USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
ზურაბ მაღრაძე - საქართველოსკენ დიდი ქარავნები დაიძრება!
дата:  1561

მოსკოვიას ძალიან ეშინია საქართველოსი. ბოლო 500 წელი ეს შიში მას დიდად არ ჰქონდა, ვიდრე დღეს. არ ეშინოდა მას შემდეგ, როცა ოსმალეთმა შავი ზღვა ჩაკეტა. ახლა ზღვა ღიაა. ეს თურქეთის პრეზიდენტმაც დაამტკიცა, როცა თქვა, რომ უკრაინის ომში როგორც მოიქცევა ნატო, ისე მოვიქცევით ჩვენცო. ნატო კი ძალიან მიუახლოვდა ფედერაციის საზღვრებს.

შვიდი წელია აზერბაჯანის პრეზიდენტი საქართველოში არ ყოფილა და მუხრანის შატოს მხოლოდ და მხოლოდ აბრეშუმის გზის ენაზე თამამ ფრაზებს ამაყი ჟესტებით ტოვებდა.

ცხრამეტი წელია ალიევი პრეზიდენტია. მაგრამ ახლა, ეს გააქტიურება მხოლოდ შესავალია. მისი ასეთი ტონალობაც და ჟესტებიც კიდევ უფრო გაიზრდება.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მოსკოვს იმ დღიდან ეშინია. კავკასიაში პირველი გაზსადენის იდეა ჯოჰარ დუდაევს და ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდათ. ეს შიშები პრეზიდენტების ლიკვიდაციით გააქრეს, თუმცა საქართველომ მაინც თავისი გზით იარა.

დემოკრატი პრეზიდენტი კლინტონი აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის ბილ რიჩარდსონის თანდასწრებით პირველი ადგა თავს თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უზბეკეთის პრეზიდენტებს ანკარაში პირველი ნავთაბსადენის დეკლარაციის ხელმოწერის ღონისძიებაზე 1998 წლის ოქტომბერში. ძალიანაც კაკალს ამტვრევდნენ ერთი ადგილით მაშინ კრემლში, მაგრამ ვერას გააწყობდნენ. კლინტონს ვერ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს მანამდე ტერაქტი არ აცდა. მოსკოვის შიშები იზრდებოდა, საქართველო კი კვლავ თავის გზით მიდიოდა.

2007 წელს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ხელშეკრულებას. მაგისტრალის მთავარი სადგურის ადგილი სომხეთის საზღვართან ახლოს, ახალქალაქში გადაწყდა, რაც ცვლიდა მთელ რეგიონულ ეკონომიკას. რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და მოსკოვმა იმ წელსვე დაგვარტყა. მაშინ თეთრ სახლში დემოკრატი პრეზიდენტი არ იჯდა, მაგრამ აღმოსავლეთი ევროპა ფეხზე დადგა. დღესაც აღმოსავლეთ ევროპა ფეხზე დგას უკრაინისთვის. შემდეგ მოვიდა თეთრ სახლში დემოკრატი ობამა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ას გლობალურ პროექტში შეიყვანა. საქართველო კიდევ ერთხელ გადარჩა და კვლავ გააგრძელა სვლა თავისი გზით.

მოსკოვი ახლა შეშინებული კი არა, სახტადაა დარჩენილი და დიდ გაუგებრობაშია. 500 წლიანი ომი მან საქართველოს ვერ მოუგო. ის ამ ომს აგებს… და აგებს იმასთან, ვისგანაც წარმოიშვნენ, კიევის რუსეთად. ხვდებიან კიდეც, რომ საიდანაც გამომძვრალან, იქ შეძვრებიან ისევ. საქართველომ კი აზრბაიჯანთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად თავისუფალი სავაჭრო ზონა ახლახან შექმნა. კვლავ თავისი გზით მიდის საქართველო.

აბრეშუმის გზის აღდგენა ნიშნავს ფედერაციის დაშლას. ყოველი ურდოელის განადგურება ზრდის კონტინენტის ახალი ენერგომატარებლების, ელექტროსადენების, ბოჭკოვანი სადენების, ავტოსტრადების, ახალი პორტების და აეროპორტების ისტორიულ და ბუნებრივ კალაპოტს, ფინეთის ყურედან სპარსეთის ყურემდე, ბალტიის ზღვიდან არაბეთის ზღვამდე, ეგეოსის ზღვიდან კასპიის ზღვამდე, კასპიის ზღვიდან ყვითელ ზღვამდე და ამ ზღვებსა და ქვეყნებს ერთმანეთს აკავაშირებდა ორ ზღვას შუა ძველისძველად მოქცეული საქართველო.

ამ ახალ პორტებს, ახალ ციფრულ სადენებს და ახალ ქარვასლებს ახალი ტექნოლოგიები ჭირდება. ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და ფედერაციის მსოფლიო ეკონომიკური რუკიდან გაქრობით და ამის შემდეგ საქართველოსკენ დიდძალი ქარავნები დაიძრება.

ევროპის 12 ქვეყნის პროექტი „სამი ზღვის ინიციატივა“ ცნობილი როგორც BABS-ინიციატივა (Baltic, Adriatic, Black Sea) დაკავშირდება კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების დერეფანთან. ეს იქნება ყველაზე დიდი “3+3” ფორმატი, მათგან შავი ზღვა ორივე სამეულში მონაწილეობს. შავ ზღვაზე კი სრულდება რუსეთ-თურქეთის 500 წლიანი გეოპოლიტიკური გავლენა და იწყება აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კონტინენტური წესრიგი, როგორც კარგად დავიწყებული ძველი და ახალი აბრეშუმის გზა.

დიდძალი ქარავნები კი ემზადებიან.

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати