USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
«Кабардино-Балкарская правда»: დღესასწაული მეგობრების წრეში“ - როგორ აღნიშნეს „თბილისობა“ ნალჩიკში მცხოვრებმა ქართველებმა
дата:  2777

რუსეთის რეგიონულ გაზეთ „კაბარდინო-ბალკარსკაია პრავდაში“ (Кабардино-Балкарская правда) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დღესასწაული მეგობრების წრეში“ (ავტორი - ირინა ბოგაჩოვა“, რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ აღნიშნეს „თბილისობის“ დღესასწაული ნალჩიკში მცხოვრებმა ქართველებმა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შემოდგომის მოსავლის აღმნიშვნელი ტრადიციული სახლახო დღესასწაული გახდა იმ შეხვედრის თემა, რომელიც ერთობლივად განახორციელეს ქართული კულტურის რეგიონულმა ცენტრმა „რიონმა“ და ყაბარდო-ბალყარეთის კულტურის ფონდმა.

ღონისძიება, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გახსნა კულტურის ფონდის თავმჯდომარემ ლუიზა მაკოევამ. მან დამწრე საზოგადოებას გაახსენა, რომ ნალჩიკში ქართული საზოგადოებრივი გაერთიანება „რიონი“ 1987 წელს დაარსდა, ხოლო 2021 წელს ოფიციალურად ხელახლა გაიარა რეგისტრაცია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის სამმართველოში. „რიონს“ ურთიერთობები აქვს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან.

სტუმრებს მიესალმა „რიონის“ თავმჯდომარე სერგეი (დავით) ყავლაშვილი, რომელმაც ისაუბრა ყაბარდოელების, ბალყარებისა და ქართველების ისტორიულ ურთიერთობაზე. ქართველები თანამედროვე ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე ძირითადად XIX საუკუნიდან ცხოვრობენ, პირველი წყაროები კი XVII საუკუნით თარიღდება. დღეისათვის ქართველების რაოდენობა თითქმის ორი ათასს აღწევს. „რიონის“ მოქმედება მიმართულია ქართველი ხალხის ტრადიციების, მემკვიდრეობისა და ენის შესასწავლად, ქართული კულტურის პროპაგანდისა და ხალხთაშორისო ურთიერთობების განვითარებისათვის, ახალგაზრდა თაობის აღზრდისათვის.

„რიონის“ საზოგადოებაში მორიგი შეხვედრა მეგობრებთან - რესპუბლიკის ეროვნულ-კუტურუსლ ცენტრების წარმომადგენლებთან - ოქტომბრის საშემოდგომო მოსავლის დღესასწაულის აღნიშვნამ გამოიწვია: „თბილისობა“ საქართველოში სწორედ ამ პერიოდში იმართება ხოლმე. ამ დროს ძირითადად უკვე დასრულებულია „რთველი“, რაც ვენახებში ყურძნის კრეფის სეზონის დამთავრებას და ღვინის დამზადების დაწყებას აღნიშნავს.

თბილისს უძველესი ქალაქია, პირველად წყაროებში 455 წელს მოიხსენიება და მისი სახელი განიმარტება როგორც „თბილი წყლის“ ადგილი. „თბილისობის“ დღესასწაულის დროს პატივი მიეგება ქართველ მშრომელებს, კულტურის მოღვაწეებს, წინაპართა ტრადიციების გამგრძელებლებს, რაც საქართველოს ეროვნულ მონაპოვარს შეადგენს.

როგორც ექიმმა ანზორ ლობჟანიძემ თავისი გამოსვლის დროს აღნიშნა, „ვენახს, ვაზსა და ყურძნის მტევანს ქართულ ეროვნულ კულტურაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიან-მართლმადიდებელია და ქართული ჯვარი სწორედ ვაზის ლერწმითაა გამოსახული. ფრესკებზე სწორედ ასეთი ჯვარი აქვს ხელში წმინდა ნინო კაპადოკიელს, რომელიც ქართველ ხალხში ქრისტიანობის გამავრცელებლად ითვლება“.

ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ ქართული დაისპორის ყველა თაობის წარმომადგენლები, ასევე ყაბარდო-ბალყარელი მომღერლები და კულტურის სფეროს მუშაკები.

ნალჩიკში არსებულმა ჩრდილოეთ კავკასიის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტმა კანტემირ ასეევმა შეასრულა სიმღერა „თბილისო“, რომელიც რუსეთში ძალიან პოპულარულად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე თბილისის კონსერვატორიაში ლექციებს უკითხავდა ყაბარდოელ მომავალ კომპოზიტორს ჯაბრილ ხაუპს.

ცეკვა „აჭარულის“ შესრულებით ღონისძიების მონაწილეთა წინაშე წარსდგა ჩუვაშეთის კულტურული ცენტრის „ნარსპის“ გუნდი ელენა სესპელის ხელმძღვანელობით.

და ბოლოს, ჩვენი რესპუბლიკის ეროვნული კულტურის ცენტრების წარმომადგენლებმა ურთიერთობა ქართულ სადღესასწაულო სუფრაზე გააგრძელეს.

წყარო: http://kbpravda.ru/node/36328

 

общество
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати