USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
«Голос Армении» (სომხეთი): „თბილისის სომხური თეატრი: ტკბობა წინასწარ“
თარიღი:  1348

სომხეთის რუსულენოვანი გაზეთ „გოლოს არმენიი“-ში (Голос Армении) დაბეჭდილია სტატია სათაურით „თბილისის სომხური თეატრი: ტკბობა წინასწარ“ (ავტორი - სონია მელოიანი), რომელშიც განხილული და გადმოცემულია თბილისში მდებარე სომხური მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულების - პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი შენობის მშნებლობის მიმდინარეობა.

„ოდესღაც სომეხმა ისაია პიტოევმა თბილისში ამჟამინდელი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ეროვნული თეატრის შენობა ააგო, ახლა კი ქართველი ბიძინა ივანიშვილი აშენებს თბილისში სომხურ თეატრს. ყველაფერი სწორია - ვალს გადახდა უნდა“, - ამბობდა დიდი თეატრალური რეჟისორი  და შ.რუსთაველის სახელობის ეროვნული სახელმწიფო  თეატრის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა. 

დიახ, ყველაფერი სწორია: 1898-1901 წლებში ცნობილმა თბილისელმა ვაჭარმა და მეცენატმა, სომეხმა ისაია პიტოევმა თბილისში თეატრის მდიდრული შენობა ააშენა, რომელიც 1,5 მილიონი ოქროს რუბლი დაჯდა. სხვათა შორის, მშენებლობაში ფული ჩადო აგრეთვე ცნობილმა ნავთობმრეწველმა, სომხური წარმომავლობის მქონე ფილანტროპმა ალექსანდრე მანთაშევმაც. რამდენი თანხაა დახარჯული ქართველი ბიზნესმენისა და ფილანტროპის ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის სომხური თეატრის ახალი შენობის აგებისათვის, ეს ჯერ-ჯერობით არავინ იცის. თეატრის გახსნამდე უკვე სულ ცოტაღა დარჩა, შენობა მთლიანად აგებულია, რჩება მხოლოდ მცირეოდენი შიდა სამუშაოები, ტექნიკური აღჭურვილობა... როგორც თეატრის ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი აცხადებს, მთელ საქართველოში თეატრის ასეთი დიდებული შენობა მეორე არსად არ არის. იგი მართალს ამბობს“, - წერს სტატიის ავტორი.

ძველი შენობისაგან დიდებული ისტორიის მქონე თეატრს მხოლოდ პორტიკი და ცენტრალური შესასვლელის სვეტები შემორჩა. დახეთქილი და ბათქაშაცვენილი კედლების, გაცვეთილი კიბეების, დაზიანებული სახურავის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ მარმარილოს კიბეებს, დიდ თანამედროვე სცენას, დიდებულ დარბაზს, რომელშიც მაყურებლისთვის 120 სავარძელი უნდა დაიდგას.... შენობას აქვს ღი დიდი ბალიუსტრადიანი ბალკონი, საიდანაც თბილისის ხედი იშლება.

„ჩვენს თეატრში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. დასში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც მშობლიური თეატრის სცენაზე ჯერ არც გასულან. საბედნიეროდ, ეს პერიოდი უკვე მთავრდება. მე უსაზღვროდ მადლობელი ვარ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა, არამედ მთელი საქართველოსი, რომელიც ასეთ დიდ ყურადღებას იჩენს სომხური ტეატრის მიმართ“, - ამბობს არმენ ბაიანდურიანი „გოლოს არმენიის“ კორესპონდენტთან საუბარში.

სტატიაში საკმაოდ ფართოდაა გადმოცემული თეატრის ისტორია, შემოქმედებითი მიღწევები, საქართველოში მცხოვრები სომხური საზოგადოების ძალისხმევა კულტურის ამ მნიშვნელოვანი კერის განვითარების მიზნით - როგორც წარსულში, მე-20 საუკუნეში, ისე დღევანდელ პირობებში.

„სომხური თეატრის ადმინისტრაცია უკვე გადავიდა ახალ შენობაში. კიდევ ცოტაც და დასი მუშაობას დაიწყებს... ჩვენ იმედით ველოდებით შემოსდგომას, რათათბილისში ისევ გავემგზავროთ და მონაწილეობა მივიღოთ სომხური თეატრის ახალი შენობის საზეიმო გახსნაში, რომელიც საქართველოში უნიკალური და განუმეორებელია. ეს არა მარტო სიხარულს გვანიჭებს, არამედ გლობალურ ოპტიმიზმს გვისახავს - ჩვენს ახლოს არის ქვეყანა, სადაც თეატრები კი არ იხურება, არამედ იხსნება...“, - წერს ავტორი.

წყარო: https://golosarmenii.am/article/176352/tbilisskij-armyanskij-teatr--predvkushenie

 

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის