USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ესაუბრა
дата:  449

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშს ტელეფონით ესაუბრა. საუბარი შეეხო ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მაღალ შეფასებას, ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის შესახებ გაეროს რეზოლუციას.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლების მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარების შესახებ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური კრიზისის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ჩართულობა. საუბარი ასევე შეეხო ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებასაც.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати