USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
КГБ - ქრონოლოგია და შემადგენლობა
дата:  1464
საბჭოთა რეჟიმი საქართველოში არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, მეოცე საუკუნის მიწურულს დასრულდა. ქვეყანაში სოციალიზმის ეპოქა დასრულდა და ქვეყანა კაპიტალისტურ გზას დაადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ ვერ გამოსულა საბჭოური ჩრდილიდან, რასაც რუსეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მეზობლობა კიდევ უფრო აფერხებს. საბჭოთა კავშირი XX საუკუნის უდიდესი იმპერია და ყველაზე მძლავრი სოციალისტური სახელმწიფო იყო, რაც კი ოდესმე არსებულა.
მეორე მსოფლიო ომის წარმატებით დასრულებამ სტალინისა და “წითლების” გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა ევროპაზე, თუმცა “დიდი ბელადის” შემდეგ ქვეყანა დროთა განმავლობაში სუსტდებოდა და აღსასრული მეოცე საუკუნის ბოლოს ჰპოვა. მისი ნანგრევებიდან 15 რესპუბლიკა წამოიმართა, მათ შორის საქართველოც. საბჭოთა კავშირის ერთიანობის, ძლიერებისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი წამყვანი ძალა ყველასთვის კარგად ნაცნობი КГБ იყო.

КГБ ანუ Комите́т госуда́рственной безопа́сности СССР (სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი) სახელმწიფო მართვის საკავშირო-რესპუბლიკური ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. КГБ 1954 წლის 13 მარტს დაარსდა და წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს(МВД СССР) რეფორმირების(სამმართველოებად, სამსახურებად და სხვადასხვა განყოფილებებად) შედეგად წარმოქმნილ ორგანოს. მის სისტემაში შედიოდა სახელმწიფო უსაფრთხოება, სასაზღვრო ძალები და სამთავრობო კავშირგაბმულობის ჯარები, სამხედრო დაზვერვის სამსახურის ორგანოები, სასწავლო დაწესებულებები და სამეცნიერო-კვლევითი ორგანოები.

 КГБ-ს შტაბი, ლუბიანკა

1991 წლის 20 მარტს მიიღო სსრკ-ს ცენტრალური სახელმწიფო მართვის ორგანოს სტატუსი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სსრკ-ს მინისტრთა საბჭო. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის საქმიანობის მთავარ მარეგულირებელ დოკუმენტად 1959 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის(Центральный Комитет КПСС) პრეზიდიუმის მიერ მიღებული და იმავე დღეს სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს დამტკიცებული დებულება ითვლებოდა, რომელიც ძალაში იყო 1991 წლის 16 მაისამდე.

მოსკოვის კრემლი

КГБ-ს დევიზი იყო «Верность партии, Верность Родине» - “ერთგულება პარტიისადმი, ერთგულება სამშობლოსადმი”. სახელმწიფო უსაფრთხობების კომიტეტის დაშლის შემდეგ მისი სახელწოდება ზოგადად ხშირად გამოიყენება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან მიმართებაში.
КГБ-ს ხელმძღვანელები:
• ივან სეროვი(1954-1958)
• ალექსანდრე შელეპინი(1958-1961)
• ვლადიმირ სემიჩასტი(1961-1967)
• იური ანდროპოვი(1967-1982)
• ვიტალი ფიოდორჩუკი(1982)
• ვიქტორ ჩებრიკოვი(1982-1988)
• ვლადიმირ კრუჩკოვი(1988-1991)
• ვადიმ ბაკატინი(1991)

იური ანდროპოვი

სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სამმართველოები
КГБ СССР-ს პირველი მთავარი სამმართველო
• შინაგანი დაზვერვა
КГБ СССР-ს მეორე მთავარი სამმართველო
• შინაგანი უსაფრთხოება და კონტრდაზვერვა
КГБ СССР-ს მესამე მთავარი სამმართველო
• სპეციალური განყოფილება (ОО, Особый отдел) – მთავარი სამმართველო(1954-1960, 1982-1991), მესამე სამმართველო(1960-1982) – სამხედრო კონტრდაზვერვა

ივან სეროვი

КГБ СССР-ს მეოთხე სამმართველო
• 1954-1960 – ანტისაბჭოურ ელემენტებთან ბრძოლა
• 1981-1991 – სატრანსპორტო უსაფრთხოება
КГБ СССР-ს მეხუთე სამმართველო
• 1954-1960 – ეკონომიკური უსაფრთხოება
• 1967-1989 – ანტისაბჭოურ ელემენტებთან ბრძოლა, ეკლესიასთან, სექტებთან და ა.შ.(იდეოლოგიური მართვა)
КГБ СССР-ს მეექვსე სამმართველო
• 1954-1960 – სატრანსპორტო უსაფრთხოება
• 1982-1991 – ეკონომიკური კონტრდაზვერვა და აზრობრივი უსაფრთხოება
КГБ СССР-ს მეშვიდე სამმართველო
• ოპერატიულ-საგამომძიებლო სამსახური
КГБ СССР-ს მერვე მთავარი სამმართველო
• დამშიფრავი და გამშიფრავი, კავშირის უზრუნველყოფა, სპეციალური(დამშიფრავი) განყოფილება ОГПУ

