ფინეთში, ქალაქ ლაუკაში, მკლავჭიდის საერაშორისო ფედერაციის (IFA) ფორმატში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მსოფლიოს 17 ქვეყნის ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 13 სპორტსმენს შორის, იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, რომელიც, სამშობლოში, 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.
აღნიშნული ჩემპიონატი 2019 წელს დაარსდა და მასში, ქართველი სპორტსმენები, ყოველ წელს, წარმატებით ასპარეზობენ. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა, წელს, ევროპის ჩემპიონატი, 18 მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მარჯვენა და მარცხენა მკლავით ორთაბრძოლაში, 10 ოქრო , 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, ზვიად ხაჩიძეს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულს და მას, კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.
ევროპის ჩემპიონი ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ჩატარდება. ვიმედოვნებთ, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, მალაიზიიდანაც გამარჯვებული დაგვიბრუნდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.