USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
დღეს განუმეორებელი გოგი დოლიძის დაბადების დღეა...
თარიღი:   9584

ქართველი მომღერალი გოგი დოლიძე დაიბადა 1954 წლის 5 სექტემბერს, ქალაქ თბილისში.

1961-71 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, პარალელურად- სამუსიკო სასწავლებელში; 1976 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძისსახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით.

გოგი დოლიძე მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მეთოდისტად, "საქმედავტოტრანსში"

1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - საქართველოს ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში რედაქტორად, უფროს რედაქტორად, 1989 წლიდან -ამავე რედაქციის განყოფილების გამგედ.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1980-90 წლებში, როგორც შესანიშნავმა სოლისტმა და პარტნიორმა. ხმის საუცხოო ტემბრი, დიდი დიაპაზონი, შესრულების გამორჩეული მანერა და მდიდარი რეპერტუარი მისი წარმატების საფუძველი გახდა. გოგი დოლიძე ერთნაირი მომხიბვლელობით ასრულებდა როგორც ხალხურ, ისე ქალაქურ და საესტრადო სიმღერებს.

1976-83 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ "ფაზისში", 1986 წლიდან კი ცნობილ ანსამბლ "ქართულ ხმებში". ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა. გოგი დოლიძე ძირითადად მაინც საესტრადო სიმღერების შემსრულებელია. ამ ჟანრით გატაცება ხალხური სიმღერების მისეულ შესრულებაშიც აისახა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა. მისი საყოველთაოდ ცნობილი სიმღერებია: "ხმალი ავლესოთ ქართველებო", "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", "კიდევაც დაიზრდებიან", "საშობაო საგალობელი" და სხვ. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, დაიდგა მისი ბიუსტი. 1978-85 წლებში იყო ანსამბლ "ფაზისის", 1986 წლიდან კი "ქართული ხმების" წამყვანი მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (სიკვდილის შემდეგ, 1998).

გარდაიცვალა 1996 წლის 8 მარტს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

საზოგადოება
2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს 10:00 საათიდან შეეძლებათ.

გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარმოდგენა. საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო.

ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების გარეშე.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია online.naec.ge -ს ოფიციალურ ვებგვერდზე. ბარათის ამობეჭდვა ნებისმიერ დროს, მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაშია შესაძლებელი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის