2024 წლის 10 თვეში, მესტიის მუნიციპალიტეტმა 98 მილიონ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12 მუნიციპალიტეტის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება. ამის შესახებ BM.GE-ს სს “ენერგო-პრო ჯორჯიაში” განუცხადეს.
საქმე ის არის, რომ სვანეთში მოსახლეობის მიერ მოხმარებული დენის საფასურის გადახდა არ ხდება. უფასო ელექტროენერგიამ კი კრიპტო მაინინგი წაახალისა. მაინინგის გამო, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, რომელსაც ქსელი ვერ უძლებს, წლებია გამოწვევად რჩება.
12 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ტრანსფორმატორი გათიშულია. მერიაში თქვეს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტომაინინგთან და მაინერების მფლობელებს მოუწოდებენ, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.
თავის მხრივ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტეს, რომ ეს არ არის ავარიული გამორთვა და გაზრდილმა ტვირთებმა გამოიწვია. კომპანიაში BM.GE-სთან აღნიშნეს, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს.
იმის გასარკვევად, თუ როგორია ელექტროენერგიის მოხმარების დინამიკა BM.GE სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” დაუკავშირდა. კომპანიის განმარტებით, მესტიის მომსახურების ცენტრის აბონენტებმა 2024 წლის 10 თვეში მოიხმარეს იმდენივე ელექტროენერგია, რაც იმავე პერიოდში კომპანიის სხვა, თორმეტმა მომსახურების ცენტრმა ჯამურად.
შესაბამისად, კომპანიის ინფორმაციით, მესტიამ მოიხმარა: ყაზბეგის, ონის, ამბროლაურის, თიანეთის, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ხარაგაულის, ვანის, აბაშის და დედოფლისწყაროს მომსახურების ცენტრების სამყოფი ელექტროენერგია.
კომპანიის მონაცემები მეტყველებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება ძირითადად მზარდია. 2021 წლიდან კი 100 მლნ კვტ.სთ-საც გადააჭარბა.
უფრო დეტალურად, მესტიის ელექტროენერგიის მოხმარება წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
წყარო: https://bm.ge/
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.