USD 2.6902
EUR 3.1903
RUB 3.5068
Tbilisi
ზვიად გაბისონია - თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, ალბათ, 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება გაგრძელდეს
Date:  62

თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, ალბათ, 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება გაგრძელდეს - ზოგადად, რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა არსად ხდება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განათლების კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტებთან კონსულტაციები გრძელდება.

როგორც გაბისონია აღნიშნავს, შეხვედრები შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთანაც გაიმართოს.

„ვადას რაც შეეხება - ალბათ, მინიმალური ვადა 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება, გასაგები მიზეზების გამო, გაგრძელდეს. რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა, ზოგადად, არსად ხდება, შესაბამისად, შესაძლებელია, პროგრამების დადარების ნაწილში იყოს პრობლემა, ასევე, ძალიან ბევრი პრობლემა იქნება საოპერაციო ნაწილში. გუშინ გვქონდა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ამაზე საუბარი და გვაჩვენეს ისეთი ტიპის ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც სამინისტროს პოზიციიდან შეიძლება დეტალებში არ ჩანდეს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. მინისტრი ქვეყანაში არ იმყოფება, ის ვიზიტით, იერუსალიმშია წასული. ვფიქრობთ, ის პარასკევისთვის უკვე ქვეყანაში იქნება და საშუალება გვექნება შეხვედრები მყისიერად მოვაწყოთ. ასევე, შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრთანაც. მოკლედ, ეს კონსულტაციები გრძელდება. დღეს მე ვხვდები თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და შესაბამისად, საშუალება გვექნება, რომ თსუ-ს თვალსაზრისიც მოვისმინოთ თავიდან ბოლომდე. გუშინდელის მსგავსად, მოვინიშნავ ყველა საკითხს და მინისტრის დაბრუნებისთანავე, მათ ექნებათ პასუხები გაცემული," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

World
აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი - ირანი მზადაა ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს

თეირანი მზადაა, ვაშინგტონის მხრიდან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა, ალი შამხანიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მეორე მხარეს შეშფოთება აქვს, გამდიდრების დონის 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირება შესაძლებელია.

შამხანიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ისრაელი ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა.

მისი თქმით, თუ აშშ დარტყმას განახორციელებს, ისრაელი აუცილებლად ჩაერთვება პროცესში და ირანის პასუხი პროპორციული იქნება. შამხანიმ დასძინა, რომ პასუხის მასშტაბი დამოკიდებული იქნება მეორე მხარის ქმედებებსა და ნაბიჯებზე.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way