USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«TF-1 - La Chaîne Info» (საფრანგეთი): „ვაშინგტონში, ჯო ბაიდენის გარემოცვაში, არავის არ სჯერა, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს“
Date:  761

ფრანგული სამაუწყებლო ტელეარხის LCI-ის (TF-1 - La Chaîne Info) ეთერში გადაიცა საუბარი ცნობილ ფრანგ პოლიტოლოგთან, პარიზის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IRIS) დირექტორთან პასკალ ბონიფაცთან, რომელსაც ტელეჟურნალისტები ერიკ ბრიუნე და ემილი ბრუსულუ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ესაუბრებიან. ვიდეოსიუჟეტი გამოქვეყნებულია სათაურით „ვაშინგტონში, ჯო ბაიდენის გარემოცვაში, არავის არ სჯერა, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს“.

გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:

ერიკ ბრიუნე: შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინის არმიის ამჟამინდელ მთავარსარდალზე - ალექსანდრე სირსკისა და ყოფილზე - ვალერი ზალუჟნის შესახებ, მაგრამ რეალობა და შედეგი ერთიდაიგივეა: ბრძოლის ველზე სიტუაცია არ იცვლება, უბრალოდ, ერთი სარდალი მეორემ შეცვალა....

პასკალ ბონიფაცი: დიახ, რასაკვირველია .იმიტომ, რომ არის საკითხები, რაც მთავარსარდლის შეცვლით არ წყდება. ის, რომ უკრაინელი ჯარისკაცები რაოდენობით უფრო ცოტანი არიან, ვიდრე რუსები, ეს დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტია. რამდენჯერაც არ უნდა შეცვალო მთავარსარდალი, ფაქტი ფაქტად რჩება.

ეს ომი ცოცხალი ძალის რიცხოვნების ომია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვვარაუდობდით, დღევანდელი ომები ტექნოლოგიურ ომებს წარმოადგენენ, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში ჩვენ ისევ რიცხოვნობის საკითხს დავუბრუნდით. და პლუს ის, რომ დასავლური - ამერიკული - დახმარება ბლოკირებული იყო ნახევარი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც უკრაინის მხარე დასუსტდა. ამასობაში კი რუსებმა თვითორგანიზება მოახერხეს. მათ ისწავლეს შეცდომებიდან დასკვნების გაკეთება. ისინი წინ მიდიან.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სხვადასხვა დონის დებატების დროს სასურველს სინამდვილედ ვასაღებდით. ჩვენი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთს არ შეუძლია ომის მოგება და ომში არ უნდა გაიმარჯვოსო“, მაგრამ „არ შეუძლია“ და „არ უნდა“ - ეს სხვადასხვა სიტყვებია. არსებობს რეალობა ტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობაზე. რუსეთში ოთხნახევარჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, უკრაინასთან შედარებით და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ომი ძალიან დამქანცველია უკრაინის მოსახლეობისათვის. მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებ ენთუზიაზმს ამჟღავნებს საკუთარი ტერიტორიის დასაცავდ. და, რა თქმა უნდა, დონბასის დასაცავად უფრო ნაკლები ენთუზიაზმი იქნება, ვიდრე, ვთქვათ, კიევისათვის, რადგანაც კიევისა და დონბასის მნიშვნელობა უკრაინელის ცნობიერებაში სხვადასხვანაირია. გასულ კვირას ნიუ-იორკში ვიყავი, გავესაუბრე ნაცნობ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს, ჯო ბაიდენის გუნდის წევრებს, რომლებიც უკრაინისადმი დახმარების მომხრეები არიან... მაგრამ მათგან არცერთი არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=37yBt2ZZp5w

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way