USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ზურაბ მსხალაძე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) პრიზიორია
Date:  1210

ქართველი ძალოსანი ზურაბ მსხალაძე (89 კგ) მექსიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) პრიზიორია.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 150/155 კგ. დაძლია და მე-4 ადგილი ირგუნა. მსხალაძემ აკვრაში თავი 187/191 კილოგრამს გაართვა და კვლავ მე-4 ადგილი დაიკავა. ორჭიდში მოგროვილი 346 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია მალხაზ ლომთაძე, ილია თვალოძე - ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, ნუგზარ ჯინჭარაძე - ზურაბ მსხალაძის პირადი მწვრთნელი, გიორგი ჭინჭარაული - ექიმ-რეაბილიტოლოგი.

ინფორმაციისთვის: ძალოსანთა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატია საბა ასანიძემ (81 კგ) ატაცში 145/149 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ხოლო აკვრაში თავი 180/184 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 333 კილოგრამით კი, ასანიძემ კვლავ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way