USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
"BM.GE" - წელს, მესტიამ იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12-მა მუნიციპალიტეტმა ერთად
თარიღი:  812

2024 წლის 10 თვეში, მესტიის მუნიციპალიტეტმა 98 მილიონ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12 მუნიციპალიტეტის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება. ამის შესახებ BM.GE-ს სს “ენერგო-პრო ჯორჯიაში” განუცხადეს.

საქმე ის არის, რომ სვანეთში მოსახლეობის მიერ მოხმარებული დენის საფასურის გადახდა არ ხდება. უფასო ელექტროენერგიამ კი კრიპტო მაინინგი წაახალისა. მაინინგის გამო, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, რომელსაც ქსელი ვერ უძლებს, წლებია გამოწვევად რჩება.

12 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ტრანსფორმატორი გათიშულია. მერიაში თქვეს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტომაინინგთან და მაინერების მფლობელებს მოუწოდებენ, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.

თავის მხრივ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტეს, რომ ეს არ არის ავარიული გამორთვა და გაზრდილმა ტვირთებმა გამოიწვია. კომპანიაში BM.GE-სთან აღნიშნეს, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს.

იმის გასარკვევად, თუ როგორია ელექტროენერგიის მოხმარების დინამიკა BM.GE სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” დაუკავშირდა. კომპანიის განმარტებით, მესტიის მომსახურების ცენტრის აბონენტებმა 2024 წლის 10 თვეში მოიხმარეს იმდენივე ელექტროენერგია, რაც იმავე პერიოდში კომპანიის სხვა, თორმეტმა მომსახურების ცენტრმა ჯამურად.

შესაბამისად, კომპანიის ინფორმაციით, მესტიამ მოიხმარა: ყაზბეგის, ონის, ამბროლაურის, თიანეთის, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ხარაგაულის, ვანის, აბაშის და დედოფლისწყაროს მომსახურების ცენტრების სამყოფი ელექტროენერგია.

კომპანიის მონაცემები მეტყველებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება ძირითადად მზარდია. 2021 წლიდან კი 100 მლნ კვტ.სთ-საც გადააჭარბა.

უფრო დეტალურად, მესტიის ელექტროენერგიის მოხმარება წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 37,199,070 კვტ.სთ;
  • 2013 წელი - 39,411,787 კვტ.სთ;
  • 2014 წელი - 44,006,849 კვტ.სთ;
  • 2015 წელი - 47,072,131 კვტ.სთ;
  • 2016 წელი - 53,153,799 კვტ.სთ;
  • 2017 წელი - 59,311,540 კვტ.სთ;
  • 2018 წელი - 64,832,376 კვტ.სთ;
  • 2019 წელი - 98,177,400 კვტ.სთ;
  • 2020 წელი - 91,117,245 კვტ.სთ;
  • 2021 წელი - 101,568,155 კვტ.სთ;
  • 2022 წელი - 121,739,191 კვტ.სთ;
  • 2023 წელი - 120,275,154 კვტ.სთ
  • 2024 წელი (10 თვე) – 98,194,417 კვტ.სთ

წყარო: https://bm.ge/

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის