USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
Тбилиси
ზურაბ პოლოლიკაშვილი - მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქება ნიშნავს, რომ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა
дата:  479

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას აფასებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი. გენერალური მდივნის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში.

„ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია, აქ არიან მინისტრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ტურიზმის სექტორში. ასევე მასშტაბურად წარმოდგენილია საერთაშორისო მედია. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, ეს ნიშნავს რომ 50 ქვეყანაში საქართველოს ეხსნება არეალი, უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. საქართველოში ბევრი მინისტრი პირველადაა, ისინი აპირებენ კვლავ ჩამოსვლას“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნა გამორჩეული ღონისძიებაა.

„ეს ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელიც ყოველ წელს, 27 სექტემბერს აღინიშნება როტაციით სხვადასხვა რეგიონში, წელს ევროპის ჯერი იყო, გენერალურმა ასამბლეამ შარშან საქართველოში გადაწყვიტა ჩაეტარებინა წლევანდელი ღონისძიება, თემაც წინასწარ ირჩევა და გადაწყდა ტურიზმი და მშვიდობა“, - აცხადეს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხატეები, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი, გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати