ასე აფრთხილებენ ჩეჩნეთში მოსახლეობას, რომ დაიცვან კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მკაცრი სასჯელი და ფულადი ჯარიმა ელოდებათ.
ძველ თბილისში, აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი, 80 წელს გადაცილებული მამაკაცი.