USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
«TRT - Turkish Radio and Television Corporation» (თურქეთი): „თურქეთი როგორც ცენტრალური ქვეყანა ენერგეტიკაში“
дата:  

თურქეთის სახელმწიფო რადიოტელეკორპორაცია TRT (Turkish Radio and Television Corporation) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „თურქეთი როგორც ცენტრალური ქვეყანა ენერგეტიკაში“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

თურქეთი, რომელიც ემზადება გახდეს ენერგეტიკის ცენტრალური ქვეყანა, ბუნებრივ გაზს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან იმარაგებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ხელს უწყობს რეგიონში ენერგომომარაგების უსაფრთხოებას ბუნებრივი გაზის საერთაშორისო პროექტებით, ქვეყანა სწრაფად აგრძელებს ძალისხმევას, რომ გახდეს ცენტრი, სადაც მოხდება ბუნებრივი აირით ვაჭრობა და მისი ფასის განსაზღვრა.

რუსეთის წინადადების შემდეგ, თურქეთში ბუნებრივი აირის ცენტრის დაარსების თაობაზე, უცხოურ ბაზრებზე ექსპორტის მიზნით, ამ საკითხთან მიმართებაში საგზაო რუკის მომზადება გრძელდება.

ბუნებრივი გაზის ცენტრის დაარსება თრაკიის რეგიონში იგეგმება. თურქეთი ემზადება გახდეს ევროპის უმსხვილესი გაზის მიმწოდებელი და ამ სფეროში მწარმოებელი ქვეყნების ენერგიის ექსპორტის ცენტრი ქვეყანა.

თრაკიაში შესაბამისი ადგილის დადგენის შემდეგ, მიზნად არის დასახული, რომ ამ წლის განმავლობაში შეიქმნას ცენტრი.  

ამ სფეროში მივლინებული დელეგაციები მუდმივად მართავენ შეხვედრებს მოსკოვი-ანკარას ხაზზე, ასევე მუშაობა გრძელდება პროექტის დასასრულებლად.

ამჟამად თურქეთს აქვს ძლიერი ინფრასტრუქტურა, შვიდი საერთაშორისო ბუნებრივი აირის მილსადენით, ოთხი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ობიექტით, რომელთაგან ორი არის მცურავი საწყობი და გაზიფიკაციის ბლოკი და ორიც მიწისქვეშა ბუნებრივი აირის საწყობი.

„თურქული ნაკადი“ ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტია, რომელიც შედგება ორი საზღვაო ხაზისგან, თითოეული 930 კილომეტრის სიგრძისგან, რომელის მარშრუტიც გახლავთ, „ანაპა-ქირქლარელის ქიიქოი“. მაშინ, როცა ერთ-ერთი ხაზი უერთდება თურქეთის ეროვნულ ქსელს, მეორე უზრუნველყოფს თურქეთიდან ტრანზიტული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას. თითოეულ ხაზს აქვს წელიწადში 15,75 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობა.

ბუნებრივი გაზის „ცისფერი ნაკადის“ მილსადენი, რომელიც რუსეთიდან თურქეთამდე შავი ზღვის გავლით აღწევს, ყოველწლიურად 16 მილიარდ კუბურ მეტრ გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ბუნებრივი გაზის ტრანსანატოლიური მილსადენი (TANAP), რომელიც აზერბაიჯანულ გაზს თურქეთსა და ევროპას აწვდის, ამჟამად ყოველწლიურად 16 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს, 6 მილიარდ კუბურ მეტრს თურქეთში და 10 მილიარდ კუბურ მეტრს ევროპაში.

მუშაობა გრძელდება TANAP-ის სიმძლავრის გასაზრდელად, რომლის სიმძლავრე გამიზნულია 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TANAP-ი ასევე უკავშირდება ტრანს-ადრიატიკულ მილსადენს, რომელიც გაზს აწვდის ევროპის ქვეყნებს საბერძნეთის საზღვარზე.

თურქეთს ასევე შეუძლია გაზის მომარაგება აზერბაიჯანიდან „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენით.

აღმოსავლეთ ანატოლიის ბუნებრივი გაზის მთავარი გადამცემი ხაზი ყოველწლიურად აწვდის 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ირანიდან თურქეთის ბაზარზე.

თურქეთს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის, თურქმენული და ერაყის გაზის მიწოდების კუთხით, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალში მიეწოდება ევროპის ბაზრებზე.

თურქეთს ასევე სურს გააფართოვოს ბუნებრივი აირის მრავალფეროვნება ცენტრალური აზიის თურქულენოვან რესპუბლიკებთან შეთანხმებების ხელმოწერით. ამ მიმართულებით მიზნად ისახავს თურქმენეთის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქეთში კასპიის ზღვის გავლით, ზანგეზურის დერეფნის გახსნით. ხაზის თურქეთის ეროვნულ სისტემასთან შეერთებით, ის მიზნად ისახავს გაზარდოს თურქეთის ისედაც გადამწყვეტი როლი ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოებაში.

თურქეთი ხელსაყრელ მდგომარეობაშია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ინფრასტრუქტურაში, რომლის მნიშვნელობა უფრო ნათლად არის გააზრებული მთელ მსოფლიოში განვითარებული ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, ენერგომომარაგების უსაფრთხოებისა და რესურსების მრავალფეროვნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

თურქეთის პირველ მცურავ თხევად ბუნებრივი გაზის რეგაზიფიკაციის სადგურს (FSRU), შეუძლია ქსელში დღეში 20 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება

FSRU-ს ობიექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია „ერთუღრულ გაზის“ გემს.

აღნიშნულ გემს, რომელსაც აქვს გაზიფიცირების შესაძლებლობა წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიარდი კუბური მეტრი, შეუძლია შეინახოს 170 ათასი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG), შეკუმშული ფორმა.

თხევადი ბუნებრივი აირი, რომლის შენახვაც გემ „ერთუღრულ გაზის“ შეუძლია, დაახლოებით 110 მილიონი კუბური მეტრია, ხოლო გემის მაქსიმალური დღიური გაზიფიკაციის სიმძლავრე 28 მილიონი კუბური მეტრია. თავის მხრივ, საროსის FSRU-ს ობიექტი, რომელიც გაიხსნა 2022 წლის ბოლოს, ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მარმარილოს რეგიონის მიწოდების უსაფრთხოებას.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2024/01/22/energetikuli-dg-is-cesrigi-4-2024-2091848

 

 

 

общество
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати