USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«ARD - Tagesschau» (გერმანია): „რატომ გააკრიტიკა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქართული კანონპროექტი“
Date:  420

გერმანული ტელესამაუწყებლო კომპანიის „არდ“-ის (ARD - Arbeitsgemeinschaft der öffentlich-rechtlichen Rundfunkanstalten der Bundesrepublik Deutschland) ახალი ამბების პროგრამის „ტაგესშაუს“ (Tagesschau) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ გააკრიტიკა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქართული კანონპროექტი“ (ავტორი - სილვია შტოიბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო და ესაუბრა: კაცმა რომ თქვას, ამით არაფერი საოცარი და გასაკვირი არ მომხდარა: ეს იყო ორი ლიდერის ჩვეულებრივი შეხვედრა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომლის წარმომადგენელი არის ირაკლი კობახიძე, უცხოური აგენტების შესახებ კანონის დახმარებით, ქვეყანას ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე ბარიერებს უქმნის.

ქართველი სტუმარი გერმანულად ლაპარაკობდა: ირაკლი კობახიძე, რომელიც ოდესღაც დიუსელდორფში სწავლობდა, მჭევრმეტყველად ხაზს უსვამდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამხრეთკავკასიური სახელმწიფოსა და გერმანიას შორის.

მაგრამ, სტუმრის უხვსიტყვაობის მიუხედავად, კანცლერ ოლაფ შოლცს გვერდი არ აუხვევია მკაცრი კრიტიკისათვის: საკითხი ეხება იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად, რომელიც ქართული საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება - მის სახელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ანუ უბრალოდ თუ ვიტყვით - „უცხოური აგენტების შესახებ“. სხვათა შორის, იგივე კანონის მიღება შარშანაც იყო განზრახული, მაგრამ ხალხმრავალი საპროტესტო აქციების გამო, მმართველმა პარტიამ პროექტი უკან გაიტანა.

ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ კანონპროექტს „გამჭვივალეობის კანონი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ სამართლებრივი აქტის პროექტი შემუშავებულია ქართული სამოქალაქო საზოგადოების (იგულისხმება არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები) დაფინანსებაში სინათლის შესატანად, რაც კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის პრინციპებს სრულად შეესაბამება.

კანონპროექტის თანახმად, ქართული მასმედიის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიბიც თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ფინანსთა სამინისტროში უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც მათ საქმიანობას ყოველ ექვს თვეში შეამოწმებენ და თუ რაიმე დარღვევა იქნება იქნება აღმოჩენილი, მათ მსხვილი ჯარიმების გადახდა ემუქრებათ. როგორც თვითონ არასამთავრობოები თვლიან, მათი საქმიანობის რეგულარული შემოწმება კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვასა და წყაროების გამხელას გამოიწვევს. კანონპროექტი, თუ ის მიღებული იქნება, შეეხება არჩევნებისადმი დაკვირვებაში მონაწილე არასამტავრობო ორგანიზაციებსაც.

ოლაფ შოლცი წინააღმდეგია...

გერმანიის კაცლერმა თავისი დამახასიეთებელი მშვიდი მანერით, მაგრამ მტკიცედ განაცხადა საჯაროდ და ჟურნალისტების წინაშე, რომ „ასეთი კანონების მიღება აუცილებლობას არ წარმოადგენს“ და რომ „ჩვენ იმედი გვაქვს, კანონი მიღებული არ იქნება“. „ჩვენი კრიტიკა იგივეა, როგორც გასულ წელს იყო“, თქვა კანცლერმა მშვიდად, მაგრამ კატეგორიულად. გარდა ამისა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ირაკლი კობახიძის  პოზიციას - თითქოსდა ევროკავშირის კომისიამაც მიიღო მსგავსი წესები და ევროპის ბევრ ქვეყენაში ანალოგიური კანონები მოქმედებსო. კანცლერმა სტუმრის არცერთი მტკიცება არ გაიზიარა: „ევროკავშირის [სამართლებრივი აქტები] უცხოურ გავლენასთან ბრძოლის თაობაზე სულ სხვა კონცეფციას ეფუძნება, თუმცა, როგორც ჩანს, არც ის არ იქნება მიღებული, რადგან არსებობს უარყოფითი მოსაზრებები. სხვათა შორის, მსგავსი კანონი უნგრეთმაც მიიღო, მაგრამ მის სესახებ ევროპული სასამართლომ უარყოფითი ვერდიქტი გამოიტანა.

