USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ზვიად კორძაძე - ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლდნენ
Date:  979

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლდნენ - დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რასაც სტრასბურგში გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, არც ხაზარაძე და არც ჯაფარიძე ნასამართლევი არ იქნება.

„სასამართლოში საკასაციო საჩივრების განხილვა დამთავრდა. არ იქნა დასაშვებად მიჩნეული არც დაცვის და არც ბრალდების მხარის საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა. დასრულდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლებულები იქნენ. ასევე, ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენ მიერ აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საბოლოოდ დადგინდება, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვთ“,- განაცხადა კორძაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში იქნენ დამნაშავედ ცნობილი, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას"ფულის გათეთრებაზე" და რეალური სასჯელის გამოტანას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way