რუსეთის ფედერალურ სამთავრობო გაზეთ „როსიისკაია გაზეტაში“ (Российская газета) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამარჯობა, თბილისო! როგორ შეხვდა საქართველო რუს ტურისტებს“ (ავტორი - იგორ ელკოვი), რომელშიც გადმოცემულია ქართული შთაბეჭდილებები რუსი ჟურნალისტისა, რომელიც მოსკოვიდან თბილისში განახლებული პირველი ავიარეისით ჩამოვიდა.
სტატია იწყება საუბრით ქართველ ტაქსისტთან, რომელიც ეხება თბილისში არსებულ ფასებს საწვავზე, ქალაქის ტრანსპორტით მგზავრობაზე, კვებას კაფეებში და რესტორნებში. ავტორი თვლის, რომ „ფასები სრულიად მისაღებია... თუ თქვენ უკვე იცით მთავარი ქართული სიტყვები - „გამარჯობა“ და „მადლობა“ - პირველ ხანებში ეს საკმარისია. ასე რომ, გამარჯობა, თბილისო!“.
თბილისური კოლორიტი განსაცვიფრებელია. გახსოვდეთ, რომ ტროტუარზე სიარულისას ყურადღებით უნდა იყოთ: ძალიან ბევრ ადგილზე თბილისელი ძაღლები არიან წამოწოლილნი. დიდები, ჭკვიანი და კეთილი თვალებით. ნუ შეგეშინდებათ, მათ სტუმრის პატივისცემა იციან. მართალია ქუჩაში ცხოვრობენ, მაგრამ ადამიანის მეგობრის ყველა უფლებით სარგებლობენ, ყურში ყველას „ჩიპები“ აქვს გაკეთებული.
შენობების კედლებზე და მესერებზე ბევრი წარწერა მოჩანს. შენობები ყველანაირია - სუპერთანამედროვე, ძველი ნგრევის პირას მისული და უკვე თითქმის დანგრეულიც. ბევრ სახლს რემონტი ჭირდება, კოსმეტიკური მაინც. საერთოდ, თბილისური შენობების კედლები, შეიძლება ითქვას, უფასო გზამკვლევის როლს ასრულებს. მივიდივარ ქუჩაში, გავიარე ერთი ნაკლებად შესამჩნევს სახლტან, თვალი შევავალე ფასადს და... ჰოი, საკვირველებავ! „ამ სახლში 1916-1918 წლებში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ფიროსმანი - ნიკო ფიროსმანიშვილი“.
მე კი შენობას კინაღამ გვერდი ავუარე. ისე, რატომ - „ცნობილი“ და არა „გენიალური“, ან „დიდი“? თუმცა მე ხომ პოეტებისა და მხატვრების ქვეყანაში ვარ.
მოსაღამოვდა, ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში სკამზე ჩამოვჯექი და „ბორჯომს“ ვწრუპავ. რაღაც ხმები მესმის, მივდივარ პარლამენტისკენ (საოცარია სილამაზეა - შადრევნები, განათება...). ხალხია შეგროვილი, დაახლოებით ასი ადამიანი. პოლიციელებსაც ვხედავ. გასაგებია - პოლიტიკურ აქციაზე მოხვდი. ძველი ნაცნობებია - ჯუჯა რადიკალური პარტია და მისი მოკავშირეები - ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს კავშირების წინააღმდეგ გამოდიან. რა თქმა უნდა, მიტინგი არასანქცირებულია, ძირითადად ერთი ლაპარაკობს, დანარჩენები კი უფრო მეტად ყვირიან და უსტვენენ. ზოგს ხელში უკრაინის დროშები და პლაკატები უჭირავს. ერთზე გარკვევით წერია, რომ რუსები უკან უნდა წავეთრიოთ, მეორე ქართულადაა და ვერაფერი გავიგე, მესამე ლოზუნგმა კი გამაკვირვა: მასზე ინგლისურად წერია - „ბიძინა“ და შემდეგ შეურაცხმყოფელი სიტყვა.
მდაა... ოპოზიციის პოლიტიკური კულტურის დონე ყოველგვარს საზღვრებს სცილდება.
იმის მიხვედრა, თუ რომელი ბიძინა ჰყავს მხედველობაში ოპოზიციას, ძნელი არ არის: საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
მომიტინგეების აზრით, სწორედ ბიძინაა დამნაშავე იმაში, რომ თბილისში რუსი ტურისტები ჩამოდიან და ფულს ხარჯავენ. ოპოზიციის მოქმედება გასაგებია - მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნების კავშირების განმტკიცება. აბა, რა უნდა ქნას გოგონამ, რომელსაც უკრაინის დროშა უჭირავს? ის ხომ უფულოდ დარჩება, თუ მისიას ვერ შეასრულებს“.
წყარო:
https://rg.ru/2023/05/23/gamardzhoba-tbilisi-kak-vstrechaet-gruziia-turistov-iz-rossii.html
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/