ოპოზიციონერთა დისკრედიტაციის კამპანია

ირაკლი კობახიძემ გაჩუმება ამჯობინა და კანცლერტან დისკუსიაში არ ცაერთო, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს იმემდი აქვს საშუალოვადიან პერსპექტივაში გახდეს ევროკავშირი წევრი და რომ წლის ბოლომდე ყველა რეკომენდაცია შესრულებულია იქნება - ნიადაგი მომზადდება მოლაპარაკების დაწყების მიზნით.

მაგრამ პრემიერის ბერლინში ნათქვამი და თბილისში მისი მთავრობის პრაქტიკული მოქმედება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით ევროკავშირსა და ამერიკას ადანაშაულებენ იმაში, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოში „რევოლუციის განხორციელება“ სურს - ლიბერალური ორგანიზაციებისა და მასმედიის დახმარებით და ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისათვის უბიძგებენ.

პარლამენტში კანონპროექტის წარდგენას თან ახლავს ოპოზიციური პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კამპანია. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი მასმედია იტყობინება, სახელმწიფო მოსამსახურეებს სოციალურ ქსელებში კანონპროექტის განხილვა აკრძალული აქვთ.

არავითარი შედარება ამერიკულ კანონთან

რა თქმა უნდა, კანონის მოწნააღმდეგეებიც აქტიურობენ: საერთაშორისო სპონსორებმა, მათ შორის ამერიკულმა ორგანიზაციამ USAID-მა საქართველოს მთავრობის მოქმედებას „არასწორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამერიკული ფინანსები საქართველოში განჭვირვალედ შედის და ყველა მსურველს შეუძლია მონაცმეებს ვებ-გვერდზე გაეცნოს. სპონსორები ასევე უარყოფენ მთავრობის კიდევ ერთ არგუმენტს, რომლის მიხედვით, ქართული კანონპროექტი თითქოსდა შეესაბამება აშშ-ის კანონს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA), რომელიც 1938 წელს არის მიღებული კონგრესის მიერ იმდროინდელი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, რომ თავიდან აცილებული ყოფილიყო ნაცისტური გერმანიისა და ბოლშევიკური საბჭოთა კავშირის გავლენა აშშ-ში.

ქართულ კანონპროექტსა და აშშ-ის კანონს შორის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტი ისაა, რომ აშშ-ის კანონმდებლობა გულისხმობს უფრო ფართო კრიტერიუმებს „უცხოელი აგენტის“ ნიშნების გამოსახატავად, ქართულ კანონპროექტში კი „უცხოელი აგენტობა“ მხოლოდ უცხოურ დაფინანსებაში გამოიხატება.

ქართული კანონპროექტი გარკვეულწილად უფრო რუსულ კანონს გვაგონებს და ის უფრო შორს მიდის: მასში გათვალისწინებულია საზღვარგარეთიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების კონტროლიც. საქართველოს ხელისუფლების ამგვარი მოქმედების მიზანი ცნობილია - უზრუნველყოს ისედაც უძლიერესი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა კონკურენტთა მოქმედებისაგან.

ქართველთა უმრავლესობა ევროკავშირში შესვლის მომხრეა

ქართული ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზრდება და რომ ევროკავშირი მკაფიოდ მიანიშნებს საქართველოს მთავრობას მოქმედების ჩარჩოებს - როგორც ეს ბუნდესტაგის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როტმა გააკეთა: მან განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. იგივე განაცხადეს გერმანელმა პოლიტიკოსებმა „მწვანეთა პარტიიდანაც“.

საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები გვაჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თავისი ქვეყნის ევროკავშირიში გაწევრიანება სურს. სწორედ ამიტომ მმართველი პარტია ცდილობს ევროპული კურსის ერთგული იყოს და იმავდროულად [ყველა ფაქტორი გაითვალისწინოს] ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით.

წყარო: https://www.tagesschau.de/inland/innenpolitik/bundeskanzler-eu-georgien-100.html

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way