USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ზვიად ციკოლიამ ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საათი შექმნა
თარიღი:  

ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ექსკლუზიურად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დამზადებული საათი უსასყიდლოდ გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექნილი ელექტრომექანიკური საათი, ,,ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის მაჯის საათის პროტოტიპია და დღეიდან მისი ხილვა აეროპორტის შესასვლელში, გაფრენის დარბაზშია შესაძლებელი.

„საერთაშორისო მასშტაბის ცნობილ ქართველ დიზაინერს ზვიად ციკოლიას ორჯერ მიენიჭა დიზაინის მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო RED DOT-ი. მის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექმნილი ელექტრომექანიკური საათი არის უნიკალური დიზაინის და ექსკლუზიური კოლექციის ნაწილი, რომელიც არ მეორდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
მე-12 საჯარო სკოლაში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 500 კვ.მ ფართობზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ შალვა მაისურაძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.
 ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 293 200 ლარია გათვალისწინებული.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის