USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
ზურაბ რატიანი - წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო
Date:  1043

 

ავტორის შესახებ: მწერალი, მეცნიერი და ჟურნალისტი ზურაბ რატიანი დაიბადა 1938 წელს თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მხატვრული, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაწარმოები, მათ შორის პიესები: ”ცოტნე დადიანი”, ”ცის გახსნა”, ”ფეხბურთის ძალა”; წიგნები: ”ატლა”, ”უკვდავების გზა”, ”საქართველოს სოციალური წყობა XIII - XIV საუკუნეებში”, ”წყაროთა ღაღადი”, ”დღენი თავისულებისა”, ”კაცი-უჩინმაჩინი”. 1990 წელს არალეგალურად გამოსცა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ ,,ნაცარქექიას” ორი ნომერი. ამჟამად იბეჭდება და გამოვა ფუნდამენტური მონოგრაფია ”საქართველო X-XVIII საუკუნეებში”.

სამშობლოს მაღმერთებელი ვაჟკაცის, დაუვიწყარი მეგობრის, სერგო ცხვედიანის ნათელ ხსოვნას ვუძღვნი.

ნაწილი I

 

“ჟამთააღმწერელობა წეშმარიტის მეტყუელება არს, და არა თუალ-ახმა ვისთვისმე”, ეს სიტყვები ეკუთვნის XIV საუკუნის ქართველ ისტორიკოსს და ისინი მთელი ძველი ქართული ისტორიოგრაფიის არსს გამოხატავენ. დიახ, უძველესი დროიდან დაწყებული, საუკუნეების განმავლობაში, ქართული ჟამთააღძწერელობის ძირითადი მიზანი ჭეშმარიტის მეტყველება — მიუკერძოებელი, მართალი ისტორიის დაწერა იყო, მაგრამ საბჭოთა იმ.პერიის .პირობებში ჟამთააღმწერელობა წეშმარიტის მეტყველებიდან თანდათან თუალ-ახმად — ისტორიის გაყალბებად იქცა და ბოროტების იმპერიის ყურმოჭრილი მონა გახდა. ამის გამო საქართველოს ისტორიის ყველა ძირითადი საკითხი, დამუშავებული ოფიციოზის ლოცვა-კურთხევით, როგორც წესი, ქართველი ერის ჭეშმარიტი ისტორიის გაყალბებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ამ წესსაც ჰქონდა გამონაკლისი; დიდი ქართული კულტურის და, კერძოდ, ისტორიოგრაფიის მთლიანად წაბილწვა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ბოროტების იმპერიამ, ოღონდ ის მეცნიერები, რომლებიც ოფიციოზის საწინააღმდვგოდ არ ღალატობდნენ ჭეშმარიტის მეტყველებას, თვითონ ხდებოდნენ ღალატის, გაუტანლობის მსხვერპლი…

 დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი ჯერ კიდევ 1913 წელს წერდა: “კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ჰკუთვნებია: ლაზ-მეგრელებს, აფშილ-აფხაზებს და სვანებს”. *

 შემდგომში გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსების სიმონ ჯანაშიას, ნიკოლოზ ბერძენიშვილის და, განსავუთრებით, პავლე ინგოროყვას საფუძვლიანი გამოკვლევებით კვლავ და კვლავ დადასტურდა დიდი ივანე ჯავახიშვილის აზრის სისწორე, მაგრამ საბჭოთა იმპერიულმა ისტორიოგრაფიამ მიჩქმალა ისტორიული სიმართლე და წამოატივტივა ყოვლად უხამსი სიყალბე, — თითქოს აფშილ-აფხაზი ქართველი კი არა, აფსუა იყოს, თითქოს აფსუა უხსოვარი დროიდან იყოს აფხაზეთის მკვიდრი და თითქოს აფხაზეთი საქართველოს ნაწილი კი არა, უცხო ქვეყანა იყოს.

 ოფიციოზი ათეული წლების განმავლობაში თავში უჭედავდა აფსუებს ამ უსინდისო სიყალბეს და სიძულვილით აღავსებდა მათ, აფსუებისადმი კეთილგანწყობილი ქართველი ერის წინააღმდეგ. რისთვის დასჭირდა ბოროტების იმპერიას ასვთი დიდი ბოროტების ჩადენა, დღეს უკვე ყველასათვის ცხადია.

აწინდელი აფხაზეთისა და მისი მიმდებარე მხარეების უძველესი ისტორიის შესწავლა ძირითადად უცხოელი ავტორების ჰეკატე მილეტელის, ჰეროდოტეს, სკილაკს კარიანდელის, სტრაბონის და სხვათა ცნობების საფუძველზე ხდებოდა. მართალია, ამ ავტორთა თხზულებებში არის სარწმუნო წერილობითი ცნობები, დაწყებული ძვ.წ. VI საუკუნით, მაგრამ მათ მიერ მოხსენიებული ტომთა სახელწოდებანი ხშირად ისეა გადასხვაფერებული ბერძნული ენის შესაბამისად, რომ ზოგჯერ ძნელდება იმ ტომთა ვინაობის გარკვევა. ეს გარემოება დაიხვიეს ხელზე ,”წითელმა პროფესორებმა” და არა თუ სადავო, უდავოც სადავო გახადეს და აშკარა სიყალბე ხალას ჭეშმარიტებად გაასაღეს. ამგვარი ბოროტმოქმედება არ მოხდებოდა, მკვლევარებს რომ კეთილსინდისიერად ესარგებლათ ქართული და ჩერქეზული წყაროებით.

 უშუალოდ თემის ძირითადი საკითხის განხილვამდე ჯერ ვნახოთ, რას ნიშნავს ტერმინი — პირიქითა საქართველო?

 ცნობილია, რომ პირიქითა ხევსურეთი კავკასიონის მთავარ, ანუ წყალგამყოფ ქედს გადაღმა მდებარე ხევსურეთის ნაწილს ჰქვია, რომელიც არდოტის, შატილისა და არხოტის ხეობებისაგან შედგება. ასევე ცნობილია, რომ ძველი წანარეთი, ანუ აწინდელი ხევი ძირითადად თერგის, თრუსოსა და სნოსწყლის ხეობებს მოიცავს და ასევე ვავკასიონის მთავარ ქედს გადაღმა მდებარეობს. იგივე ითქმის თუშეთზეც, მის ნაწილსაც მთავარი ქედის ჩრდილოეთის ფერდობები უჭირავს. ამდენად, პირიქითა საქართველო ნიშნავს კავკასიონის მთავარ ქედს გადაღმა მდებარე საქართველოს, ანუ ქვეყნის იმ ნაწილს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს. ასე რომ დღესაც კი, ასეული და ათასეული წლების განმავლობაში ურიცხვ მტერთაგან ნაჯიჯგნი საქართველო არის არა მხოლოდ ამიერკავკასიის, არამედ აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყანაც. უფრო ზუსტად, საქართველო არის კავკასიის ქვეყანა, რომლის უმეტესი ნაწილი ამიერკავკასიაში მდვბარეობს, ხოლო უმცირესი ნაწილი — ჩრდილოეთ კავვასიაში. მის შესაბამისად ქვეყნის უმეტესი ნაწილი არის პირაქეთა საქართველო, ხოლო უმცირესი — პირიქითა საქართველო. ასეა დღეს, მაგრამ როგორ იყო უწინ, მრავალი საუკუნის წინათ?

მოხევეები, ხოლო ხევსურების და თუშების ნაწილი რომ უძველესი დროიდან პირიქითა საქართველოში მოსახლეობენ, ეს ცნობილია. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ეს ქართული ტომები პირიქითა საქართველოს უძველესი მკვიდრი მოსახლეობაა. ამდენად, ჩრდილოეთი კავკასია თუშეთის, ხევსურეთისა და ხევის პირიქითა მხარეების სახით ქართველთა ისეთივე დედასამშობლოა — პირველსაცხოვრისია, როგორც ამიერკავკასია არის პირაქეთა საქართველოს ქართველთა დედასამშობლო — პირველსაცხოვრისი. ცნობილია ისიც, რომ უწინ სვანთა ნაწილიც პირიქითა საქართველოში ცხოვრობდა. მათი იქ ცხოვრების ნაკვალევი ტოპონიმებით, ე.ი. ადგილთა სახელწოდებებით, ეკლესიებით, სვანური კოშკებით და სხვა ძეგლებით არის დადასტურებული აწინდელი ყარაჩაისა და ბალყარეთის მიწა-წყალზე. მაგრამ თუკი მოხევე-ხევსურ-თუშთა უძველესი დროიდან მოსახლეობა პირიქითა საქართველოში უდავოა, სვანთა იქ ძველად განსახლება უფრო ისე აღიქმება, თითქოს სვანვბი მოგვიანებით გადასულან პირიქითა საქართველოში და, ამდენად ეს ქართული ტომი პირიქითა საქართველოს უძველესი მოსახლეობა არ ყოფილა.

უნდა ითქვას, რომ ასეთი თვალსაზრისი ძირითადად საკითხის ნაკლებად შესწავლის შედეგად ჩამოყალიბდა.

საერთოდ კი მთლიანად კავკასიისა და კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიის მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროები საკმაოდ საფუძვლიანად არის შესწავლილი, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ჩრდილოეთ კავკასიური წყაროები ნაკლებად არის შესწავლილი და ამდენად ამ მხარის ძველი ისტორია, როგორც აღვნიშნე, ძირითადად უცხოური წყაროების ცნობებზე დაყრდნობით არის გააზრებული. ბუნებრივია, ადგილობრივი წყაროების ნებსით თუ უნებლიეთ უგულებელყოფა ისტორიული ჭეშმარიტების დადგენას ხელს ვერ შეუწყობდა.

ძველმა ქართულმა ისტორიოგრაფიამ დაახლოებით ათასი წლის წინათ ჩამოაყალიბა მწყობრი თვალსაზრისი ქართველი და კავკასიის ყველა ერის დედასამშობლოს — პირველსაცხოვრისის შესახებ. მისი შემოქმედია “ქართლის ცხოვრების” პირველი ავტორი ლეონტი მროველი. ამ კონცეფციის თანახმად მთელი კაცობრიობა ბიბლიური ნოეს შთამომავალია. საკუთრივ ქართველები, თავის კავკასიელ ძმებთან ერთად, ნოეს ჩათვლით, მისი შთამომავლობის მეხუთე თაობიდან ჩნდებიან ქვეყანაზე.

“პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა — ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი”, — წერს ლეონტი მროველი (1). შემდეგ იგი მოგვითხრობს, რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შედეგად კაცობრიობა დაიყო სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ერებად და მოეფინა ქვეყნიერებას. თარგამოსის ,,ნათვსავითურთ მისით დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატს და მასისსა”. მაგრამ, რადგან ,,იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხვი”, თანდათან “ვერღარა იტევდა ქვეყანა არარატისა და მასისისა”.

შემდეგ ლეონტი გვაუწყებს, რომ თარგამოსის წილხვედრი ქვეყანა იყო მთელი კავკასია და მან თავის რვა ვაჟიშვილს იგი დაუნაწილა საკუთარ ქვეყნებად. ლეონტი საკმაოდ ზუსტად ჩამოთვლის ამ ძმათა ქვეყნების საზღვრებს. მას არც იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ მართალია, კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე მიწები (ე.ი. არა ჩრდილოეთი კავკასია, არამედ მის ჩრდილოეთით მდებარვ მხარეები) თარგამოსის წილხვედრი არ ყოფილა, მაგრამ თარგამოსმა ისინი მაინც გაუნაწილა თავის ვაჟებსო. თუ როგორ მოხდა ეს, ამას ქვემოთ განვმარტავ.

ჯერ კი ვრთ დიდმნიშვნელოვან საკითხზე შევჩერდები. ესაა საკითხი ჰაოსის უფროსი ძმობის. ანუ ყველა სხვა ძმასთან, მათ შორის, ქართლოსთან უპირატესობის აღიარებისა. ამის შესახებ ვრცელი ლიტერატურაა შექმნილი და მისი განხილვა ცალკე, საგანგებო კვლევის საგანია. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ. ვფიქრობ ჰაოსის უფროსობასთან კავშირში უნდა გავიაზროთ ქართლში დიდი ხნის განმავლობაში სომხური ენის ად ენად აღიარება ლეონტის მიერ.

ლეონტის თანახმად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართლში მრავალი უცხო ტომის ხალხი შემოიხვვწა და მათ შორის ერთადერთი, ვინც თხოვნით მოვიდა და აქ დასახლდა, იყო ნაბუქოდონოსორისგან ლტოლვილი ებრაელობა, ქართველებმა ქართული ენა შემოიღეს.

“აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს, ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული”(2).

,,ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა”, ამ წინადადებით ლეონტი აჯამებს თავის წინარე მსჯელობას: ,,და იყვნვს ესე თურქნი და ქართველნი ნებისმყოფელი ერთმანერთისა, მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა, ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა. მას ჟამსა შინა სადათაც ვინ მოვიდის ძვირის-მოქმედთაგან საბერძნეთით. გინა ასურით ოტებული, გინა ხაზარეთით, ყოველივე დაიმეგობრიან ქართველთა შემწეობისათვის სპარსთა ზედა” (3).

შემდეგ ლეონტი წერს: მართალია, “შეიქმნა ენა ქართული”, მაგრამ ქართლში ბევრი სხვადასხვა ერის ხალხი ცხოვრობდა და ამიტომ “იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული” (4).

ვფიქრობ, ლეონტის აქ ასახული აქვს იმის გამოძახილი, რაც დაახლოებით ნაბუქოდონოსორის დროს, 2500-2600 წლის წინათ, მოხდა საქართველოს მეზობლად — სომხეთში. კერძოდ, სწორედ ამ დროს განიცადა სომხეთმა ინდოევროპული ტომების ისვთი მძლავრი შემოსევები, რომ ძველი სომხური — კავკასიური ეთნოსი, ახალმა — ინდოევროპულმა შეცვალა, და ამდენად შეიცვალა ძველი სომხური — კავკასიური ენა, ინდოევროპულ-სომხური ენით. ამ დიდი ცვლილების გამოძახილია უთუოდ ლეონტის მიერ დახატული სურათი ქართლში უცხო ტომთა მოძალებისა და იქ ექვსი ენის გავრცელებისა. და ამავე ცვლილების ანარეკლია ცნობა ქართველთა მიერ ქართული ენის შექმნისა. ასე, რომ უწინდელი სომხური ენა ყველა თარგამოსიანის, ყველა ღვიძლი ძმის ენა იყო და ამდენად იგი ქართულიც იყო, მაგრამ ახალი ó ინდოევროპული სომხური უკვე უცხო გახდა ქართველებისათვის, რადგან ქართლი გადაურჩა გაინდოევროპელობას.

“მაშინ ქართველთაცა დაუტევეს სომხური”, — წერს ლეონტი. სინამდვილეში კი პირიქიო მოხდა, სწორედ სომხებმა დაუტევეს სომხური, ე.ი. თავისი ძველი კავკასიურ-სომხური ენა და იწყეს მეტყველება ახალ — ინდოევროპულ სომხურზე. ასე, რომ კავკასიელი სომხვბისა და ინდოევროპელთა ტომების შერევის შედეგად, ინდოევროპელთა უპირატესობით წარმოიუვა ახალი ერი, ტომით ინდოვვროპული, მაგრამ ქართველები მას ძველ სახელს — სომეხს უწოდებენ კვლავაც, ხოლო მათ ენას ასევე უწინდებურად — სომხურს.

რა თქმა უნდა, ენა ერთი ხელის დაკვრით არ იქმნება და ლეონტის ნათქვამი ,,და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული” ისე არ უნდა გავიგოთ. თითქოს ქართველები ჯერ უცხო — სომხურ ენაზე ლაპარაკობდნენ და მერე უცებ ქართულ ენაზე ამეტყველდნენო. არა, ამით ლეონტი გვეუბნება, რომ მას შემდეგ. რაც ქართველებისათვის სომხური უცხო გახდა, — ახალი ინდოევროპული ტომების შემოსვვების შედეგად, ქართველებს აღარ ესმოდათ ის ენა და აღარც შეეძლოთ თავისი, მშობლიური ენისთავის ძველებურად სომხური ეწოდებინათ. აი, ამიტომ უწოდეს, არსებითად იმავე ენას, რომელზედაც თავიდანვე მეტყველებდნენ, ქართული. რატომ მაინც და მაინც ქართული და არა მეგრული ან ჰერული? ჰეროსი და ეგროსი ხომ ასევე ძმები იყვნენ? თეორიულად, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ნებისმიერი შვიდი ძმის სახელი წოდობოდა ენას, მაგრამ მაინც და მაინც ქართული რომ ეწოდა, ეს იმის უცილობელი ნიშანია, რომ სწორედ ქართლი იყო მაშინ დაწინაურებული, ფართო გაგებით კულტურულად და ენასაც ამიტომ ქართული ეწოდა.

ასე რომ, ძველი, დაახლოებით 2500 წლის წინანდელი სომხური და სომხეთი ისეთივე ქართული და საქართველო იყო, როგორც თვით ქართული და ქართლი არსებითად იყო სომხური და სომხეთი, ანუ სომეხი და ქართველი ერთი ტომის ხალხი, ერთი ერი იყო და მათ ენაც ერთი ჰქონდათ დასაბამიდან. ამის შემდეგ ისიც გასაგებია, თუ რატომ ჰაოსს ახსენებს ლეონტი პირველად, — უფროს ძმად და არა ქართლოსს. ამით ლეონტი გვეუბნება, რომ თავიდან სწორედ ჰაოსი, ე.ი. რვა ძმათაგან ერთ-ერთი კავკასიელი და არა ინდოევროპელი, დაწინაურებულია, მას უთავია თარგამოსიანთა — ღვიძლ ძმათა გაერთიანება (პერსპექტივაში) ერთ სახელმწიფოდ, მაგრამ დიდი ქარტეხილების შედეგად ჰაოსმა დაკარგა ეს მისია და თვით მშობლიური ენაც კი, იქცა რა სხვა მოდგმის ტომად. შემდგომში, უკვე ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ინდოევროპულმა სომხეთმა ერთხელ კიდევ სცადა კავკასიის გაერთიანება, მაგრამ აქაც გარეშე შემოსევების გამო მან ვერ მიაღწია მიზანს და იმდენად გაჩანაგდა, რომ საერთოდ დაკარგა სახელმწიფოებრიობა, რაც მხოლოდ ასევე გარეშე ძალებზე დაყრდნობით (საქართველო, რუსეთი) აღიდგინა საუკუნეების შემდგომ. ასე რომ სომხეთმა ვერც მისი კავკასიური რასის სახით და ვერც ინდოევროპული რასის სახით ვერ მიაღწია კავკასიაში პირველობას.

ასე მესახება ლეონტი მროველის თვალსაზრისი და, ამდენად, მიმაჩნია, რომ მისი ე.წ. “არმენოფილობა”, რასაც მას მიაწერენ მკვლევარები სრულიად უსაფუძვლოა. თუ აქ წარმოდგენილი თვალსაზრისით განვიხილავთ ლეონტი მროველის ცნობებს სომხებისა და სომხეთის შესახებ, ვფიქრობ, იქ პრინციპულ წინააღმდეგობებს ვერ ადმოვაჩენთ. ვამბობ პრინციპულს, რადგან არა არსებითი უზუსტობანი, შესაძლოა თვით ლეონტისაც მოსვლოდა და უფრო კი მის გვიანდელ გადამწერლებს უნდა დაეშვა, რაც ჩვეულებრივი ამბავია საერთოდ ისტორიოგრაფიაში.

ამრიგად, ნოეს შთამომავალნი, თარგამოსის ვაჟები: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს — არიან ღვიძლი ძმები. თეორიულად სავსებით შესაძლებელი იყო ყოველი მათგანი გამხდარიყო ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს აღმაშენებელი, მაგრამ ისტორიულმა ვითარებამ ეს მისია ჯერ ჰაოსს დააკისრა, შემდეგ ქართლოსს, რომელმაც კიდეც შეასრულა იგი. თუმცა მხოლოდ X11-X1V საუკუნეების ფარგლებში…

ახლა უშუალოდ პირიქითა საქართველოს შესახებ. ჩამოთვლის რა თარგამოსის ვაჟიშვილთა ქვეყნებს და მათ საზღვრებს, ლეონტი ეგროსის შესახებ წერს. “ხოლო ეგროსს მისცა ქვეყანა ზღვის ყურისა და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი, დასავლით ზღუა, ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა, ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია” (5).

ბედია აწინდელი ოჩამჩირეს ახლოს მდებარეობს, აქ სატახტო ქალაქის აშენება, ცხადია, შემთხვევითი არ არის. მაგრამ ლეონტის ამ ცნობიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ეგრისის ჩრდილოეთის საზღვარის მითითება: “ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა.” ეს მდინარე მცირისა ხაზარეთისა რომ აწინდელი მდინარე ყუბანია, ცნობილია, მაგრამ ქართულ ისტორიოგრაფიაში ლეონტის ეს ცნობა არა სწორად არის გაგებული. ასე ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ეგრისის ჩრდილოეთის ,,მოსამზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი ითვლებოდა” (6).

შემდგომში ეს აზრი ტრადიციული გახდა და თითქმის ყველა მომდევნო მკვლევარი მას იზიარებს 

ამრიგად, ივანე ჯავახიშვილის აზრით, ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი, ლეონტის მიხედვით, მდინარე ყუბანის მხოლოდ შესართავზე გადიოდა, იქ, სადაც მას “წარსწუთების” კავკასიის წვერი, ანუ იქ, სადაც მდინარე ყუბანის შესართავს უახლოვდება კავკასიონის ქედის წვერი — დასაწყისი. მაგრამ ლეონტის გარკვევით უწერია “მდინარე მცირისა ხაზარეთისა”, ანუ მთლიანად მდინარე ყუბანი და არა ამ მდინარის შესართავი ან მისი სხვა მეონაკვეთი. ამიტომ, ცხადია, ლეონტი გულისხმობს მთელს მდინარეს, სათავიდან შესართავამდე და არა მხოლოდ მის შესართავს. ლეონტი მროველს რომ აქ მართლაც მხოლოდ შესართავი ეგულისხმა, მაშინ ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი დაუდგენელი დარჩებოდა, რადგან ამ მდინარის შესართავი ეგრისის მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთის საზღვრის ერთი მცირე მონაკვეთია და იგი სრულებით ვერ ფარავს მის ჩრდილოეთ საზღვარს. ამიტომ აქ კავკასიის წვერის ხსენებაც ვერ განმარტავს საკითხს, რადგან წვერიც მხოლოდ ერთ მონაკვეთს აღნიშნავს და არა მთელს ჩრდილოეთ საზღვარს. როცა ლეონტი წერს, რომ ეგრისის საზღვარს ჩრდილოეთით შეადგენს “მდინარე მცირისა ხაზარეთისა”, ვიმეორებ, აქ მდინარე იგულისხმება მთლიანად, სათავიდან შესართავამდე. ვფიქრობ, ეს უდავოდ ასეა, მაგრამ რატომ დასჭირდა ლეონტის განმარტება: “სადა წარსწუთების წუერი კავკასისა”? საქმე ის არის, რომ ლეონტი მროველის დროს, და საერთოდ, მანამდეც და მას შემდეგაც, საუკუნეების განმავლობაში, მდინარე ყუბანს ორი შესართავი ჰქონდა, იგი ერთდროულად შავსა და აზოვის ზღვებს ერთვოდა. ამიტომ, ლეონტის რომ შესართავი დაეწერა, უნდა განემარტა, რომელი — შავი თუ აზოვის ზღვისა. საერთოდ რომ არ ეხსენებინა შესართავი, მაინც გაუგებარი იქნებოდა, რადგან საზდვარი მდინარის მთელს დინებაზე — სათავიდან შესართავამდე გადიოდა და აუცილებელი იყო იმის განმარტება, თუ რომელ შესართავს მიყვებოდა იგი. ვფიქრობ, ლეონტი მროველმა საუკეთესო გამოსავალი იპოვა, როცა შესართავის განმარტებას ამჯობინა კავკასიის წვერის ხსენება. საქმე ის არის, რომ კავკასიონის წვერი, ე.ი. ქედის დასაწყისი, მდინარე ყუბანის სწორედ შავი ზღვის შესართავს “წარსწვთებოდა” — უახლოვდებოდა და არა მის აზოვის ზღვის შესართავს. ეგრისის დასავლეთი საზღვარი კი შავი ზდვა იყო. ასე რომ ლეონტი მროველმა ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი, იგივე სავუთრივ ეგრისის ჩრდილოეთი უძველესი საზღვარი. თანამედროვე ქართულით ლეონტის ეს ცნობა ასე ყალიბდება: ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი გადის ედინარე ყუბანზე, ამ მდინარის მთვლს დინებაზე, სათავიდან შესართავამდე, იმ შესართავამდე, სადაც მას კავკასიონის ქედის დასაწყისი უახლოვდება, ანუ მდინარე ყუბანის შავი ზღვის შესართავამდე.

ასე რომ, ლეონტი მროველის თანახმად, მდინარე ყუბანის ეთელი მარცხენა ნაპირის ქვეყანა, შავი ზღვის სანაპიროს ჩათვლით, ტამანის ნახევარკუნძულამდე, ყოფილა საქართველოს, საკუთრივ, ეგრისის ისეთივე მკვიდრი ნაწილი, როგორიც იყო, ვთქვათ, ბედია, უწინდელი ეგრისი, სადაც ეგროსმა ქალაქი აიშენა. მაგრამ ეგრისი-ბედია, ქვეყნის შუაგულში იყო, რაც ბუნებრივია, რადგან იქ ეგროსმა სატახტო ქალაქი აიშენა, ხოლო პირიქითა საქართველო ეგრისის ჩრდილოეთი მხარე გახლდათ. მთელი ეს ტერიტორია დიდი ხანია რუსეთს უჭირავს. რუსებზე უწინ კი იქ ჩერქეზები ანუ ადიღეელები ცხოვრობდნენ, რომელთა ნაშთი ახლაც იქვე ცხოვრობს. სიდიდით ეს მხარე აწინდელი საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტია. და აი, ლეონტი მროველის თანახმად, მდინარე ყუბანის მარცხენა ნაპირის ქვეყანა, მისი მიმდგომი შავი ზღვის სანაპიროთი, ტამანის ნახევარკუნძულამდე, უძველესი დროიდან ქართველთა ისეთივე დედასამშობლო ó პირველსაცხოვრისი ყოფილა, როგორც, ვთქვათ, კახეთი, მესხეთი და ქართლი, ანუ ეს გახლდათ პირიქითა საქართველო.

რამდენად სარწმუნოა ლეონტი მროველის ეს უაღრესად დიდმნიშვნელოვანი ცნობა?

ბუნებრივია, ამის შესამოწმებლად ყველაზე სანდო ცნობები იმ ხალხის წყაროებში უნდა ვეძებოთ, რომელიც პირიქითა საქართველოში ქართველების შემდგომ დასახლდა. ქვემოთ ასეც მოვიქცევი, ოღონდ ჯერ ისევ ლეონტის მივმართავ იმის გასარკვევად, თუ რას გვაუწყებს იგი საერთოდ ჩრდილოეთ კავვასიის მოსახლეობის შესახებ: “ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხუედრი თარგამოსისა, არამედ არცა იყო კაცი კავკასიათა ჩრდილოთ, და უმკვიდრო იყო ქუეყანა იგი კავკასიითგან ვიდრე მდინარემდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა. ამისათვის გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი. და მისცა ლეკანს ზღვითგან დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარვთისად. და მისცა კავკასიის ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულამდე კავკასიისა, დასავალით” (7).

პირველ რიგში აქ ყურადღებას იქცევს ფრაზა: “ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხუედრი თარგამოსისა…”, ამას წერს ლეონტი მას შემდეგ, რაც უკვე ექვსი ძმის ქვეყნების საზღვრები ჩამოთვალა და როცა იწყებს მეშვიდე და მერვე ძმების ქვეყნების საზღვრების მითითებას. “კავკასიათა ჩრდილოთ” აღნიშნავს კავკასიონის მთათა სისტემის ჩრდილოეთით მდებარე მხარეს და არა კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს, მთებსა, ხეობებს, ვინაიდან მთელი კავკასიონი, თავისი ამიერ და იმიერ განშტოებებით თარგამოსს ეკუთვნოდა. ამასვე ადასტურებს ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარიც, რომელიც კავკასიონის ქედის უმაღლესი მწვერვალის, იალბუზის ჩრდილოეთი ფერდობებიდან იწყება — მდინარე ყუბანის სათავეებში, მიჰყვება ამ მდინარის დინებას ჯერ ჩრდილოეთით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაივაკებს, ე.ი. გასცდება კავკასიის მთათა სისტემას და მიადგება “კავკასიათა ჩრდილოთ”, ე.ი. კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანას, აი ამის შემდეგ თანდათან უხვევს დასავლეთისაკენ, მოხაზავს მრუდე ნახევარწრეს და ერთვის შავ ზღვას. და იმის გამო, რომ ლეონტი მროველს ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი მიაჩნია კავკასიად და არა “კავკასიათა ჩრდილოთ”, მას არ სჭირდება განმარტება, თუ ვის ეკუთვნოდა პირიქითა საქართველოს ტერიტორია იქ ეგროსის დამკვიდრებამდე. ხოლო იქ, სადაც ლეონტი ,,კავკასიათა ჩრდილოთ”, შეიძლება ასეც ითქვას, იქ, სადაც იგი ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე მიწებს ახსენებს, ლეონტის საჭიროდ მიაჩნია განმარტება, რასაც კიდეც აკეთებს. რა არის მისი განმარტების არსი? პირველი, რასაც ლეონტი გვაუწყებს ისაა, რომ თარგამოსს არ ეკუთვნოდა კავკასიონის მთათა სისტემის ჩრდილოეთით მდებარე მიწები, ანუ ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე მხარეო. შემდეგ იგი გვამცნობს, რომ იმ მხარეში არავინ არ ცხოვრობდაო — “არამედ არცა იყო კაცი კავკასიათა ჩრდილოთ”, და ბოლოს განმარტავს, ის ქვეყანა არავისი სამკვიდრო არ იყოო, — “და უმკვიდრო იყო ქვეყანა იგი კავკასიითგან ვიდრე მდინარემდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა…” აქ მაინც და მაინც “უმკვიდროს” აღნიშვნა იმის მოწმობაა, რომ ლეონტიმ იცის, არამკვიდრი მოსახლეობა ó მომთაბარე ველურები კი მიმოდიან იმ ველებზე, მაგრამ ისინი იმ ქვეყნის მკვიდრნი არ არიან და ის ქვეყანა არავისი სამკვიდრო არაა, არც თარგამოსისა და არც ველურებისაო. ყოველივე ამის აღნიშვნა ლეონტის იმისათვის დასჭირდა, რომ დაესაბუთებინა თარგამოსიანთა იურიდიული და მორალური უფლებები ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ველებზე. ეს კი აღმავალი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკური პრეტენზიების გამოხატულება გახლდათ, რომელიც ისტორიულ ჭეშმარიტებას ემყარებოდა. მაშინდელ საქართველოში კარგად ესმოდათ, როგორც ამიერკავკასიას ჰქონდა თავისი ბარი მტკვარისა და რიონის აუზების ველების სახით, ასე ჩრდილოეთ კავკასიას უნდა ჰქონოდა ბარი მისი მიმდგომი ველების სახით. მხოლოდ ასე შეიქმნებოდა დიდი, ეკონომიკურად მყარი სახელმწიფო, რის აღმშენებლობასაც ესწრაფვოდა საქართველო და რასაც იდეოლოგიურად ემსახურებოდა ლეონტი მროველის კონცეფცია.

ამრიგად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლეონტიმ იურიდიულად და მორალურად დაასაბუთა თარგამოსის პრეტენზიები “კავკასიათა ჩრდილო” ველებზე. მან განაგრძო თავისი დებულების ჩამოყალიბება. “ამისათვის გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი”. “ამისათვის” აქ ხაზგასმაა იმისა, რომ თარგამოსი სავსებით სამართლიანად მოიქცა, ზემორე განმარტება-დასაბუთების თანახმადო.

“და მისცა ლეკანს ზღვითგან დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად”. აქედან ირკვევა, რომ ლეკანის საზღვარი აღმოსავლეთით კასპიის ზღვა ყოფილა, ხოლო დასავლეთით — მდინარე თერგი. მაგრამ მდინარე თერგი თვითონ ერთვის კასპიის ზღვას. რა თქმა უნდა, ლეონტიმ ეს იცის და ამიტომაც წერს “მდინარემდე” და არა “მდინარე”, ე.ი. მდინარე თერგის ერთი, გარკვეული მონაკვეთიო და არა მთელი მდინარე, როგორც ეს ეგრისის ჩრდილოეთ საზღვარზე აქვს აღნიშნული მთლიანად მდინარე ყუბანის შესახებ. რადგან ლეონტი წერს “ზღვითგან დარუბანდისად ვიდრე მდინარემდე ლომეკისა”, ხოლო ლომეკი ანუ თერგი კასპიის ზღვას ერთვის, ცხადია, იგი იმ უაზრობას არ დაწერდა, თითქოს საზღვარი ზდვასა და ამ ზდვაში მდინარის შესართავზე გადისო, ე.ი. სინამდვილეში არც არსებობსო. ამიტომ მისი, “ზღვიდან-მდინარემდე”, გარკვევით მიგვითითებს, რომ საზღვრის აღმოსავლეთი მონაკვეთი კასპიის ზღვაზეა, ხოლო დასავლეთი — მდინარე თერგის უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთი, რომელიც აწინდელი ყაბარდოს აღმოსავლეთ მხარეზე მოდის. შემდეგ. ლეკანის ჩრდილოეთი საზღვარი მდინარე ვოლგის შესართავიდან იწყებაო: “ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად”, — წერს ლეონტი და აქაც, განსხვავებით ეგრისის ჩრდილოეთი საზღვრისა, სადაც იგი უთითებს. “მდინარე მცირისა ხაზარეთისა”, ე.ი. მდინარე და არა მდინარემდე, ლეკანის საზღვარზე პირიქით აღნიშნავს — მდინარემდე და არა მდინარე. აქედან ცხადია, პირველ შემთხვევაში — ეგროსის მიმართ, ლეონტი მდინარეს გულისხმობს მთლიანად, რაშიც ზემოთ დავრწმუნდით, ხოლო ლეკანის მიმართ იგი მდინარის მხოლოდ ერთ ნაწილს, მის შესართავს გულისხმობს, რაც აღნიშნული აქვს კიდეც ფრაზით: “რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა”. მაგრამ ვოლგის შესართავის მითითება ლეკანის ქვეყნის ჩრდილოეთის საზღვრის მხოლოდ ერთ წერტილს, მის დასაწყისს აღნიშნავს და თითქოს მთელი ჩრდილოეთი საზდვარი ლეონტის მითითებული არა აქვს. სინამდვილეში ლეონტის ვოლგის შესართავის დასავლეთით, ე.ი. ლეკანის ჩრდილოეთი საზღვრის ფარგლებში ხელშესახები ორიენტირი არ ეგულება, ვთქვათ, მთა ან მდინარე და მართლაც იმ ტრამალებზე არც არის ასეთი ორიენტირი. ამიტომ ლეონტი არ მიუთითებს მას, მაგრამ ცხადია, ლეკანის ჩრდილოეთი საზღვარი, მდინარე ვოლგის შესართავიდან, დასავლეთის მიმართულებით, მას იმის პარალელურად მიაჩნია იქამდე, სადაც ლეკანის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი აღწევს მდინარე თერგამდე. ასე რომ მდინარე ვოლგის შესართავიდან ჩრდილოეთი საზღვარი დასავლეთისაკენ გრძელდება იქამდე, სადაც მას მდინარე თერგის უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთიდან ჩრდილოეთისაკენ წარმოსახვით გაგრძელებული ხაზი გადაჰკვეთს. დაახლოებით ამ ადგილას ამჟამად პატარა ქალაქი არზგირი მდებარეობს. სამხრეთ საზღვარს ლეონტი მროველი აქ ცალკე აღარ აღნიშნავს, რადგან თავიდანვე კონტექსტით მიუთითა — კავკასიონის ქედი. და ამდენად ლეკანის ქვეყანა მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიას (ნაწილს), რაც თარგამოსს ეკუთვნოდა და ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ველებს, რაც თარგამოსს არ ეკუთვნოდა, მაგრამ არც არავისი სამკვიდრო-კუთვნილება იყო და თარგამოსმა პირველმოსახლის, პირველი მკვიდრის უფლებით დაასაკუთრა ლეკანს.

კიდევ უფრო ლაკონიურად განმარტავს ლეონტი კავკასის, ანუ აწინდელ ჩეჩენ-ინგუშთა წინაპრების საზღვარს: “და მისცა კავკასოს ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულამდე კავკასისა, დასავალით”. აქაც ერთი შეხედვით არც ჩრდილოეთი საზღვარია და არც სამხრეთი საზღვარი მითითებული და თვით აღმოსავლეთი და დასავლეთი საზღვრებიც, ასევე თითქოს ბუნდოვნად არის აღნიშნული. სინამდვილვში, როგორც დავრწმუნდით, ლეონტი ადრე აღნიშნულს აღარ იმეორებს, რადგან ეს მისი და, საერთოდ, ძველი ქართული მწერლობისათვის დამახასიათებელი, დახვეწილი სტილია, ამიტომ ლეონტის თანახმად კავკასიის ქვეყნის საზღვარს აღმოსავლეთით შეადგენს მდინარე თერგზე და მის ჩრდილოეთით გამავალი ხაზი, რომლის ერთ მხარეს — აღმოსავლეთით ლეკანის ქვეყანაა, ხოლო მეორე დასავლეთით — კავკასისა. ჩრდილოეთი საზღვარი ასევე იმ ხაზის გაგრძელებაა, რომელიც ლეკანის საზღვრით იწყება მდ. ვოლგის შესართავიდან და გძელდება დაახლოებით ზემოხსენებულ აწინდელ ქალაქ არზგირამდე, მაგრამ სადამდე გრძელდება თვით კავკასის ჩრდილოეთი საზღვარი? ამის დასადგენად ჯერ მისი სამხრეთი და დასავლეთი საზღვრები გავარკვიოთ.

სამხრეთი საზღვარი რომ კავკასიონის ქედზე გადის, ეს ცხადია, მაგრამ სადამდე? „ვიდრე დასასრულამდე კავკასისა, დასავალით”, — წერს ლეონტი. აქაც გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს კავკასიონის უკიდურეს დასავლეთ წერტილს, მდინარე ყუბანის შესართავთან უთითებს ლეონტიო, მაგრამ არა. „სადა წარსწუთების წუერი კავკასისა” ლეონტიმ უკვე მიუთითა ეგრისის საზღვრების დადგენისას, აქ კი მხოლოდ კავკასიის დასასრულს ადნიშნავს და არა მის წვერს. კავკასია ლეონტისათვის არის მთათა სისტემა და არა ერთი გამჭოლი ქედი, ამიტომ იგი, როცა წერს „წუერი კავკასიისა“, აქ აშკარად მთავარ ქედს გულისხმობს, ხოლო, როცა აღნიშნავს: „დასასრულამდე კავკასისა”, აქ მთავარ ქედს კი არა, ზოგადად მთათა სისტემას გულისხმობს. ეს კარგად ჩანს იქიდან, რომ ლეონტი, რომელიც ასე ზუსტად ადგენს საზღვრებს და ერთხელ აღნიშნულს აღარ იმეორებს, თავის დებულებებს მთლიან კონტექსტში აყალიბვბს. ასე რომ, როცა ლეონტიმ დაადგინა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში ეგროსის საზღვარი ედინარე ყუბანზე, აქედან ჩანს, რომ კავკასის ქვეყნის დასავლეთი საზღვარი ამ მდინარემდე, მის აღმოსავლეთით ყოფილა და არა დასავლეთით. და სწორედ მდინარე ყუბანის ზემო დინების აღმოსავლეთით მდებარეობს კავკასიონის ყველაზე ჩრდილოეთი განშტოება, აწინდელი ე.წ. სტავროპოლის ზეგანი, სადაც მართლაც „დასავალი“ — დასასრულია კავკასიონის მთათა სისტემის ამ მონაკვეთისა. სავსებით აშკარაა, რომ ლეონტის სწორედ ეს ზეგანი აქვს მხედველობაში, როცა იგი კავკასის დასავლეთის საზღვარს უთითებს. „ვიდრე დასასრულამდე კავკასისა, დასავალით”.

ასე რომ, რა კუთხითაც გინდა განვიხილოთ, ლეონტი მროველის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიისა და მისი მიმდგომი ტრამალების უძველესი, მკვიდრი მოსახლეობა გახლდათ ქართველები, ვაინახები, ანუ ჩეჩენ-ინგუშები და დაღესტნელები, ანუ ლეკები. არც ადიღეელები, არც ოსები და საერთოდ არავითარი სხვა ჯურის ხალხი იქ ლეონტის არ ეგულება პირველ, მკვიდრ მოსახლედ. ასე რომ პირიქითა საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი მდინარე ყუბანზე ლეონტის შემთხვევით არ მიუთითებია. მთელი ჩრდილოეთი კავკასია და მის ჩრდილოეთით მდებარე ტრამალები თარგამოსიან ძმათა — ეგროსის, ლევანის და კავკასის პირველსაცხოვრისი იყო ლეონტი მროველის თანახმად.

გარდა ლეონტისა, თუ გვაქვს კიდევ სხვა მსგავსი წყარო?

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ურიცხვ ველურ მტერთა ათასგზის შემოსევებმა სხვათა მრავალთა შორის ქართული საისტორიო საბუთებიც უწყალოდ გაანადგურა, მტერმა მთლიანად ვერც საქართველო მოსპო და ვერც მისი ისტორიული წყაროები. ასე, XV1 საუკუნის ძვირფას ძეგლში, „ბიჭვინთის იადგარში“ ნათქვამია, რომ ბიჭვინთის კათალიკოსის სამწყსო მდებარეობს „ლიხსა და კაფას შუა და რუსეთის საეზღუარსა და ჭანეთს შუა“ (8). აქ აღნიშნულია საკათალიკოსოს ოთხივე მხარის საზღვარი. აღმოსავლეთით ლიხის ქედი: სამხრეთით ჭანეთი, ჩრდილოეთით — რუსეთი, ხოლო დასავლეთის ნაცვლად, ე.ი. შავი ზღვის მაგივრად მითითებულია ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი — კაფა. რადგან დასავლეთის საზღვარი ისედაც ცხადი იყო: განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებოდა ჩრდილო-დასავლეთის საზღვარს, საიდანაც უკვე ტალღებად შეძოდიოდნენ ჩერქეზი ხიზნები საქართველოში. და აი — კაფას ამ საზღვრად აღნიშვნა. ერთგვარი დაიმედებაა იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს პირიქითა საქართველო, ამ წყაროთი, ვითარცა ქართული, მართლმადიდებლური საქრისტიანო ქვეყანა. საქმე ისაა, რომ კაფა არის მდინარე ყუბანის ერთ-ერთი სახელწოდების — კოპას ქართული ფორმა. ყუბანს სხვადასხვა დროსა და ავტორებთან ერქვა: ჰიპანისი, ანტიკიტესი, ვარდა, ბურლიკი… კოპა მას გენუელთა კოლონიზაციის დროს ეწოდა, ე.ი. XIII-XIV საუკუნეებში.

ასე რომ ლეონტი მროველის ცნობები დადასტურდა — XVI საუკუნის კიდევ ერთი სარწმუნო ქართული წყაროთი. განხილული ქართული წყაროებიდან ირკვევა, რომ როგორც ოსები, ასევე ყარაჩაელ-ბალყარელები და ჩერქეზული მოდგმის ხალხები ე.ი. (ადიღე-ყაბარდო-აბაზა-აფსუები) ლეონტი მროველის თანახმად, რასაც ემოწმება XVII ს.ს. წყაროც — „ბიჭვინთის იადგარი“, საკუთრივ ჩრდილოეთ კავკასიისა და არც მის ჩრდილოეთით მდებარე ტრამალების მკვიდრი მოსახლეობა უძველეს დროში არ ყოფილა. ეს ხალხები მხოლოდ მომთაბარეობდნენ ვოლგა-დონის შუამდინარეთში, რაც ლეონტიმ კარგად იცის.

ლეონტის მიერ პირიქითა საქართველოდ შემოსაზღვრულ მხარეში, ყუბანის მარცხენა ნაპირის მიწებსა და მის მიმდგომ შავი ზღვის სანაპიროზე, როგორც აღვნიშნე, თითქმის ორი საუკუნეა, რაც რუსები დამკვიდრდნენ. მანამდე აქ ჩერქეზები სახლობდნენ, რომელთა უმეტესობა რუსებმა გაჟლიტეს ან აჰყარეს და თურქეთში გადაასახლეს. ასე რომ ამჟამად ჩერქეზთა მოსახლეობის მხოლოდ ნაშთია დარჩენილი იქ. საბჭოთა რუსებმა ეს ნაშთიც რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულად დაჰყვეს, ადიდეს, ჩერქეზთა და ყაბარდოს ავტონომიების სახით, ხოლო პირაქეთა საქართველოში, ისტორიული ქართული აფხაზეთის მიწა-წყალზე აფსუათა ავტონომია შექმნეს აფხაზეთის ავტონომიის სახელწოდებით.

იმის გამო, რომ ძველად ჩერქეზული მოდგმის ხალხებს საკუთარი დამწერლობა არ ჰქონიათ და იგი სულ რამდენიმე ათეული წლის წინათ შექმნეს, აქ მათი ტოპონიმიისა და ზეპირსიტყვიერების ცნობებს განვიხილავ პირიქითა საქართველოს შესახებ. ამასთან განვიხილავ საკუთრივ ადიღედ წოდებული ჩერქეზების წყაროების ცნობებს, რადგან ქართველთა შემდგომ სწორედ ისინი სახლობდნენ ლეონტის მიერ მოხაზულ პირიქითა საქართველოში.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ადიღეურ ტოპონიმიასა და ზეპირსიტყვიერებაში დაცულია სრულიად უნიკალური მასალა საქართველოს ისტორიისა და ადიღე-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის შესახებ, რაც ადიღეურსა და ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე თითქმის სრულიად გამოუყენებელია. ადიღეური ტოპონიმიური მასალის საკმაოდ ვრცელი და, შეიძლება ითქვას, სრულყოფილი კრებულია „ადიღეური ტოპონიმიკური ლექსიკონი“, რომლის ავტორია კასიმ მერეტუკოვი (9). ეს ლექსიკონი 1990 წელს გამოქვეყნდა მოსკოვში, რუსულ ენაზე, ადიღეს ეკონომიკის, ენის, ლიტერატურისა და ისტორიის კვლევითი ინსტიტუტის გრიფით. ნაშრომმა ჩერქეზი და რუსი მეცნიერვბის მაღალი შეფასება დაიმსახურა, ვფიქრობ, სავსებით სამართლიანად. მასში დაახლოებით 2500 ტოპონიმია განხილული და უმეტეს შემთხვევაში უეჭველად განმარტებული. ლექსიკონში დადასტურებული ტოპონიმების აბსოლუტური უმრავლესობა, ბუნებრივია, ადიღეურია, მაგრამ იქვეა დამოწმებული ჩვენთვის უაღრესად საყურად.ღებო ქართული მასალაც, რომლის მცირე ნაწილი ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ისტორიოგრაფიაში თითქმის მთლიანად უგულებელყოფილი გახლდათ.

ამრიგად, აღნიშნული ლექსიკონის თანახმად ქ. სოჭის ჩრდილოდასავლეთით, ოციოდე კილომეტრის დაშორებით მდინარე შახეს აუზში არის ქედი, რომელსაც ადიღეურად ჰქვია სონჩთხ. ადიღეურად სონე არის სვანი, თხ — ქედი, სონჩთხ ნიშნავს სვანების ქედს, ასე განმარტავს ამ ტოპონიმს ლექსიკონის ავტორი (10). ამ ქედზე არის ადგილი, რომელსაც ადიღეელები ეძახიან სონჩ, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება — სვანების… მაგრამ რა არის ამ სონჩთხ — სვანების ქედზე, სვანებისა, — ნასახლარი, ნაციხარი, თუ სხვა რამ, ეს უკვე აღარ ახსოვს ადიღეელთა ისტორიულ მეხსიერებას, მაგრამ რაც ახსოვს, ესეც უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ სვანების ქედის კიდევ უფრო დასავლვთით ქ. ტუაფსეს მახლობლად არის ქედი, რომელსაც ადიღეურად ჰქვია გუჯეურიუ (11). დამოწმებული ლექსიკონის ავტორი, ვფიქრობ, ზუსტად ვერ განმარტავს ამ ტოპონიმს. იგი წერს, რომ ტოპონიმი სახელ გუჯედან არის ნაწარმოები, მაგრამ არ, თუ ვერ განმარტავს თვით სახელ გუჯეს. ერთი ცხადია, გუჯე მას საკუთარ სახელად არ მიაჩნია, მაგრამ რას ნიშნავს, რისი სახელია ეს გუჯე, ამაზე იგი დუმს. იმის მახლობლად, სადაც ქედ გუჯეურიუს ასახელებს, ავტორი აღნიშნავს ტოპონიმს (12), რომელსაც ადიღეურად ჰქვია: შოიყუაშე შხომჩიატლ, რაც, ქართულად ასე ითარგმნება: „წაბლის ტევრი, რომელიც მდინარე შოიყვას ზემო წელზეა“. ავტორის განმარტებით გამოდის, რომ ეს წაბლის ტევრი სწორედ იმ ქედზეა, რომელსაც გუჯეურიუ ჰქვია. გვიჯგვიჯრა სვანურად არის წაბლი და, ალბათ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ გუჯეურიუ, ანუ უფრო სწორად, გვიჯეური არის სვანური სახელწოდება, რაც ქართულად წაბლიანი, ამ შემთხვევაში ცხადია, ქედი იქნება.

ქ. ტუაფსედან კიდევ უფრო დასავლეთით არის ტოპონიმი კოცეხურ, რომლის შესახებ ლექსიკონში სწერია: „კოცეხურ ქედი ქალაქ გელენჯიკის მიდამოებში. ტოპონიმის მნიშვნელობა უცნობია“ (13). ადიღეური ენისათვის ეს უცნობი ტოპონიმი, ვფიქრობ, ასევე სვანური წარმოშობის გახლავთ. სვანურად კაცხ აღნიშნავს თხემს, მწვერვალს, მთის წვერს. ამიტომ, რადგან ჩვენი წყარო ადასტურებს, რომ კოცეხურ არის ქედი, ცხადია, სიტყვასიტყვით ქართულად ეს იქნება მწვერვალიანი ქედი, რაც სვანური კოცეხურ-კაცხურის შესატყვისია.

ახლა ტოპონიმ გელენჯიკის შესახებ. ლექსიკონის ავტორი იძლევა მის რამდენიმე სავარაუდო განმარტებას, არაბული, თურქული და ადიღეური ენების საფუძველზე, მაგრამ არც ერთი მათგანი მას უეჭველად არ მიაჩნია (14).

მე მგონია, რომ გელენჯიკის უეჭველი განმარტება მეგრული ენით შეიძლება. გალენ არის გარე, ხოლო ჯიხა — ციხე და ამდენად გელენჯიკ-გალენჯიხა ქართულად გარეციხეა. (ამ ცნობის მოწოდებისათვის მადლობელი ვარ ბ-ნ აბესალომ ტუღუშისა).

წავიწიოთ კიდევ უფრო დასავლეთით და კავკასიის შავი ზღვის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს მივხედოთ. აქ ქ. ანაპას ჩრდილო-დასავლეთით არის ორი დასახლება ვერხნეე ჯემეტე და ნიჟნეე ჯემეტე. პირველი სულ სამიოდე, ხოლო მეორე შვიდიოდე კილომეტრითაა დაშორებული ქ. ანაპას.

ლექსიკონში წერია: ,,ჯემეტე — დაბა ანაპას რაიონში. შახელწოდება სინქრონულ ანალიზს არ ემორჩილება (15).

ორ ქართველურ ენაზე — მეგრულად და სვანურად ჯიმ მარილს ნიშნავს. ამიტომ, ვფიქრობ, ჯემეტე — ჯიმითი ქართულად იქნება მარილეთი. რატომ მაინც და მაინც მარილეთი? საქმე ის არის, რომ ნიჟნეე ჯემეტე ანუ ქვემო მარილეთი მდებარეობს სწორედ მლაშე, გნებავთ, მარილიანი^ტბის, უფრო ზუსტად, ლიმანის ნაპირას და, ეტყობა, ამ დასახლების უძველესი მკვიდრნი მარილს მოიპოვებდნენ ამ ადგილებში. ყოველ შემთხვევაში, ჯემეტე-ჯიმითი-მარილეთი არა მგონია, სადავო იყოს.

 ამრიგად, ადიღეურმა ენამ შემოგვინახა საკუთრივ ადიღეური ტოპონიმები, რომლებიც ქართული შინაარსის მატარებელნი არიან. ასეთებია სონჩთხ-სვანების ქედი და სონჩ-სვანების. იმავე ენამ შემოგვინახა ქართული, ე.ი. საკუთრივ სვანური და^მეგრული ტოპონიმები. ასეთებია გუჯეური, კაცხური, გალენჯიხა, ჯიმითი. ყველა ამ ტოპონიმით, ვფიქრობ უეჭველად დასტურდება ქართული, საკუთრივ სვანური და მეგრული მოსახლეობის მკვიდრობა, ადიღეურ მოსახლეობაზე უწინარეს, კავკასიის შავი ზღვის მთელს სანაპიროზე, დაწყებული ქ. სოჭის შემოგარენით, ვიდრე ქ. ანაპას დასავლეთით მდებარე ლომანებამდე.

 აღნიშნულის შემდეგ, ვფიქრობ, შეიძლება შევეხო ქ. სოჭის სახელწოდების ეტიმოლოგიის საკითხსაც. როგორც ჩვენში მიღებულია, ქართულად ვამბობთ და ვწერთ სოჭი და არა სოჩი. წინამდებარე თემის დამუშავებისას დავეჭვდი ამ ტოპონიმის ქართულად გამოთქმისა და მისი ამ სახით ქართულობის მართებულობაში. ჩანს, სოჭი ქართულში გავრცელდა ცხომი-ცხუმისა და ბიჭვინთა-ბიჭვინტას მიბაძვით. მაგრამ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ სოჭის მიდამოებში უძველესი მოსახლეობა სვანურ და მეგრულ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ყოფილან, ცხადია, შეუძლებელია მათ ამ ადგილისა და მდინარისათვის სოჭი ეწოდებინათ, რადგან არც მეგრულად და არც სვანურად სოჭი ისე არ გამოითქმის, როგორც საკუთრივ ქართულად. მეგრულად სოჭი არის გიგიბ, ხოლო სვანურად ნენზ და ასევე ტახრა. ასე რომ მდინარისა და ქალაქის სახელს — სოჭი — ქართულ ხე-მცენარის სახელ სოჭთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. მეორე მხრივ, ასევე იმის გამო, რომ ადიღეური მოდგმის მოსახლეობა საერთოდ შავი ზღვის სანაპიროზე, და, კერძოდ, სოჭის მიდამოებში მხოლოდ ქართული, ე.ი. მეგრულ-სვანური მოსახლეობის შემდგომ, ძალიან გვიან მოვიდა (როდის, ამას ქვემოთ მოგახსენებთ), ასევე ძირშივე მცდარია იმის მტკიცება, თითქოს სოჭის სახელწოდვბა ერთ-ერთი ჯიქური ტომის „შაჩას“ სახელიდან წარმოდგება. დიახ, როცა ამ ადგილებში ადიღეური მოდგმა მოვიდა, აქ უკვე იყო ძირძველი ქართული მოსახლეობა, ცხადია, თავისი ქართული, ანუ სვანურ-მეგრული ტოპონიმ-ორონიმ-ჰიდრონიმებით და როგორც ზემოთ დავრწმუნდით, ადიღეურმა მოსახლეობამ ერთ შემთხვევაში ეს ქართული ტოპონიმვბით შემოგვინახა, ხოლო მეორე შემთხვევაში თვითონვე, თავის ენაზე დაადასტურა ამა თუ იმ ტოპონიმის ქართულობა. და აქ, მდინარე სოჩისა აწინდელი ქ. სოჩის მიმართაც, მე მგონია, საქმე გვაქვს ამ მეორე შემთხვევასთან. კერძოდ, ჩანს ადიღეელებმა მდინარესაც და მის შესართავში მდებარე დასახლებასაც თავიდან სვანებისა უწოდეს, რაც როგორც ზემოთ დავრწმუნდით, მათ ენაზე ასე გამოითქმის — სონჩ. შემდგომში უცხო ენის, (ალბათ თურქულის, რუსულის) გავლენით უნდა მიგვეღო ფორმა — სოჩი. ისტორიული თვალსაზრისით ამგვარი რამ არა მარტო დასაშვები, არამედ სავსებით მისაღებია, ხოლო სოჩის ქართულ სოჭთან ან უბიხურ ანუ ჯიქურ შაჩასთან დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა.

 კიდევ ერთი ჩემი ვარაუდის შესახებ მოგახსენებთ. ამჯერად ქ. ანაპას სახელწოდების შესახებ.

 ადიდეურ ტოპონიმიკურ ლექსიკონში ათიოდე ეტიმოლოგიაა დამოწმებული ამ ტოპონიმისა, მაგრამ ავტორს არც ერთი უეჭველად არ მიაჩნია, იგი წერს: „ჩვენი აზრით სიტყვა ანაპა ორი ფუძისაგან შედგება ანაპა, სადაც ანა, (ანაპკა) წარმოადგენს პატარა მდინარის სახელწოდებას, რომლის შესართავთანაც მდებარეობს ქალაქი. სიტყვა „ანა“. სინქრონულ ანალიზს არ ემორჩილება (16). მეორე შემადგენელი — პა-პე გაიაზრება, როგორც შესართავი. მაგრამ აქვე იგი წერს, რომ პე-პა აღნიშნავს მხარესაც. მე მგონია ანაპა-ანაპე თავდაპირველად გამოითქმოდა სანაპა-სანაპე, რაც ადიღეურად სვანების მხარეს აღნიშნავდა. და თუ ეს მოსაზრება მისაღებია, მაშინ ესეც ისტორიულად კარგად საბუთდება, რომ სწორედ იმ ადგილს უწოდეს ადიღეელებმა ანაპა-სვანების მხარე, რადგან მათთვის სვანების მხარე, ქვეყანა, მდინარე ყუბანის გაღმა, (ე.ი. ჩვენთვის გამოღმა) იყო და სწორედ აქედან იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე, რაშიც ქვემოთ დავრწმუნდებით.

 ახლა გადავიდეთ კავკასიის ქედს გადაღმა და ვნახოთ, რა სურათი გვაქვს ამ მხრივ მდინარე ყუბანის აუზში. კავკასიონი გადავლახოთ იმ ადგილიდან, სადაც სონჩთხ — სვანების ქედია აღმართული. აქედან მდინარე შახეს ხეობით ძველი გზა მიემართება და წყალგამყოფი ქედის მწვერვალებამდე რამდენიმე ათეული კილომეტრია. მწვერვალ ოშტენის დასავლეთი ფერდობებიდან სათავეს იღებს მდინარე ქურჯიფს, რომლის შესახებ ჩვენს წყაროში სწერია: „ქურჯიფს — მდინარე ბელაიას მარცხენა შენაკადი, ერთვის მას მაიკოპის ახლოს“. ქურჯიფსის ეტიმოლოგიას ბევრი უკავშირებს „ქურჯ“ — ქართველს, აქედან „ქართველის წყალი“. არსებობს ვარიანტი ფორმით ქურჯიჟ „დიდი ქართველი“ (17).

 მართალია, ავტორი წერს ,,ბევრი უკავშირებს „ქურჯს“ — ქართველსო და ამით იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს კიდევ სხვა ეტიმოლოგიაც ამ ტოპონიმისა, მაგრამ იგი არავითარ სხვას არ იმოწმებს. რომ იყოს განსხვავებული ეტიმოლოგია, იგი უთუოდ დაიმოწმებდა. ამას აღვნიშნავ იმის გამო, რომ კ. მერეტუკოვის ლექსიკონი საფუძვლიანი მეცნიერული ნაშრომია და, როგორც წესი, აქ ყველა სავარაუდო ეტიმოლოგიაა დადასტურებული ამა თუ იმ ტოპონიმისა. ამიტომ, ბუნებრივია ვიფიქრო, თუკი ქურჯიფსის განსხვავებული ეტიმოლოგია ხელთ ექნებოდა, ლექსიკოგრაფი მასაც უთუოდ დაიმოწმებდა. აღსანიშნავია, რომ ყველა რუკაზე, სადაც ეს მდინარეა მითითებული, მას ეწოდება ქურჯიფს. ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ისიც, რომ შარშანწინ, როცა ბ-ნ ზურაბ ცინცაძესთან ერთად მაიკოპში ვიყავი და იქაურ მეცნიერებს (მათ შორის დამოწმებულ^ლექსიკონის ავტორს) ვკითხეთ, რატომ ეძახით ამას ქურჯიფს — ქართველების მდინარესო, მათ სრულიად სერიოზულად გვიპასუხეს, იმიტომ რომ საქართველოდან მოედინებაო. ამრიგად, ადიღეელთა მეხსიერებას დღესაც შემორჩენილი აქვს, რომ კავკასიის მთები და შავი ზღვის სანაპირო ისტორიული საქართველოა, მაგრამ იგივე ადიღეური ტოპონიმები კიდევ უფრო მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან. ასე, ქ. კრასნოდარის მახლობლად, შეიძლება ითქვას, მის გარეუბანში, არის ადგილი, რომელსაც ადიღეელები უწოდებენ ქურჯ ნიბ და ქურჯ ჩეი. ამ შემთხვევაში ჩვენი ლექსიკონი ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, დაბეჯითებით განმარტავს: „ქურჯ ნიბ —,,ქართველის დაბლობი“ — სახელწოდება მდინარე მარდას ველისა. მას მეორე სახელწოდებაც აქვს ქურჯ ჩე —,,ქართველის ველი“ (18).

 ამრიგად, ერთი ქართული შინაარსის ადიღეური ტოპონიმი, უფრო ზუსტად ჰიდრონიმი, კავკასიონის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე ქ. მაიკოპის მიდამოებშია დამოწმებული, უფრო სწორედ, ეს არის ორმაგი ჰიდრონიმი. ქურჯიფს-ქურჯიჟ, მეორე, ასევე ორმაგი ტოპონიმი ქურჯ ნიბ-ქურჯ ჩეი ქ. კრასნოდართან არის დადასტურებული. ახლა გავემართოთ ქ. კრასნოდარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, გავიაროთ ასიოდ კილომეტრი და იქ მდინარე ლაბას ქვემო წელზე ვნახავთ ადგილს, რომელსაც ადიღეელები ეძახიან სონე იმეზ, რასაც ასე განმარტავს ჩვენი ლექსიკონი.: „სონე იმეზ“ — ბუჩქნარი აულ ულაპის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში, „სვანების ტყე“ (19).

 დიახ, ადიღეური ტოპონიმიკური ლექსიკონით დასტურდება, რომ ქ. კრასნოდარიდან, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით ასი კილომეტრის დაშორებით არის ქართული შინაარსის ადიღეური ტოპონიმი — სონე იმეზ — სვანების ტყე.

 აქ ისიც აღსანიშნავია, ბუჩქნარს უწოდვბენ ტყეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ბუჩქნარი ტყის ნაშთია უწინდელი, ძველი ტყისა.

 ახლა ვნახოთ, როგორ განმარტავს მდინარე ლაბას სახელწოდებას ჩვენი წყარო: „ლაბა — მდ. ყუბანის ყველაზე დიდ^შენაკადი… ჰიდრონიმის ეტიმოლოგიის საკითხი სადაოდ რჩება. მდინარე ლაბას ერთ-ერთი შენაკადი სათავეს იღებს მთიდან ლოუბა (აბაზური სიტყვაა), ხოლო სვანურ ენაში სიტყვა „ლაბნა“ აღნიშნავს „წყაროს“. ეს მაგალითები შესაძლოა, რამდენადმე ჰფენენ შუქს ჰიდრონიმის შინაარსს“ (20).

 იმის გათვალისწინებით, რომ სონე იმეზ — სვანების ტყვ, სწორედ მდინარე ლაბას ნაპირებზეა, და საერთოდ, მდ. ყუბანის აუზში ქართული შინაარსის მატარებელი ადიღეური ტოპონიმების არსებობა, ვფიქრობ, ამტკიცებს იმას, რომ სათუო აღარ უნდა იყოს მდ. ლაბას სახელწოდების სვანური წარმოშობა. ამის შემდეგ მოულოდნელი აღარ არის მდინარე დიდი ლაბას ზემო დინებაზვ დაბა ქურჯინოვოს არსებობა, რომელმაც, მართალია, რუსიფიცირებული ბოლოსართით მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ თვით ფუძე „ქურჯ“ — ადიდეურ-ჩერქეზულად — ქართველი — აშკარად სახეზეა.

 მდინარე ქურჯიფსის დასავლეთით, მის პარალელურად, მიედინება ქურჯიფსივით პატარა მდინარე ფხეშა, რომელიც ასევე მდ. ბელაიას ერთვის. ამ მდინარეს ზემო წელზე ერთვის კიდევ უფრო პატარა მდინარე მერეთუყვა. აქვეა სოფელი მერეთუყვა, სადაც ოთხი დოლმენია, რომელთაც მერეთუყვას დოლმენებს ეძახიან. „მდინარისა და სოფლის სახელწოდებას საფუძვლად უდევს გვარ მერეთუყვას სახელწოდება“ (21), წერს ლექსიკონის ავტორი კ. მერეტუკოვი (სხვათა შორის, ეს მერეტუკოვი თვითონ არის მერეთუყვა), მაგრამ იმას კი არ განმარტავს, რას ნიშნავს ეს მერეთუყვა? სამაგიეროდ სხვაგან იგი მაინც განმარტავს ამ ტოპონიმს, თუმცა არა უშუალოდ აქ დამოწმებული ფორმით. ავტორი წერს, რომ მდინარე ქურჯიფსის სათავეებთან არის ადგილი, რომელსაც ეწოდება ,,მერეთენე კუშხახუ — ასე ჰქვია საძოვრების ერთ ნაწილს ლაგონაკის ზეგანზე. „მერეთინების (იმერლების) საძოვარი“ (22).

 ამრიგად მერეთინ ყოფილა იმერელი, ხოლო მერეთუყვა ნიშნავს იმერლიშვილს და როგორც ზემოთ ვნახეთ, ადიღეში ყოფილა მდინარე, სოფელი, ოთხი დოლმენი მერეთუყვა-იმერლიშვილების. საიდან სადაო? უნებურად გაგიკვირდება, აქ იმერლებს რა უნდაო?! სვანი, მეგრელი, აფხაზი (და არა აფსუა!), კიდევ ჰო, მაგრამ იმერელი? ერთი შეხედვით, მართლაც უცნაურია, მაგრამ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შრომების IV ტომში, რომელიც მთლიანად მისი ადიღესა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში ექსპედიციის დღიურს წარმოადგენს, დადასტურებულია, რომ ადიღეელები იმერელში ქართველს გულისხმობენ და არა საკუთრივ იმერეთის კუთხის ქართველს — იმერელს (23). ს. ჯანაშიას აქვს ასეთი ჩანაწერი: „ქართველი — უფრო: მერეთინ, კიდევ: გრუზინ“ (24). ჩანს, რომ მერეთინ უფრო ძველია და უფრო გავრცელებული, მაგრამ მას უკვე ენაცვლება გრუზინ, რაც, ცხადია, ადიღეში რუსების დამკვიდრების შედეგია. ს.ჯანაშიას სხვაგანაც აქვს იმავე დღიურებში მერეთინ დამოწმებული. ასევე დამოწმებული აქვს მას გვარი მერეთუყვაც.

 იმერელი რომ ზოგადად ქართველის მნიშვნელობით ესმოდათ ადიღეელებს, სხვა მასალითაც დასტურდება.

 1937 წელს კავკასიის ნაკრძალში, რომლის ძირითადი ნაწილი ადიღეში შედის, იმოგზაურა ა. ოლენიჩ-გნენენკომ. 1940 წელს ქ. დონის როსტოვში მან გამოსცა წიგნი ამ მოგზაურობის შესახებ, სადაც ძირითადად ფლორასა და ფაუნას აღწერს, თუმცა, შიგა და შიგ ფოლკლორიც, უმეტესად, რუსული-კაზაკური ფოლკლორი შეუკრებია. აი, ამ ავტორთან ვკითხულობთ. „გავეშურე ახლომდებარე იმერელთა სადგომისაკენ (имеретинский кош).

 დიდი თავაზიანობით შემომეგება მაღალი მოხუცი. მას ჰქვია დავით ილარიონის ძე. სადგომი წარმოადგენს ფაცხას. კედლების გასწვრივ საწოლებია. შენობის შუაში ქვებისაგან მარტივი კერიაა მოწყობილი. ფაცხას გარს არტყავს დიდი ბაკი, დიდი არყის ხის მორებით შემოზღუდული. აქ ღამით საქონელს შემორეკავენ ხოლმე. ექვსიოდე უშველებელი, ღია თიხისფერი ნაგაზი დღე და ღამე დარაჯობს ქოხსა და საქონელს. ნაგაზები ძალიან ავები არიან და როცა ისინი თავს ესხმიან აქ შემთხვევით მოხვედრილ კაცს, თუ იქ პატრონები არ არიან, მაშინ მას ერთი გამოსავალი აქვს: ჩაცუცქდეს და არ გაინძრეს, ვიდრე მაშველი არ მოვა.

 ფაცხაში სამი იმერელი და ერთი რუსი ცხოვრობს. ისინი კოლმეურნეები არიან და აქ, მთებში აძოვებენ ჯოგს. იმერლები მიმასპინძლდებიან აირანით, მაწვნით (кислым молоком), ღომით და მჭადით. ჭამის წინ მხიარული ახალგაზრდა იმერელი ყველას სთავაზობს წყალს ხის ჩამჩით და ხელსახოცს, რათა ხელი დააბანინოს.

 მაწონსა და ღომს დიდი ხის ჯამებით მოგვართმევდნენ, რომლებიც, როგორც ჩამჩა, მშვენივრად არის გამო^ლილი ძვალივით მაგარი, თითქმის გამჭვირვალე ხისგან. ხის კოვზებით ვჭამდით, რომლებიც უიშვიათესად ნატიფი, მხატვრული ნამუშევარი იყო. გედის ყელივით მოქნეული, გრძელი ტარი ჰქონდათ. მკვრივ ულუფას იმერლები პირდაპირ ხელით იღებენ და მას მოკაუჭებული თურქული დანით ჭრიან. დანისპირებზე დასმულია ძველი მეიარაღე ხელოსნების დამღები და ტარები დამშვენებულია ვერცხლისა და ოქროს სევადით. მთელი ხის ჭურჭელი აქვე, ფაცხაშია დამზადებული. მას მესამე იმერელი ამზადებს, წარმოსადეგი ვაჟკაცი, ასე ორმოცდარვა წლისა, ძალიან ლამაზი, დიდი, ზაპოროჟიელივით ძირს დაშვებული ულვაშებით და კეთილი, ნაღვლიანი თვალებით. მას ავზე კოხტად აქვს მორგებული ყაბალახი.

 დავით ილარიონის ძე უფროსი მწყემსია. იგი კარგად იცნობს ქართველ და რუს კლასიკოსებს. ზეპირად და ძალიან ზუსტად კითხულობს ნაწყვეტებს პუშკინის, გორკის, ლევ ტოლსტოის ნაწარმოებებიდან. როცა სიტყვა ჩამოვარდა შოთა რუსთაველის მომავალ იუბილეზე, დავით ილარიონის ძემ თაროდან, რომელიც შეუღებავი სოჭისა იყო, გადმოიღო ვეფხისტყაოსნის ტომები ქართულ და რუსულ ენებზე და იწყო ხმამაღლა კითხვა, თან ადარებდა თარგმანს ორიგინალთან.

 მოდის ახალი ხალხი: იმერლები და რუსები. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა მოხუცი — მწყემსი ლეონტი კონონის ძე. იგი მეზღაპრე და მონადირეა (25).

 აქ „…ძოვს ჯოგი მეორე იმერული სადგომიდან“ (ბაკიდან) (26).

 „როცა ჩვენ ვსაუბრობდით, წაბლა ცხენი მოაგელვა იმერელმა კოლმეურნემ“ (27).

 „…1934 წელს, — მაშინ მე სამხრეთის განყოფილებაში ვმუშაობდი, — მეუბნებოდა იმერელი კონდრატე აქუბარდია, რომელიც ბაკებს დარაჯობდა ნომერ მეოთხე საძოვარზე აიშხოს მთაზე, — რომ ერთი წლის წინათ ვიღაც ბრაკონიერმა მახლობლად ხბორიანი ზუბრი მოვლა. მეორე იმერელმა მიამბო, რომ 1931 წელს მდინარე ცახვოას სათავეებში მან ზუბრი ნახა“ (28).

 „…ეძიებდა იმერეტინკის“… რაიონში (29).

 ერთგან ავტორი წერს, რომ გეოლოგებს უპოვიათ განსაკუთრებით ღირებული გრანიტი და იმოწმებს ამ ქვის პასპორტს: „…ნაპოვნია 1936 წელს ფსეაშხოს მახლობლად, იმერეთის ხევში (в Имеретинской балке) (30). „— დილაუთენია, მოსკოველი გეოლოგების ჯგუფი დაგვემშვიდობა და გაეშურა იმერეტინკისაკენ“ (მდ.) (31).

 „…მდინარე იმერეტინკას დასავლეთით“ (32)…

 „იმერლები ამბობენ, რომ ეს დათვები ხოცავენ ძროხებს და სხვა საქონელს“ (33)…

 კიდევ რამდენჯერმე ახსენებს ეს ავტორი იმერლებსა და მდინარე იმერეტინკას, იგივე მერეთუყვას.

 ვინ არიან ეს იმერლები და საიდან გაჩნდნენ აქ?

 ერთგან, როგორც ვნახეთ, იმერელი კონდრატე აქუბარდიაა დასახელებული.

 ცხადია, აქაც იმერელი ზოგადად ქართველის მნიშვნელობით არის ნახმარი. მაგრამ როგორ და, რაც მთავარია, როდის მოხვდნენ ისინი ამ ადგილებში?

 რადგან აქ მწყემსზეა ლაპარაკი, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს მხარე ქართველებს საძოვრებად ჰქონდათ. მართლაც, ცნობილია, რომ XIX საუკუნის მიწურულიდან მეგრელებს ჯოგები ყუბანისპირეთში საძოვრებზე დაჰყავდათ. მაგრამ ამის გამო შეუძლებელია ადიღეელებს მეგრელებისა და საერთოდ ყველა დანარჩენი ქართველისათვის იმერელი ეწოდებინათ და თავის ქვეყანაში იმერული ტოპონიმები გაეჩინათ. პირიქით, რადგან ადიღეელთათვის იმერელი ქართველის სინონიმი იყო, ისინი მეგრელ მეჯოგეები იმერლებს დაარქმევდნენ, ოღონდ საკითხავია, აქ დამოწმებული იმერელი მწყემსები მეგრელი მეჯოგეები არიან თუ იმ მხარის ძირძველი ქართველების. ე.ი. იგივე მეგრელებისა და სვანების ნაშთი? მე მგონია, უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს იმერლები სწორედ იმ ძირძველი ქართველების შთამომავლები არიან, რადგან სხვა ტოპონიმებს რომ თავი დავანებოთ, მარტო მერეთუყვა — მდინარის, სოფლის, გვარის სახელი, ამ სოფელ მერეთუყვას დოლმენები, აგრეთვე იმავე ადიღეური სახელწოდებების რუსულად გადმოცემა — იმერეტინკა, იმერეტინსკაია ბალკა, აშკარად ამ მოსაზრებას უჭერენ მხარს. რაც მთავარია, ს. ჯანაშიას ხომ უეჭველად აქვს დადასტურებული, რომ ადიღეელები და აბაზები (იგივე აფსუები) ქართველებს მერეთინს უწოდებენ. ან კი რატომ უნდა ეწოდებინათ ადიღეელებს მეგრელებისათვის იმერელი, როცა ისინი მშვენივრად იცნობდნენ მეგრელებს. ანდა რა დასაჯერებელია, მეგრელ კაცს უთხრა, შენ იმერელი ხარო და მან არ გაგისწოროს, არა, პატენი, მარგალი ვარო. ასე რომ მეგრელ მეჯოგეს ადიღეელი იმერელს არც და ვერც დაარქმევდა. ან თუნდაც ის რა დასაჯერებელია, რომ მეგრელ მეჯოგეს და, საერთოდ, ნებისმიერი კუთხის ქართველ მწყემსს (თუ, რა თქმა უნდა, ის ალექსანდრე ყაზბეგი არ იყო.) ისე კარგად სცოდნოდა რუსული კლასიკური ლიტერატურა ანდა „ვეფხისტყაოსნის ქართული და რუსული ტექსტების შედარება“ შეძლებოდა, როგორც ამას ავტორი აღწერს (34). აქ შეიძლებოდა ქ. სოჩის მახლობელი სოფლის — პლასტუნკის მკვიდრი ქართველებიც — ჩემი დაუვიწყარი მეგობრის, სერგო ცხვედიანის თანასოფლელებიც გვეგულისხმა, მაგრამ, ჯერ ერთი, პლასტუნკაში ძირითადად ლეჩხუმიდან და რაჭიდან ჩასახლებულები ცხოვრობენ და, რაც მთავარია, თუნდაც მათთვის იმერელი ეწოდებინათ, ამის გამო მერეთინ-იმერელი ქართველის მნიშვნელობით რატომ უნდა ეხმარათ?

 ასე რომ თუკი შორეულ სპარსეთში გადახვეწილი ქართველობა არ გადაშენდა საუკუნეების განმავლობაში, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ პირიქითა ანუ ისტორიულ საქართველოში, აწინდელი საქართველოს მახლობლად, მის მეზობლად, ბოლო დრომდე შემორჩენილიყო ქართული მოსახლეობის ნაშთი?

 ახლა სიტყვა მერეთინის ბოლოსართ ინ-ის შესახებ. თითქოს იგი რუსული ჩანს, მაგრამ არა.

 ასეთი ბოლოსართიანი სიტყვები, სატომო, გვარის, კაცის, გეოგრაფიულ სახელებში ადიღეურ-აბაზურ ენებში დამოწმებული აქვს ს. ჯანაშიას: „საძინ, ტაულინ, აფსინ, ჭიგვინ, ჰაქვრინ, ფშიღავინ, მედინ, ცვაფსინ“…(35)

 ასე რომ ადიღეურ-აბაზურ ენებუი ტერმინი მერეთინ ქართველის მნიშვნელობით, უთუოდ იმერეთის სამეფოს უკავშირდება, რაზეც ქვემოთ შევჩერდები. გარდა იმერლებისა და მათთან დაკავშირებული ტოპონიმების მოხსენიებისა, ა. ოლენიჩ.-გრენენკოს აღნიშნული წიგნი სხვა მხრივაც ეხება ქართულ თემას. იგი წერს: “განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძეგლებს, რომლებიც ადასტურებენ საქართველოს უზარმაზარ კულტურულ გავლენას ადიდეელ ხალხებზე. ეს ძეგლები მჭიდროდ უკავშირდება ლეგენდარული ქართველი მეფის თამარის სახელს, რომელმაც ქრისტიანობა მთელს შავი ზღვისპირეთში გაავრცელა“ (36).

 ავტორი არ უთითებს წყაროს, მაგრამ თავისთავად თამარ მეფის ხსენება საყურადღებოა. ჩანს მას ჰქონდა საფუძველი აქ თამარ მეფის ხსენებისა და ეს მისი პირადი ჩანართი არ არის. ამას მაფიქრებინებს სიმონ ჯანაშიას ერთი ჩანაწერი: „ადიიუხ — ხელი, რომელიც სინათლეს იძლევა. სიმღერაა ასეთი; მთქმელი ფიქრობს, რომ ადიიუხ (ქალის სახელია) უნდა გულისხმობდეს თამარ მეფეს. რადგანაც ამ სიმღერაში ამ ადიიუხის კოშკია მოხსენებული“ (37).

 რა თქმა უნდა, ა. ოლენიჩ-გნენენკოს ცნობას თამარ მეფის მიერ ადიღეში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ თუ გავიაზრებთ როგორც პირველად აქტს, კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ, ვფიქრობ აქ, ასე ვთქვათ, ადიღეთა საბოლოო მოქცევის გამოძახილია, რაც უშუალოდ თამარის სახელს არ უკავშირდება, და ამდენად მასში ისტორიული რეალობის მხოლოდ ზოგადი ანარეკლი არის. საერთოდ კი ა. ოლენიჩ-გნენენკოს მიერ ასეთი დაბეჯითებით ხაზგასმა ქართველთა კულტურული გავლენისა, მთელი ადიღეს მიმართ ქმნის იმ ფონს, რაც საშუალებას იძლევა ადიღეში ქართული ნაკვალევის ძიებისა. და რომ ასეთ ძიებას სრულიად უეჭველი საფუძველი გააჩნია, ვფიქრობ, ეს უკვე ზემოთ განხილულმა ტოპონიმებმა დაადასტურა. ამის შემდეგ იმავე ავტორის ცნობები უცნობი ციხის ნანგრევების და სხვათა შესახებ ამ ძეგლთა ქართულობაზე უნდა მიუთითებდეს. ეს მოსაზრება, ვფიქრობ, განსაკუთრებით გამოკვეთილად ესადაგება ავტორის შემდეგ ცნობას. „სტანიცა ბარაკაევსკაიასა და სტანიცა ნოვოსვობოდნაიას შორის არის რამდენიმე გამოქვაბული. იქ ძველი უცნობი ხალხი ცხოვრობდა. ქვაბებში შემონახულია საოჯახო ნივთები, კერიები, ქვაბულის კედლები დაფარულია წარწერებით და ნახატებით, რომლებიც ამოკვეთილია ქანებში“ (38).

 ეს ადგილი ქ. მაიკოპიდან აღმოსავლეთით ოცდაათიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. არ ვიცი, ვინმემ შეისწავლა თუ არა ეს ქვაბები, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რო ვინაიდან ეს მხარე ქართველთა პირველსაცხოვრისი ყოფილა და შემდგომ ამ მხარეში მოსულ ადიღეელებს ძველად, ძველად კი არა, ამ ასი წლის წინათაც კი საკუთარი დამწერლობა არ ჰქონიათ, თუკი იმ ქვაბებში მართლა წარწერები არის, ან იყო, ეს ალბათ ძველი ქართული წარწერები უნდა ყოფილიყო. ვინ იცის, მოხერხდება კი ამის შემოწმება? დავუბრუნდეთ იმავე ადიღეურ ტოპონიმიურ ლექსიკონს. რა თქმა უნდა, ზემოთ დამოწმებული ტოპონიმებით არ ამოიწურება ლექსიკონის ქართული მასალა. ასე მაგალითად, ლექსიკონი სამ ტოპონიმს იმოწმებს ჯვარის მნიშვნელობით: ჯორე ჩიგ, ჯორეკოთხირ, ჯორეყოპს, ამასთან, სქოლიოში განმარტავს: „ჯორე — ჯვარი ნასესხებია ქართული ენიდან“ (39).

 ამათგან პირველის შესახებ ავტორი წერს: „ჯორე ჩიგ „ჯვარი”: ასე ეძახდნენ დიდი მუხის ხეს, მდ. ტუს ზემო წელზე. ხის ძირას დგამდნენ ხის ჯვარს და მის წინ ლოცულობდნენ“

 უწინ იცოდნენ ცრურწმენური თამაშობა ჯორ (ჯვარი), რომელიც მიწათმოქმედებასთან იყო დაკავშირებული. ჩვეულებრივ, თამაშობა იმართებოდა გაზაფხულზე, თესვის დაწყების წინ. მოთამაუენი ორ ჯგუფად იყოფოდნენ. თამაშს, მეტი შთამბეჭდაობისათვის საღამოთი იწყებდნენ. ყოველ მონაწილეს ხელში ეჭირა შუბი, რომელსაც წვეროზე თივის კონა ემაგრა. თამაშის დაწყების წინ თივას ცეცხლს უკიდებდნენ და ამ ჩირაღდნებით გადარბოდნენ თავიანთი სათესების საზღვრებში და ანაზდად ესხმოდნენ ერთმანეთს თავს. ამასთან ყოველი მხარე ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი „ტყვე“, ტყვეები კი როგორც წესი, თამაშს წყვეტდნენ. მოთამაშენი მღეროდნენ. „ჯორ, ჯორ“ მოგვეცი მოსავალი და იქნევდნენ ჩირაღდნებს (40). შემდეგ: „ჯორეკოთხირ, ქედი აულ აგუის (კუიბიშევკა) სამხრეთ-ღმოსავლეთ შემოგარენში“.

 „ჯორე“ — „ჯვარი“, „თხი“ — ქედი. აულის ხანდაზმულთა მოწმობით, შორეულ წარსულში ქედზე საუკუნოვანი მუხები ხარობნენ, რომლებიც წმინდა ხეებად იყო მიჩნეული. მათზე იყო მიყუდებული ხის ჯვრები^რომელთა წინაშეც ლოცულობდნენ მახლობელი აულების მცხოვრებნი“ (41).

 შემდეგ: „ჯორეყოფს“. ჯორე — „ჯვარი“, “ყო“ — ხეობა, ველი. „ფსი“ — მდინარე. მდინარის ჯვრის — „ჯვრიანი ხეობა“ — მდ. აგუის მარჯვენა შენაკადი. სათავეს შეეტხის ქედიდან იღებს. აულ აგუის ხანდაზმულები ჰყვებიან, რომ მდინარის ხეობაში ბევრი წმინდა ხე ხარობდა. ყოველი მუხის ძირას იდგა ხის ჯვარი, რომლის წინაშეც ლოცულობდნენ (42).

 ყველა ეს ჯვართან დაკავშირებული ტოპონიმი მდებარეობს ქ. თუაპსეს მიდამოებში. მრიგად, ადიღეური ტოპონიმია სრულიად უეჭველად ასაბუთებს, რომ მდინარე ყუბანის მარცხენა ნაპირის მხარეში და შავი ზღვის სანაპიროზე, ქ. სოჩიდან ტამანის ნახევარკუნძულამდე, ადიღეურ მოსახლეობაზე უწინარეს ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა. ჯერჯერობით ამ დასკვნაზე შევჩერდები. და ახლა ადიღეურ ლეგენდებს მივმართავ. ჯერ შედარებით ახალი ლეგენდის შესახებ მოგახსენებთ. ამ თექვსმეტი წლის წინათ წავაწყდი ერთ ადიღეურ ლეგენდას, რომელიც ქართველი მკითხველისათვის უცნობი აღმოჩნდა, ლეგენდა რუსულ ენაზე იყო გამოქვეყნებული, ვთარგმნე, მივიტანე გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში, რადგან მინდოდა, რაც შეიძლება მეტი მკითხველი გასცნობოდა და ექვსი თვის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გამოვაქვეყნე. მერე ერთ ჩემს წიგნშიც შევიტანე და ბოლოს, შარშან, კიდევ ერთხელ დავიმოწმე ერთ წერილში, რომელიც გაზეთ „საქართვვლოში“ დავბეჭდე. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ არც ერთ შემთხვევაში არც ერთი ქართველი მწერალი და მეცნიერი ამ ლეგენდით არ დაინტერესებულა, გარდა ბ-ნი გიორგი ჩიტაიასი, რომელმაც მთხოვა და მეც მივართვი ლეგენდის პირველი პუბლიკაცია.

 რა ლეგენდაა ეს? აი ისიც:

მაღალ კლდეზე პირქუშად იყო აღმართული ადიღეელი თავად დახის ყალა-სარაი (ციხე-სასახლე), რომელიც მტაცებლის ბუდესავით ბატონობდა გარშემო აულებზე. ციხის განიერ გალავანზე დღე და ღამე დააბიჯებდნენ თავადის ერთგული ბაიყოლები. არავის შვეძლო ციხეში შეღწევა. მოძრავი ხიდი, გადებული განიერსა და ღრმა თხრილზე, ყოველთვის აწეული იყო.

 ზოგჯერ ციხის ალაყაფის კარი იღებოდა. ხიდი ძირს ეშვებოდა და თავისი მოლაშქრეების თანხლებით ციხიდან გამოდიოდა თავადი დახი. იგი სანადიროდ ეშურებოდა. გაჰყვიროდა ბუკი, ახლომახლო სოფლების დამფრთხალი მცხოვრებლები იმალებოდნენ. ხოლო ვინც ამ დროს ტყეში იყო, მაღალ ხეებზე ძვრებოდნენ. თავადი დახი ახალგაზრდა აღარ იყო, ასე ორმოცამდე წლისა ბრძანდებოდა. ვაი, მას, ვინც ეცდებოდა მისი განკარგულების უგულებელყოფას. მასავით უკუღმართი, სასტიკი და ანჩხლი იყო დედამისი – ფიზიაბგო. ავი ხმები თავად დახისა და მისი ციხის შესახებ ადიღეელთა ქვეყანას მოედო. ყველას ეშინოდა ციხესთან გავლა, რადგან დიდმა და პატარამ იცოდა, რომ მის ჯურღმულებში ბევრი უდანაშაულო ადამიანი იტანჯებოდა.

 ერთხელ თავადი სარბევად გაემართა. ტყე-ტყე იარეს. მესამე დღეს უკან მოიტოვეს უღელტეხილი და ბილიკიც დაღმართს დაუყვა. ეს უკვე გურჯისტანის — საქართველოს მიწა იყო. აქ ფრთხილად უნდა ევლოთ, რადგან მეკობრეებს პურ-მარილით არავინ შეეგებებოდა. მზვერავებმა თავადს აცნობეს, რომ წინ სოფელი გამოჩნდა, დიდი არ ეთქმოდა, მაგრამ მდიდარი კი იყო. მეკობრეები მოულოდნელად დაესხნენ სოფელს. ააოხრეს, აჰკიდეს ცხენებს ნაძარცვი და უმალვე დააპირეს გაცლა. კარგი ნადავლი იგდეს ხელთ. ჩქარობდნენ. ის იყო თავადი დაიძრა ალმოდებული სოფლიდან გასასვლელად, რომ წინ ჭაღარა მოხუცი აღემართა.

 — ვინ აგდიხარ, ჩემს შეჩერებას რომ ბედავ?! — უღრიალა თავადმა.

 — მე მწყემსი ვარ. შენ კი მკვლელი. ღმერთი შენ დაგსჯის! — მიუგო მოხუცმა.

 — მომაშორეთ! — ბრძანა თავადმა და მოხუცი წაათრიეს.

 — მამა! — გაისმა განწირული კივილი.

 მოხუცს მივარდა სამალავიდან გამოსული ქალიშვილი. მან მრისხანედ გაუსწორა თვალი თავადს, წარბი არ შეიხარა. მისი გამოხედვით შედრკა თავადი.

 — რას ჩადიხართ? — მრისხანედ ჰკითხა ქალიშვილმა.

 — როგორ მიბედავ შეკითხვას! — იღრიალა თავადმა და ბრძანა, — შეჰკარით!

 ქალიშვილი ბაწრით გაკოჭეს და ცხენის ზურგს დააკრეს.

 — შვილო! — აყვირდა სიმწრისაგან გახელებული მოხუცი მწყემსი, — ბელა!

— ჩაუგდეთ ენა მუცელში! — ბრძანა თავადმა.

 ერთმა მეკობრეთაგანმა მოუქნია ხმალი და თავგაპობილი, სისხლის თქრიალით დაეცა მკვდარი მოხუცი. ყველაფერი ეს დაინახა ქალიშვილმა, იგი სიმწრისაგან დაიკლაკნა, მაგრამ მხოლოდ ბაწარი შემოეჭირა უფრო მაგრად ტანზე, ქალიშვილმა საშინლად ამოიგმინა და გრძნობა დაკარგა. როცა გონს მოეგო, საღამო იყო. მაღალ მთებში, ღელის პირას, კოცონი გიზგიზებდა. მეკობრეები ცეცხლს შემოსხდომოდნენ. ბელა ბალახზე იწვა, ზედ ნაბადი ეფარა.

 — და მე კიდევ ცოცხალი ვარ?! — გაიფიქრა, — როგორ უნდა ვიცოცხლო იმის შემდეგ, რაც მე დავინახე და გადავიტანე? მაგრამ უნდა ვიცოცხლო იმისათვის, რომ შური ვიძიო მამის, ნათესავების, ყველა მოკლული ჩემი სოფლელებისა!

 ორი დღის შემდეგ თავადი უკვე თავის ციხეში იყო. ლამაზმა ქართველმა ქალიშვილმა მოსვენება დაუკარგა მას. დახმა თავის სიცოცხლეში პირველად შეიყვარა და ვერაფრით გაიგო, როგორ მოხდა ეს. თავადმა თავის ოთახში შეიყვანა ტყვე და ჰკითხა:

 — რა გქვია?

 — ბელა!

 — გახდი ჩემი ცოლი!

 — არასოდეს!

 — გონს მოდი! — უთხრა თავადმა და დედამისს დაუძახა, დაავალა ტყვესათვის მიეხედა. ციხე-სიმაგრის მდიდრულად მორთულ ოთახში ცხოვრობდა ტყვე — ბელა. იგი მდიდრული სამოსითა და სამკაულებით მოკაზმეს, მაგრამ მისი გული ვერაფრით ვერ მოიგეს. ბელა არასოდეს არ გახდება მამის მკვლელის ცოლი.

 — შენ მოხვალ, როცა თანახმა იქნები ჩემი ცოლობისა. — უთხრა ერთხელ თავადმა.

 — არა! — ამაყად მიუგო ქალიშვილმა.

 გავიდა რამდენიმე დღე. ბელამ ხანჯალი იშოვა და მაშინ მდიდრულად გამოწყობილი, საოცარი სილამაზით მოელვარე, იგი თავადის ოთახში შევიდა. დაცვამ გაატარა. ბელას შემხედვარე გაკვირვებული თავადი ადგა:

 — შენ მოხვედი? — ჰკითხა.

 — დიახ! — უპასუხა ბელამ.

 — იქნები ჩემი ცოლი? — კვლავ ჰკითხა თავადმა.

— დიახ! — მიუგო მან.

 თავადმა გაშალა ხელები, დააპირა მოხვეოდა ქალიშვილს. მაშინ ბელამ კაბიდან იძრო ხანჯალი და შიგ გულში დასცა თავადს.

 ბელა სწრაფად გამოვიდა ოთახიდან. ეზოში თავადის ცხენი იდგა. ქალიშვილი მოახტა ცხენს და ალაყაფის კარისაკენ გააჭენა. დაცვამ არ იცოდა რა მოხდა და გაატარა იგი. ბელამ სწრაფად შეაფარა თავი ტყეს.

 — თავადი მოკლეს! — ატყდა ყვირილი სასახლეში.

 ბელას მაშინვე დაედევნა მდევარი. რამდენიმე საათს გაურბოდა იგი მდევარს, მაგრამ მაინც დაეწივნენ. სულ ცოტაც და შეიპყრობდნენ კიდეც. წინ კი მდინარე იყო, საშინელი, ფრიალო ნაპირით. ბელამ ცხენს გადაჰკრა და ორივენი გადაეშვნენ აქაფებულ მდინარვში. ამაყი, დაუმონებელი ბელას გვამი მდინარემ გამორიყა. გლეხებმა აბაძეხების ტომიდან დაკრძალეს იგი, ხოლო მდინარეს უწოდეს სახელი — ბელა. შემდეგში რუსებმა გადააკეთეს მდინარის სახელი ბელაიად.

 თავადი? მისი გვამი დედამ ბრძანა დაემარხათ მდინარის პირას. მას მერე იმ მდინარეს უწოდეს დახი. მისი წყალი ხშირად არის მღვრიე, როგორც თავადის ცხოვრება. მდინარე ბელაიას ერთვის მდინარე დახი და შეგიძლიათ ნახოთ ბელაიას წმინდა დინება, ხოლო დახისა — ბინძური. კიდევ დიდხანს ბობოქრობდა სასახლეში თავადის დედა.

— ფიზიაბგო! — ბრაზით ამბობდნენ მასზე მახლობელი სოფლების მცხოვრებლები. მაგრამ, აჰა, ისიც მოკვდა, ხალხმა დაივიწყა თავადი, დაანგრია მისი სასახლე, ოღონდ სახელი ფიზიაბგო — მთას დღემდე შემორჩა. იგი ითარგმნება ხან, როგორც „ანჩხლი ცოლი“, ხან, როგორც „ქალის მთა“ (43)

 ასეთია ამ მშვენიერი ლეგენდის შინაარსი.

 მკითხველი უთუოდ დაგვეთანხმება, რომ ეს პოეტური ლეგენდა ულამაზესი საგალობელია ქართველი ქალისა, ჰიმნი, რომელიც მას ადიღეელმა ხალხმა უგალობა. ამ ლეგენდის შესახებ ჯერ იმას აღვნიშნავ, რომ სახელი ბელა ადიღეური, გნებავთ, ჩერქეზული არ ყოფილა, როგორც ადრე მეგონა და, ალბათ, დღესაც ბევრს ჰგონია. ლერმონტოვის გამო. ბელა რომ ადიღეური სახელი არ არის, ეს ერთხმად და კატეგორიულად დაგვიდასტურეს ადიღეელმა მეცნიერებმა შარშანწინ ბ-ნ ზურაბ ცინცაძესა და მე. ამის შემდეგ მე საგანგებოდ გავჩხრიკე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას მეოთხე ტომი, სადაც არა მარტო ადიღეური, არამედ მთელი ჩრდილო კავკასიის ხალხების ქალთა და კაცთა სახელების ვრცელი სიაა ჩამოწერილი. არსად, არც ერთი ხალხის ქალის სახელად ბელა არ არის იქ დადასტურებული. მაშინ ვიფიქრე. თუ ბელა ლერმონტოვის ფანტაზიის ნაყოფი არ არის, გამოდის, რომ იგი ძველი ქართული სახელია ქალისა, მსგავსად კაცის სახელისა — დათუნა.

 ასეა თუ ისე ამ ლეგენდით, მდინარე ბელაიადან სამი დღის სავალზე, უღელტეხილს გადმოღმა, ე. ი. ამიერკავვასიაში, სოჩი-ტუაპსეს რაიონში მდებარეობს საქართველო და ეს არის ამ ლეგენდაში ამჯერად ჩემთვის მთავარი. თუმცა, ზემორე მასალის ფონზე ეს ცნობა რაიმე განსაკუთრებულს არ შეიცავს, მაგრამ ლეგენდა იმას ადასტურებს, რომ ქართველთა პირველსაცხოვრისი ყუბანის აუზსა და შავი ზდვისპირეთში ადიღეელებს ერთბაშად კი არ დაუჭერიათ, არამედ ისინი ჯერ ყუბანის აუზში დამკვიდრებულან და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოსულან ქედს გადმოღმა, შავი ზღვის სანაპიროზე.

 აღნიშნულ ლეგენდას იმოწმებს ზემოთხსენებული ადიღეური ტოპონიმიური ლექსიკონი, ოღონდ მისი ავტორი არ ახსენებს იმას, რომ ბელა არის ქართველი, არც იმას, რომ იგი საქართველოდან გაიტაცეს, მაგრამ იგი მიუთითებს წყაროს, და აი ეს წყარო აღმოჩნდა ასევე ზემოთ დამოწმებული ა. ოლენიჩ-გნენენკოს წიგნი „კავკასიის მთებში“. იქ კი აი, რა სწერია: „სტანიცა კამენომოსტსკაიასთან… არის მთა ფიზიაფხო… ადიღეური ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ამ მთაზე ძველთაგან იდგა კოშკი. კოშკის პატრონმა, ჩერქეზმა თავადმა, ამოიყვანა დანარბევის ნადავლი, მდაბიო ქართველი ქალიშვილი, სახელად ბელა. თავადმა, ტყვე ქალის სილამაზით გაგიჟებულმა, ცოლად შეირთო იგი. მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ქართველს სძულდა თავისი გამტაცებელი და დღე და ღამ შურისგებაზე ფიქრობდა. ბოლოს მან შეძლო განზრახვის აღსრულება. ბელამ მოკლა თავადი, ფიზიაფხოს მთიდან იგი მდინარესთან ჩავიდა და გადაეშვა მის მღელვარე ტალღებში. მისი გვამი აბაძეხებმა ამოიღეს. მას შემდეგ მდინარეს ქართველი ქალის სახელი – ბელა უწოდეს. შემდგომში რუსებმა გადააკეთეს ეს სახელი „ელაიად“ (44).

 როგორც ვხედავთ, წყარო, რომელსაც ეყრდნობა და უთითებს ადიღეური ტოპონიმიკური ლექსიკონის ავტორი კ. მერეტუკოვი, სავსებით გარკვევით წერს, რომ ბელა არის ქართველი, რასაც მერეტუკოვი ჩქმალავს.

 რისთვის დასჭირდა ეს, თავისთავად საყურადღებო ნაშრომის ავტორს, მის სინდისზე იყოს, მაგრამ ამას აქ მხოლოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ ამის შემყურეს მე ეჭვი გამიჩნდა მთელი რიგი ტოპონიმების მისეულ ეტიმოლოგიაში, ცხადია, მათი ქართულობის შესაძლო მიჩქმალვის გამო. ვგონებ, არ უნდა იყოს სათუო, რომ ამ ლეგენდის პირველი ვარიანტის ზემოდ დამოწმებული სიუჟეტიც იგივე წყაროდან იღებს სათავეს, რაზეც კ. მერეტუკოვი მიგვითითებს. უფრო კი ა. ოლენიჩ-გნენენკოსა და ი. და ე. ჟერნოკლევებს აქ დამოწმებული ლეგენდის პირველი ვარიანტის ავტორებს ამ ლეგენდის საერთო წყაროთი უნდა ვსარგებლათ. ასეა თუ ისე, ოლენიჩ-გნენენკოს მიერ დამოწმებული კამენომოსტსკაიადან მართლაც სამიოდე დღის სავალია წყალგამყოფ ქედამდე, რომლის გადაღმა ლეგენდის თანახმად საქართველოა სოჩი-ტუაფსეს რაიონში.

 ახლა უძველესი ლეგენდების შესახებ. ცნობილია, რომ ადიღეელები ე. ი. ჩერქეზები-ყაბარდოელ-აბაზა-აფსუებითურთ და ოსები ითვლებიან ნართების ეპოსის შემოქმედ ხალხებად. რომელ მათგანს, ჩერქეზულ მოდგმას თუ ოსებს ეკუთვნის პირველობა ამ ეპოსის შექმნაში, ეს საკითხი ჯერ გაურკვეველია. მაგრამ ერთი რამ ცხადია, არ შეიძლება ორი სხვადასხვა მოდგმის ხალხი ერთი და იგივე ეპოსის შემქმნელი იყოს. ან ერთმა ხალხმა მეორისაგან შეითვისა ეს ეპოსი, ან ამ ხალხებს ერთი ძირი, ერთი წარმომავლობა ჰქონდათ და ნართების ეპოსიც ამიტომ ორივესთვის საერთოა, ორივე – ჩერქეზები და ოსები, უფრო სწორად, მათი საერთო წინაპრები, თანაბრად არიან მისი პირველშემოქმედნი. მაგრამ ისტორიოგრაფიაში დღემდე მიღებული თვალსაზრისის თანახმად ოსები ძველი ალანების შთამომავლები არიან, ანუ ინდოევროპული მოდგმის ხალხია, ხოლო ჩერქეზები — კავკასიური მოდგმისა. ასე რომ, ამ თვალსაზრისით გამორიცხულია, ამ ორი სხვადასხვა მოდგმის ხალხის თანაბარი პირველავტორობა ნართების ეპოსისა. მაგრამ არიან კი ჩერქეზები და ოსები სხვადასხვა მოდგმის ხალხები?

 ვფიქრობ, პირიქითა საქართველოს საკითხის გარკვევა ჩერქეზ-ოსთაურთიერთდამოკიდებულების დადგენის საშუალებასაც იძლევა. ვინაიდან ადიღეელები ნართების ეპოსის შემოქმედი ხალხია, ბუნებრივია, ისევე როგორც ოსები და ყველა ჩერქეზი ხალხი, აბაზა-აფსუათურთ, ამ ეპოსში ნართების სახით გამოხატავენ თავიანთ სულისკვეთებას. ხოლო ნართებისათვის უცხო და მტრული პერსონაჟები, ცხადია, იმ ხალხების ანარეკლია, რომელთანაც ადიღეელებსა და სხვათა გარკვეული სახის კონტაქტები ჰქონდათ. ამათგან განსაკუთრებით საყურადღებოა ცეროდენათა თუ ქონდრისკაცთა ტომის ფიგურირება ამ ეპოსში. ამ ქონდრისკაცებს ადიღეურ ეპოსში სპი-ისპი ჰქვია, ოსურში — ბიცენტა, აბაზა, — აფსუურში — აწანი. აი, როგორ ახსენებს ადიღეური ეპოსი სპი-ისპებს დოლმენებთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ტერიტორიაზე, რომელიც ლეონტი მროველისა და ადიღეური ტოპონიმების თანახმად პირიქითა საქართველოა, შვიდასზე მეტი დოლმენია აღნუსხული. მიიჩნევენ, რომ ეს დოლმენები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო მასშტაბით და მაგალითად ცნობილი არქეოლოგი ა. იესენი მათ თვით კარნაკის საოცარ სფიქსებს ადარებდა. აი ამ დოლმენებს უკავშირდება ერთ-ერთი ადიღეური ლეგენდა: „იყო ოდესღაც ორი ტომი. გოლიათებისა და ქონდრისკაცებისა. გოლიათები ბარში ცხოვრობდნენ, ქონდრისვაცები — მთებში. ქონდრისკაცებს ერქვათ „სპი“ ანუ „ისპ“. ისინი ჯადოქრები იყვნენ. ერთხელ ისპებმა დაინახეს გოლიათები, რომლებიც კლდეებს აგორებდნენ (ტყორცნიდნენ) და ფესვებიანად თხრიდნენ ხეებს. და მაშინ ქონდრისკაცებმა ეშმაკობით (მოხერხებულობით) აიძულეს გოლიათები, რომ მათ ქონდრისკაცების სასარგებლოდ ემუშავათ. გოლიათებმა აუშენეს ისპებს „ქოხები“. კარების ნაცვლად ხვრელები გაუკეთეს ისეთი, რომ მხოლოდ ქონდრისკაცებს შეძლებოდათ შიგ შეძრომა. ადიღეელები დოლმენებს ეძახიან „სპიუნ“, რაც ქონდრისკაცების სახლს ნიშნავს“ (45).

 სხვა ლეგენდა, ასევე დოლმენებთან დაკავშირებით ასეთია: „შორეულ წარსულში, მდინარე ფარსის ველზე, მესაქონლეთა და მიწათმოქმედთა ტომი ცხოვრობდა. ერთხელ ამ ტომს მთებს გადაღმიდან ეწვია დახელოვნებული ოსტატი, სახელად ბასი. მან დაარწმუნა ტომის ბელადი, რომ ქვის „საუკუნო სახლი“ სჯობია მიწის საფლავსო… და შემდეგ აღწერილია, როგორ ოსტატურად აუშენა ბასმა ტომის ბელადს დოლმენი (46).

 ასევე მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს თქმულება ნასრენზე, რომლის თანახმად უკანასკნელი ნართები მთა ფიშტის მახლობლად დაიხოცნენ მტრებთან ბრძოლაში (47). ეს მთა კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, ქ. სოჩის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მის მახლობლად სათავეს იღებს მდინარე ქურჯიფსი, რომლის მეორე სახელია დიდი ქართველი. უკანასკნელი ნართების ამოწყვეტა იმ ადგილებში, სადაც მდინარეს დიდი ქართველი ჰქვია, ვითომ შემთხვევითია? არა მგონია!

 ამრიგად, დამოწმებული მასალიდან ჩანს, რომ დოლმენები ადიღეელთათვის უცხო კულტურის ძეგლებია. მათ არ იციან დოლმენების დანიშნულება და რომ დოლმენები საფლავებია, ამას ადიღეელები სხვისგან — უცხოელებისაგან გებულობენ. ეს გარემოება კი იმის უტყუარი დასტურია, რომ ადიღეელები პირიქითა საქართველოში მას შემდეგ დასახლდნენ, როცა იქ უკვე არსებობდა დოლმენების კულტურა, ანუ დოლმენები ადიღეელებს იქ დახვდათ, მათ მოსვლამდე იქაური მკვიდრი, მათთვის უცხო ხალხის აშენებული. და აი ამ უცხო ხალხს, დოლმენების კულტურის შემქმნელს, ადიღეელები სპი-სპს უწოდებენ, თვით დოლმენებს – სპიუნ-ისპუნს, რაც ცეროდენების სახლს, ე.ი. საცხოვრებელ სახლს (და არა საფლავს.) ნიშნავს. რატომ უნდა ეწოდებინათ ადიღეელებს ქონდრისკაცები იმ უზარმაზარი სამარხების პატრონებისათვის? ცხადია, უმეცრებით. დოლმენები იმდენად უცხო, უჩვეულო აღმოჩნდა მათთვის, რომ ისიც კი ვერ გაიგეს, რა დანიშნულებისა იყო ისინი. ეს კი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა მომხდარიყო: 1) თუ დოლმენები სხვისი და არა ადიღეელების აშენებული იქნებოდა; 2) თუ ადიღეელები მაშინ გაეცნობოდნენ დოლმენებს, როცა მისი ამშენებელი ხალხი ან გადაშენებული, ე.ი. დოლმენების გავრცელბის არეალიდან აყრილი იყო, ან იქვე ცხოვრობდა, მაგრამ დოლმენებს უკვე აღარ იყენებდა საფლავებად. თუ ადიღეელები იმდენად დაბალი კულტურის იქნებოდნენ. რომ შენობა ნაგებობაზე არავითარი წარმოდგნა არ ექნებოდათ.

 სამივე ეს მიზეზი დასტურდება აქ განხილული წყაროს საფუძველზე. სადაც სპი-ისპ-სპიუნ-ისპუნია ნახსენები. რაც შეეხება მეორე ლეგენდას, სადაც უცხოელი დიდოსტატი ადიდეელებს დოლმენს უშენებს, ეს წინა ლეგენდაზე აშკარად გვიანდელია, თუმცა პრინციპულად ავსვბს წინარეს.

 დოლმენების ასაკს განსაზღვრავენ 3-4 ათასი წლით. აქედან ცხადია, ადიღეელები ამ პერიოდის შემდეგ არიან მისული პირიქითა საქართველოში, მაგრამ როდის? თითქოს დოლმენის მშენებელი ოსტატის ლეგენდა იმის თქმის უფლებას იძლევა, რომ ადიღეელები უშუალოდ დოლმენების კულტურის ხანაში მისულან იქ, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება პირველი ლეგენდა, სადაც დოლმენებს გარკვევით ჰქვია საცხოვრებელი სახლი — სპიუნი. თუკი დოლმენები მათ საცხოვრებელ სახლად (თუნდაც ქონდრისკაცების) მიაჩნდათ, მაშინ ალოგივურია მათ მიერვე ამ საცხოვრებელი სახლის საფლავად ამორჩევა. ამიტომ ვამბობ, აქ დამოწმებული მეორე ლეგენდა გაცილებით გვიანდელია პირველთან შედარებით და მხოლოდ შორეულ და დამახინჯებულ გამოძახილს შეიცავს რეალობისა.

 დოლმენების შემქმნელი ხალხი სპი-ისპი ადიღევლთათვის წარმოუდგენელ საოცრებებს ჰფლობდა და ამიტომ^ადიღეველებმა ისინი ჯადოქრებად მონათლეს, მაგრამ ქონდრისკაც ჯადოქრებად, რითაც თავისი ველური შიში დაიცხრეს სპი-ისპთა მიმართ და ფსიქოლოგიურად თავისი ძლევამოსილება ირწმუნეს. მაგრამ დოლმენვბის შემოქმედი ხალხის ქონდრისკაცებად მონათვლას მხოლოდ მაშინ შეძლებდნენ ადიღეელები, როცა დარწმუნდებოდნენ მათ რიცხობრივ სიმცირეში და არა არარსებულ ფიზიკურ კნინობაში. ასე რომ, აშკარად ჩანს, ადიღეელთა წინაპრები (რადგან საკუთრივ ადიღეელები პატარა ხალხია და ადრეც დიდი არასოდეს ყოფილა), ერთი მრავალრიცხოვანი ველური ტომის შვილები ყოფილან, რომელთაც ქონდრისკაცებად, აქ უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, ნამცეცა ხალხად სპი-ისპი მონათლეს მათი სწორედ რიცხობრივი სიმცირის გამო. ეს ყველაფერი იქიდან ჩანს, რომ ნამცეცა-ქონდრისკაცებად მონათლული სპი-ისპები, თვით ნართების აღიარებით, გასაოცარი ფიზიკური ძალისანი არიან და, გარდა ამისა, ყოველგვარ საქმეში დახელოვნებით აოცებენ ნართებს, ვ.ი. მათი ფიზიკური „ქონდრისვაცობა“ გამორიცხულია.

 ვფიქრობ, ადიღეელთა ნართების ლეგენდებში დადასტურებული ხალხის სახელი სპი-ისპი არის სპერ-სასპერ-იბერის გამოძახილი და, ამდედ, ადიღეელთა, უფრო სწორად, მათ წინაპართა რწმენით, დოლმენების შემოქმედი ხალხი ქართველები ყოფილან.

 მართალია, სპერი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული მხარეა და თითქოს ძალიან შორს არის იგი პირიქითა საქართველოდან, მაგრამ განა ძველი ბერძნების მიერ შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მოხსენიებული ქალაქი ძველი ლაზიკა ასევე შორს არაა ლაზეთიდან? ისიც მართალია, რომ ერთ დროს ძველი ბერძნები მთელს დასავლეთ საქართველოს ლაზიკას ეძახდნენ, მაგრამ ვინ იცის, რას უწოდებდნენ ქართველებს ადიღეელთა წინაპრები იმ შორეულ ხანაში, რომელიც დოლმენების კულტურას უკავშირდება ასე თუ ისე, არ არის გამორიცხული, რომ ადიღეელთა წინაპრებისათვის ცნობილი იყო შავი ზღვის ძველი სახელწოდება — სპერის ზღვა და მათი სპი-ისპიც ამას უკავშირდებოდეს.

 მოკლედ, ადიღეელთა წინაპრების რწმენით კი ჩანს, რომ დოლმენები ქართველთა წინაპრების აშენებულია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმის დამტკიცებას, რომ დოლმენები ნამდვილად ჩვენი წინაპრების ნახელავია.

 ამრიგად, განხილული მასალიდან გაირკვა, რომ დოლმენების ხანაში, ე.ი. 3-4 ათასი წლის წინათ ადიღეელთა წინაპრები პირიქითა საქართველოში ჯერ კიდევ არ სახლობდნენ და იქ გაცილებით გვიან დასახლდნენ. იმის გარკვევაში, თუ როდის დასახლდნენ პირიქითა საქართველოში ადიღეელები, დაგვეხმარება მათი უწინდელი საცხოვრისის დადგენა. იმავე ნართების ეპოსში განსაკუთრებით ხშირად იხსენიება მდინარეები: ინდილი, ანუ იდილი, რაც მდინარე ვოლგას შეესატყვისება და ტენი, იგივე მდინარე დონი. ასევე ხშირად იხსენიება ზღვა, სახელდობრ, ხაზას ზღვა, ზღვათაშორისი მხარე და ა.შ. გაცილებით ნაკლებადაა ნახსენები აქ მთები (48).

 

 —————————

 * ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი და მეორე, ტფ.1913, გვ.55.

 (1) ქართლის ცხოვრება I, თბ. 1955, გვ. 5.
 
(2) იქვე, გვ 16.
 
(3) იქვე, გვ 15.
 
(4) იქვე, გვ 16.
 
(5) დასახ. ნაშ. გვ. 5.
 
(6) ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები… ტფ. 1919. გვ. 4.
 
(7) ქართლის ცხოვრება I, თბ. 1955, გვ. 8.
 
(8) ქართული სამართლის ძეგლები, II, თბ. 1965, გვ. 180
 
(9) К. Меретуков, Адыгейский топонимический словарь, 1990.
 
(10) დასახ. ნაშ. გვ. 180.
 
(11) იქვე, გვ. 55.
 
(12) იქვე, გვ. 267.
 
(13) იქვე, გვ. 84.
 
(14) იქვე, გვ. 49-50.
 
(15)) იქვე, გვ. 60.
 
(16) იქვე, გვ. 24-25.
 
(17) იქვე, გვ. 85.
 
(18) იქვე, გვ. 96.
 
(19) იქვე, გვ. 180.
 
(20) იქვე, გვ. 108.
 
(21) იქვე, გვ. 116.
 
(22) იქვე, გვ. 131.
 
(23) ს. ჯანაშია, შრომები, IV, თბ. 1968, გვ. 132.
 
(24) იქვე, გვ. 137.
 
(25) Оленич-Гнененко, В горах Кавказа, Ростов-д. 1940, გვ. 26-28.
 
(26) იქვე, გვ. 33-34.
 
(27) იქვე, გვ. 35.
 
(28) იქვე, გვ. 227.
 
(29) იქვე, გვ. 296-297.
 
(30) იქვე, გვ. 298.
 
(31) იქვე, გვ. 304.
 
(32) იქვე, გვ. 347.
 
(33) იქვე, გვ. 383.
 
(34) მ. ცინცაძე, საქართველო-ადიღეს ურთიერთობის ისტორიიდან, თბ. 1982, გვ. 70.
 
(35) ს. ჯანაშია, დასახ. ნაშრ., გვ. 101, 105, 75, 124, 65.
 
(36) ა. ოლენიჩ-გნენენკო, დასახ. ნაშრ., გვ. 30-31.
 
(37) ს. ჯანაშია, დასახ. ნაშრ., გვ. 120.
 
(38) ა. ოლენიჩ-გნენენკო, დასახ. ნაშრ., გვ. 186.
 
(39) კ. მერეტუკოვი, დასახ. ნაშრ., გვ. 62.
 
(40) იქვე, გვ. 62.
 
(41) იქვე, გვ. 62.
 
(42) იქვე, გვ. 63.
 
(43) И. В. Жерноклев, Е. И. Жерноклева, Памятники и памятные места в предгорях Адыгеи, Майкоп, 1973, გვ. 104-106.
 
(44) ა. ოლენიჩ-გნენენკო, დასახ. ნაშრ., გვ. 185.
 
(45) ი.ვ. ჟერნოკლევი… დასახ. ნაშრ., გვ. 34.
 
(46) იქვე, გვ. 98-101.
 
(47) იქვე, გვ. 101-102.
 
(48) Ш. Йнал-ипа, Памятники абхазского фольклора, Сухуми, 1977, გვ. 95.
sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way