КГБ СССР-ს მეცხრე სამმართველო
• 1954-1960 – პარტიის ხელმძღვანელებისა და მთავრობის დაცვა
КГБ СССР-ს მეათე სამმართველო
• 1954-1960 – მოსკოვის კრემლის კომენდანტთა მართვა
КГБ СССР-ს მეთოთხმეტე სამმართველო
• მედიცინა/ჯანდაცვა
КГБ СССР-ს მეთხუთმეტე სამმართველო
• 1969-1974 - ?
• 1974-1991 – დაცვითი ობიექტების საქმიანობა
КГБ СССР-ს მეთექვსმეტე სამმართველო
• 1973-1991 – ელექტრონული დაზვერვა, რადიო ტალღების დაჭერა, გაშიფრვა
სამმართველო «З»
• 1989-1991 – კონსტიტუციური წყობის დაცვა. “იდეოლოგიური მართვის” მემკვიდრე ორგანო
სასაზღვრო ძალების მთავარი სამმართველო
• 1954-1991 – სახელმწიფო საზღვრის დაცვა
ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო
• ОТУ

სამხედრო ობიექტთა შენების სამმართველო
საერთო კავშირების სამმართველო
• ЦОС (1990-1991) – ამოცანათა გადაწყვეტა “მასობრივი ინფორმაციების, საყოველთაო ორგანიზაციებისა და სამუშაო კოლექტივთა” საქმეში.
მმართველობა და სამსახური პირველ მთავარ სამმართველოში
• «К» - კონტრდაზვერვა
• «С» - არალეგალური დაზვერვა
• «Т» - სამეცნიერო-ტექნოლოგიური დაზვერვა
• «РТ» - ოპერაციები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე
• «ОТ» - ოპერატიულ ტექნიკური
• «И» - კომპიუტერული სამსახური
• სადაზვერვო ინფორმაციების ანალიზი და შეფასება(Управление разведывательной информации)

• «А» - საიდუმლო ოპერაციები, დეზინფორმაცია
• «Р» - რადიოხაზები
• ელექტრონული დაზვერვა – რადიო ტალღების დაჭერა
КГБ СССР-ს განყოფილებები
• სამთავრობო კავშირგაბმულობა
• საგამომძიებლო განყოფილება
• მე-6 განყოფილება – ცენზურა
• მე-12 განყოფილება – მოსმენა
• КГБ-ს უმაღლესი სკოლა
ფორმირება
• სპეციალური დანიშნულების რაზმი «Гром» КГБ СССР / Группа «А» КГБ СССР ჯგუფი «Альфа»(1974-1991
• რაზმი СпН «Вымпел» КГБ СССР / Группа «В»(1981-1991)
• სამი დივიზია ВДВ და მოტომსროლელთა ბრიგადა(იანვარი 1991 – 26 ოქტომბერი 1991)

 КГБ  ოფიცერი ვლადიმერ პუტინი 

რაოდენობა
ყოფილი КГБ-ს მოსამსახურის ვ. ბაკატინის მონაცემებით, 1991 წელს კომიტეტში ირიცხებოდა:
• 220 000 – სასაზღვრო ძალები
• 50 000 – სამთავრობო კავშირგაბმულობის ჯარები
• 23 767 - 3 დივიზია საჰაერო-სადესანტო ბრიგადა და მოტომსროლელთა ბრიგადა
• დაახლ. 1000 - СпН КГБ სპეც. დანიშნულების რაზმი
როგორც ბაკატინი ამბობდა, 180 000 КГБ-ს მოსამსახურე – ოფიცერი იყო. 90 000 მათგანი რესპუბლიკურ КГБ-ში მსახურობდა. ოპერატიული შემადგენლობა 80 000-მდე ადამიანს ითვლიდა.
 

ალექსი II

КГБ СССР-ს სააგენტო სამსახურში 260 000-მდე ადამიანი იდგა, თუმცა ოპერატიული სამსახურის რიგებში ოფიციალურად 10 008 ადამიანი ითვლებოდა. სააგენტოს აპარატი შედგებოდა როგორც საბჭოთა მოქალაქეებისგან, ასევე უცხოელებისგან.
КГБ-ს სამსახურში მრავალი ცნობილი ადამიანი მსახურობდა, მათ შორის ინგლისელი არისტოკრატებიც კი იყვნენ, მაგალითად განთქმული ეკონომისტი მორის დობი, ენტონი ბლანტი და ა.შ. ჟურნალისტი კეტი სელა, რომელიც რუსი მაღალჩინოსნების ადრეულ კარიერას იკვლევდა, წერს, რომ ვლადიმირ პუტინი КГБ-ში 15 წლის განმავლობაში მუშაობდა, მსახურობდა აღმოსავლეთ გერმანიაში და კრებდა აგენტებს დასავლეთში გასაგზავნად.
 

ოლეგ კალუგინი

ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მან მხოლოდ პოდპოლკოვნიკის წოდებას მიაღწია და 1990 წლისთვის რუსეთში დაბრუნდა, სადაც მისი კარიერა სწრაფად განვითარდა და 1998 წელს მოულოდნელად ФСБ-ს(Федеральной службы безопасности – უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) თავჯდომარე გახდა. “შემდეგ ბორის ელცინმა იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, მერე რა მოხდა თქვენც იცით” – წერს კეტი სელა. ცნობილი ოლეგ კალუგინიც ასევე КГБ-ში მსახურობდა და გენერალ-მაიორის რანგამდე ჰქონდა მიღწეული. თვითონ რუსები წერენ თავიანთი პატრიარქის – ალექსი II-ს ყოფილ КГБ-ს აგენტობაზე(დაშიფრული სახელით აგენტი “დროზდოვი”)სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის არქივების გადაქექვის შემდეგ მკვლევარებმა მრავალი საეკლესიო პირის КГБ-თან თანამშრომლობის დამამტკიცებელი ფაქტი მოიპოვეს.

КГБ-ს გენერალი ვლადიმირ მედვედევი

ისინი დაშიფრული სახელებით მსახურობდნენ აგენტებად: “ადამანტი”, “სვიატოსლავი”, “მიხაილოვი”, “თოფაზი”, “აბატი”, “ნესტეროვიჩი” და ა.შ.

ნიკა ხოფერია
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати