USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Тбилиси
ზურაბ მაღრაძე - სატრანზიტო პურ-ღვინო
дата:  1790
ჩვენ გვეუბნებიან, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ კონკურსში მეორე ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კონსორციუმები გადავიდნენ.
 
ახლა როგორ მოიქცევა თბილისი, რომელთ დააპრიორიტეტებს, აზიელებს თუ ევროპელებს?
 
ასეთი გამოწვევის გასაღები არ უნდა ვეძიოთ სხვაგან. გასაღები არის ჩვენთან. იგი ჩვენ ხელშია მთლიანად და აქვე მოგახსენებთ მისი გამოყენების ინსტრუქციას.
 
“ქართულ ნიადაგზე უნდა მოხდეს ოქციდენტისა (დასავლეთი) და ორიენტის (აღმოსავლეთი) გაერთიანება, მათი ჰარმონიული შერწყმა.” კონსტანტინე გამსახურდია
 
„ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ, უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ.“ გრიგოლ რობაქიძე.
 
“ჰარმონიული გლობალიზაციის გარანტი სახელმწიფოა საქართველო”, ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრჩეველი თეიმურაზ ზაქრაძე.
მოკლედ, ანაკლიის პორტი ცალსახად არც ერთ მხარეს არ უნდა ჩავუგდოთ ხელში. ეროვნული გასაღები სხვაგვარად ვერ გადატრიალდება საჩვენოდ.
 
პირობითად, პორტის აქციების 25% გადაეცეს ჩინურ მხარეს, 24% - შვეიცარიულ მხარეს, 6% - საბლოკო პაკეტით ქართულ სახელმწიფოს, 45% - საქართველოს მოქალაქეებს. გასაღების ასეთ დატრიალებას ჭირდება ბირჟები.
 
ეროვნული გასაღების ტრიალისას, თან გავითვალისწინოთ ბრიტანული ცხრაკლიტულებიც:
 
“კავკასიაა მსოფლიოს გული (Heartland), რომლის დამორჩილების შემთხვევაში მსოფლიოზე კონტროლის დამყარება ხდებოდა შესაძლებელი. ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს Heartland-ზე, ის ვინც ბატონობს Heartland -ზე, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ის ვინც ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ბატონობს მსოფლიოზე.“ ჰელფორდ ჯონ მაკინდერი, დიდი ბრიტანეთის საიდუმლო საბჭოს წევრი.
 
ქართული გასაღები ასევე ამერიკის გახსნილ ბოქლომურებსაც მოვარგოთ:
 
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის აბრეშუმის გზის პოლიტიკისთვის. აშშ მძლავრად უჭერს მხარს თქვენს რეგიონალურ ლიდერობას, რათა შექმნათ მეგობრულ სახელმწიფოთ ქსელი ტრანსკასპიური კორიდორის ირგვლივ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობის განსავითარებლად… საქართველო იმსახურებს განსაკუთრებულ დაფასებას.” ტონი ბლინკენი, აშშ სახელმწიფო მდივანი
 
ამერიკელი დიპლომატების, ბრიტანელი გეოპოლიტიკოსების, ჩინელი მეწარმეების და ინდოელი ვაჭრების ინტერესების გათვალისწინებას ჩვენ შევძლებთ, რადგან ერთადერთი ევროპელი აზიელი ერი ვართ. ფოტოზე კი თქვენ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მონეტას ხედავთ, რომლის ავერსზე ქრისტეს, ხოლო რევერსზე ალაჰის სადიდებელია ამოტვიფრული.
 
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერატორი კომპანიის აქციების ფასებიც თბილისის ბირჟაზე უნდა დგინდებოდეს.
 
საბოლოოდ აზიელი მწარმოებლების და ევროპელი ვაჭრების ქორწილი ქართული ნადიმით უნდა გავმართოთ. მერე ქართულ ბირჟებზე ქართული ღვინოებიც უმაღლეს ფასებში გაიყიდება. თამადობის ტრენინგებიც მზად გვაქვს, მაგაზე თქვენ არ იდარდოთ.
 
ამ ყველაფერს ჯერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება ჭირდება.
 
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აბრეშუმის გზის ასოციაციის მმართველი პარტნიორი  ზურაბ მაღრაძე
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати