო. ამით ისარგებლა გიორგი საააკაძემ, შუბმომარჯვებული დაიძრა ყარჩიხა ხანის კარავისკენ ოთხ მებრძოლთან ერთად. კარავში შესულმა კი სარდალს შეუძახა, ხანო, რას გაჩერებულხარ, თეიმურაზი დაგვესხა თავსო! ის იყო, ცხენზე უნდა ამხედრებულიყო შაჰის სიძე, რომ შუბით განგმირა გიორგი სააკაძემ „მოყვრად“ მოსული მოსისხლე მტერი. შემდგომ ამისა, მოურავის ერთგული თანამებრძოლები დანარჩენ ხანებს დაერივნენ. ხოლო სააკაძის უფროსმა ვაჟმა ავთანდილმა ყარჩიხა ხანის ვაჟი გამოასალმა სიცოცხლეს.

დადრკნენ უსარდლოდ დარჩენილი ყიზილბაშები, უკან დაიხიეს და გაქცევით შეეცადნენ თავის შველას. მაინც არ მოეშვნენ ქართველები — ბოლომდე მისდიეს მტერს და მუსრი გაავლეს მათ. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობით, 30 ათასი ყიზილბაშიდან მხოლოდ სამმა ათასმაღა გაასწრო ცოცხლად. ამის შემდეგ ქართველები კახეთში წინასწარ დაქსაქსულ ყიზილბაშებსაც დაერივნენ და ისინიც ერთიანად გაჟლიტეს.

შაჰ აბასის ისტორიკოსი ისკანდერ მუნში წერს:

დიდებულებიცა და უბრალო ხალხიც თავზარდაცემული იქეთ-აქეთ გარბოდა. ყიზილბაშების მთელი ბანაკი დაირბა და გაიძარცვა, ქართველებმა კი აურაცხელი ქონება და იარაღი იგდეს ხელთო.

ეს იყო უდიდესი გამარჯვება! ამ ბრძოლამ დაანახა ირანის მძვინვარე ლომს, რომ ქართველთა განადგურების ძალა არ და ვერ შესწევდა. თავად ისკანდერ მუნში აღიარებს, რომ

და განრისხებულმა შაჰმა ქართველთა ჯავრი გიორგი სააკაძის ვაჟზე, პაატაზე იყარა — თავი მოჰკვეთა და საშინელი „ჯილდო“ მამას გაუგზავნა...

მძიმე და მწარე ნაყოფად მოიმკო დიდმა მოურავმა შაჰის ღალატი. თუმცა, როცა საქმე სამშობლოს ყოფნა-არყოფნაზე მიდგება, ჭეშმარიტ მამულშვილებს ხომ არად უღირთ არც საკუთარი და არც შვილების სიცოცხლე... "

მაგარი საქციელია ამხელა იმპერიის წინამძღოლისგან, ამიტომ არ იქნება მაგათი ნდობა...

ვანო სულორი

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.