USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
TOP 10 დეველოპერული პროექტი, რომელიც 2023 წელს დაანონსდა
თარიღი:  1382

2023 წელი სამშენებლო-დეველოპერულ სექტორისთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 11 თვის მონაცემებით, ტრანზაქციების რიცხვი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზარი ჯანსაღია და ის სტაბილურად ვითარდება.

ბიზნესს რომ მოთხოვნის ნაწილში პოზიტიური მოლოდინები აქვს, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2023 წელს არაერთი მასშტაბური პროექტი დაანონსდა.

გთავაზობთ TOP 10 პროექტს, რომელიც გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტის" შეფასებით, ყველაზე გამორჩეული კონცეფციისა და მნიშვნელობის იყო.

1) „ცათამბრეჯენები გმირთა მოედანზე“ - წლის ბოლოს თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანთან მრავალფუნქციური ცენტრის პროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში 52 და 40-სართულიან შენობებში აშენდება. თითოეულში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

2) „ალიანს რენესანსი“ – სპორტულ გამაჯანსაღებელი პროექტი ქობულეთში, რომელსაც სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ აშენებს. კომპლექსი საერთო პოდიუმით აკავშირებს A, B, და C თაუერებს, ისევე როგორც დამოუკიდებელ, 14 სართულიან, საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და მის უნიკალურ, 25 სახეობის თერაპიული პროცედურების სივრცეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 000 000$-ია.

3) „VR Vake Skyview Tower“ - კომპანია VR Holding-ის პრემიუმ კლასის პროექტია, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, კერძოდ, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას განთავსდება. მისი სიმაღლე 180 მეტრი იქნება, რითაც თბილისში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს შეიძენს.

მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედნის მოწყობაც იგეგმება.

4)„საკენი“ & „მატიანი“ - 2023 წლის მაისში დეველოპერულ ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე „ბიოგრაფი ლივინგი“ გამოჩნდა, რომელიც "ვისოლ ჯგუფის" პორტფელში შემავალი კომპანიაა. წლის განმავლობაში „ბიოგრაფი ლივინგმა“ ბაზარს ორი საცხოვრებელი პროექტი წარუდგინა.

„საკენი“ რომელიც 90,000 კვ.მ.-ს აჭარბებს და აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. მეორე კი "„მატიანია,“ რომელიც დიდუბეში წერეთლის #45-ში აშენდება. ეს იქნება მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ ფართებს გააერთიანებს. პროექტს ექნება 25 მეტრიანი საცურაო აუზი, სპა და ფიტნესი. 31-სართულიანი კომპლექსის ფართი 60,000 კვ.მ.-ა, მომხმარებელს კომპლექსში ბინადრობა 2026 წლიდან შეეძლება.

5) "არქი მაიამიში“ - კომპანია „არქი“ ამერიკულ დეველოპერულ კომპანია „ელიტ გრუპთან“ პარტნიორობით ფლორიდის შტატში, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ სახლს აშენებს. ის 97 ბინას, აუზს, საერთო სამუშაო სივრცეს, ლაუნჯს, გოლფის სათამაშო სივრცეს, შიდა/გარე ფიტნეს ცენტრებსა და 129 საპარკინგე ადგილს გააერთიანებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მლნ დოლარს შეადგენს. მისი დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი.

6) „ლისი ტრიო“ - მულტიფუნქციური პროექტია ლისის ტბის მიმდებარედ, რომელიც 60 000 კვ.მეტრზე შენდება და საცხოვრებელთან ერთად, საოფისე და კომერციულ ფართებს გააერთიანებს. ახალი კომპლექსი ამაშუკელის ქ #5 ხორციელდება და სამ 15 სართულიან კორპუსს, 200 საპარკინგე ადგილზე გათვლილ ორ მიწისქვეშა სართულს გააერთიანებს. პროექტის ბიუჯეტი 35$ მლნ-ია.

7) „ცენტრალ პარკ თაუერი“ - თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, კომპანია „ორბი ჯგუფი“ და „ბლოკ ჯგუფი“ 300$ მლნ-იან პროექტს აშენებენ. პროექტი 140 000 კვ/მ ფართობისგან შედგება და ორ 42-სართულიან თაუერსს 6-სართულიანი პოდიუმით გააერთიანებს. "ცენტრალ პარკ თაუერსი", 1500-ნომრიანი 25-ი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე ოპერირებას “რედისონ ბლუ” განახორციელებს. პარკ თაუერსი პირველ სტუმრებს 2025 წლის მაისში მიიღებს.

8) „პეტრა სი რეზორტი“ - ციხისძირში მშენებარე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც 42 შენობას მოიცავს. ცენტრალურ შენობაში 150-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე, ყველაზე მაღალ 54-სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს. „პეტრა სი რეზორტის“ მხოლოდ 30%-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინსფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.

9) “სითიზენი“ – 300$ მლნ-იანი პროექტი, რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე, ე.წ. ზაკვოს შენობის ადგილას ხორციელდება. პროექტი "სითიზენი" 46 000 კვ/მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. კომპლექსი ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი 32 სართულიანი თაუერისგან შედგება. ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე, ხელოვნურ ტბა, ZEN სივრცე, იაპონურ ბაღი და საბავშვო მოედანი მოეწყობა.

10) „იდეა პანორამა“ - კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც კომპანია "იდეა დეველოპმენტმა" 2023-ში წარადგინა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 100მლნ ლარზე მეტია. პროექტი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარეობს და 3 ჰა-ს მოიცავს.

კომპლექსი სამი დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც განთავსდება სკვერი საბავშვო-სათამაშო ზონებით, პადელის მოედანი, ასევე საერთო სარეკრეაციო ზონები, მათ შორის სასეირნო ბილიკები და გამწვანებული ტერასა. მშენებლობა ეტაპობრივად წარიმართება, მისი დასრულება კი 2025 წლის შემოდგომაზეა გათვალისწინებული.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.