USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
«BBC» : „სახე, რომელიც რუსეთს ჭირდება“: ვინ რას და როგორ ამბობს რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკების ირგვლივ ერ-რიადში“
дата:  961

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სახე, რომელიც რუსეთს ჭირდება“: ვინ რას და როგორ ამბობს რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკების ირგვლივ ერ-რიადში“ (ავტორი - სარა რაინსფოლდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა საუდის არაბეთში პირველი მოლაპარაკება გამართეს და ერ-რიადში შეხვედრის დროს უკრაინის ომი და მათ ურთიერთობაში არსებული სხვადასხვა პრობლემები განიხილეს. დელეგაციებს ორივე ქვეყნის მთავარი დიპლომატები - მარკო რუბიო (აშშ) და სერგეი ლავროვი (რუსეთი) ხელმძღვანელობდნენ.

თეთრი სახლისა და კრემლის წარმომადგენლების სამიტის მთავარი შედეგები:

ა) რუსეთი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პირველად გახდა საერთაშორისო დონის მქონე დიდი მოლაპარაკების მონაწილე;

ბ) რუსეთმა და აშშ-მა მოილაპარაკეს შექმნან გუნდები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე იმუშავებენ;

გ) მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღდგენილი იქნება სრულფასოვანი დიპლომატიური თანამშრომლობა: ვაშინგტონში რუსეთის საელჩოსა და მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პერსონალი ნორმალური რაოდენობით გაიზრდება და შეზღუდვები მოიხსნება.

რუსეთისათვის ეს დიდ დიპლომატიურ გარღვევას ნიშნავს - იმიტომ, რომ 2022 წლის თებერვლიდან კრემლთან სერიოზულ მოლაპარაკებას არავინ არ აწარმოებდა. აშშ-სათვის ეს არის ნაბიჯი, გადადგმული იმ წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად, რომელიც დონალდ ტრამპმა ამერიკელ ამომრჩევლებს აღუთქვა - რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.

ამერიკულმა ტელეარხის „ფოქს ნიუსის“ (Fox news) ეთერში, რომელიც ისტორიულად მხარს უჭერს რესპუბლიკელებს, ახლა კი კონკრეტულად დონალდ ტრამპს, განაცხადეს, რომ ომის დასრულების გეგმა სამი ეტაპისაგან შედგება: პირველი - ცეცხლის შეწყვეტა ორივე მხარის მიერ, მეორე - საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უკრაინაში და მესამე - ხელმოწერა საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულებაზე (თუმცა, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ის დელეგაციას ამ გეგმის არსებობა არ დაუდასტურებია).

პრობლემა იმაშია, რომ მოლაპარაკების ბორტსმიღმა აღმოჩნდნენ როგორც თვით უკრაინა, ასევე ევროპის ქვეყნები, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ უკრაინას. რეაქციამაც არ დააყოვნა: უკრაინაში შეურაცხყოფილნი არიან თვით სამიტის ფაქტით, რომელიც ჩატარდა „უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერ-რიადში უკრაინისადმი ულტიმატუმი განიხილესო. „მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამერიკელებიც და რუსებისც უკრაინის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ისევ უკრაინაზე - უკრაინის გარეშე. საინტერესოა, თუ ჩვენ არასოდეს ულტიმატუმებზე არ დავთანხმებულვართ, საიდან აქვთ მათ ასეთი განწყობა, რომ ახლა დავთანხმდებით?“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, „რა თქმა უნდა, ზოგადად აუცილებლად იქნება კონსულტაციები უკრაინასთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენი ძალისხმევის დროს რუსულ მხარესთან თანამშრომლობა შეუცვლელია“.

რუსი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებიც გიგანტური ხის მაგიდის ირგვლივ სხედან, ძალზე უჩვეულოა დღევანდელ კონტექსტში და, ბუნებრივია, ბევრისთვის ამ ფაქტის „გადახარშვა“ ძალიან ძნელია, განსაკუთრებით კი უკრაინელებისათვის, მაგრამ ეს სწორედ ის მომენტია და ის სახე, რომელიც მოსკოვს ჭირდება: ჯერ ერთი, რომ რუსეთი მსოფლიოს დიპლომატიის მთავარ მაგიდაზე ზის და ისე გამოიყურება, თითქოსდა კრემლი თეთრი სახლის თანასწორია და სიტუაციის კარნახი შეუძლია; მეორე - რუსეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც მარცხდება და სხვისი ბრძანებით მიუჯდა მოლაპარაკების მაგიდას. ეს უფრო იმას ჰგავს, რომ ამერიკამ აგრესორი შეხვედრაზე მიიწვია, რომ მისი პირობები გაეგო დაზავების საკითხში.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელმაც ევროპელ დიდ ლიდერთაგან ერთ-ერთმა პირველმა გაუკეთა კომენტარი ერ-რიადის შეხვედრას, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მომავალი უკრაინის გარეშე არ უნდა გადაწყდეს: „უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენ კარი გავუღეთ ევროკავშირში მისაღებად და რომელიც ბეჯითად მუშაობს მრავალი სამართლებრივი პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ეჭვგარეშეა. უკრაინამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს გარედან კარნახის გარეშე, თუ როგორ უნდა მოემზადოს ცეცხლის შესაწყვეტად“.

რუსეთში ერ-რიადის მოლაპარაკება, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდ გამარჯვებად იქნა აღქმული: „ბოლო სამი წლის განმავლობაში [რუსეთ-დასავლეთის] ბრძოლის ველი გახდა ყველა სფერო - ეკონომიკა, ფინანსები, სპორტი, კულტურა... ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ მალავდა, რომ მის მიზანს რუსეთის სტრატეგიული მარცხი წარმოადგენდა. მაგრამ რუსეთმა, ყველას ჯიბრზე და ყველას დასანახად, ყველა ფრონტზე გაიმარჯვა, რაც ჩვენს ისტორიაში არაერთხელ მომხდარა. ამიტომაც მოლაპარაკების პროცესი დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილია - მოლაპარაკების მაგიდაზე“, - ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „რია „ნოვოსტის“ სარედაქციო სტატიაში.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати