USD 2.6125
EUR 3.0412
RUB 3.0496
Тбилиси
ზურაბ მაღრაძე - რუსეთის იმპერიაში ბზარი გაიზრდება
дата:  1037

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ზურაბ მაღრაძე თავის სოციალურ ქსელში, რუსეთის იმპერიის დაშლის პერსპექტივაზე წერს: 

"ანდრეი პიონტკოვსკი ამბობს: რუსეთის იმპერია ქრება... ჩვენს თვალწინ, ახლა... უკრაინის ომის შედეგი იქნება პუტინის ხელისუფლების დაცემა, ახალი რუსული ბუნტი, სამოქალაქო ომი..."

ცნება რუსულმა ბაზარმა ამოწურა თავისი თავი, ერთი მარტივი მიზეზის გამო. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 1 კვ/კმ-ზე დღეს ასე გამოიყურება: ევროკავშირი - 106 კაცი, რუსეთის ფედერაცია - 8 კაცი.


წარმოიდგინეთ ინდო-ჩინეთში რა ხდება ამ კუთხით.

აქამდე მოსკოვი, პეტერბურგი და ერთი-ორი ქალაქი წარმოადგენდა რეალურ მსყიდველობითუნარიან მომხმარებელთა ბაზრებს. მსოფლიოში ტექნოლოგიები ვითარდება, იზრდება წარმოება, ვითარდება სატრანზიტო დერეფნები. დღეს გადამწყვეტი მომხმარებელი და ბაზრებია და არა წარმოება. თავისუფალი ბაშკირეთი, ყალმუხეთი ან თათრეთი, როგორც კი საკუთარ სამეურნეო წესრიგის ჩამოყალიბებაზე გადავა, რაშიც ტრანსნაციონალური კომპანიებიც ჩაერთობიან, მათი დამოუკიდებელი ეკონომიკები ზრდისკენ წავა. ნელა, მაგრამ ის მაინც ზრდისკენ იქნება მიმართული. ვინც რეფორმებს დააჩქარებს და საბაზრო ეკონომიკის სისტემას შექმნის, მისი განვითარება უფრო დაჩქარდება. გაიზრდება პირველ რიგში სოფლის მეურნეობა, გაიზრდება ინვესტიციები, გაიზრდება მოსახლეობის რაოდენობა ბუნებრივი კალაპოტით და გაიზრდება ბაზარი.

კიდევ არის ერთი ფაქტორი: საქმე ისაა, რომ ევროპა უცხოელი მიგრანტებისგან დაიღალა. მშვენიერი არჩევანი დადგება მიგრანტებისთვის ფედერაციის ტერიტორიაზე, 17 მილიონ კვ/კმ-ზე გადაჭიმულ ახალ სახელმწიფოებში თავისუფლად მიგრაციისთვის.

ეს ამბავი ძალიან კარგად იციან საერთაშორისო ინსტიტუტებმა და კომპანიებმა. ემზადებიან კიდეც ამისთვის. ამ ამბავს ურდოსტანშიც კარგად უწყიან, მაგრამ თურქული უნიტაზების მათხოვრები ვერაფერს უპირისპირებენ დასავლეთის ელექტრონულ სააქციო ბირჟებს.

ისე კი იცოდეთ, რომ ჩეჩნეთის საბადოდან დაიწყება ახალი გაზსადენის მშენებლობა. იჩქერიაშიც დიდი საინვესტიციო პროექტები დაიძრება და ასევე დაიძრება მსოფლიოში გაფანტული ნახევარი მილიონი ჩეჩენიც სამშობლოსკენ.

ამიტომ შეიცვლება დემოგრაფია, ამიტომ გაიზრდება ბაზრები და ამიტომ დაიშლება იმპერია.

ანდრეი პიონტკოვსკი 2011 წლის მარტში ამბობდა: ქართველებო, თუ ტერიტორიების დაბრუნება გსურთ, ცოტა ხნით დაივიწყეთ მათ შესახებ - ყველაფერი დაბრუნდება.

ჰოდა ახლა მე გეუბნებით, რომ ქართველებიც დაბრუნდებიან, როცა ქვეყანა დერეფნად კი არა, კარიბჭედ ჩამოყალიბდება.

ლიბერალური გლობალიზაცია წყვეტს ქვეყნის ბედ-იღბალს."

ზურაბ მაღრაძე

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати