USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ზურაბიშვილი - წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია
თარიღი:  759

წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, ისეთი აქცენტების მოსმენა, რაც საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა.

“სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის