USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ზურაბ ჯაფარიძე - მსგავსი რამ არ მინახავს: მასპინძლებს ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და სტუმარს ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო
თარიღი:  754

მსგავსი რამ მე არ მინახავს, რომ გამოსულიყვნენ მასპინძლები და ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და მერე სტუმარი გამოსულიყოს და ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო - ბავშვზე ხომ არ არის საუბარი, ეს ადამიანი წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირს ევროკავშირის შიგნით, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საკითხს უფრო სკეპტიკურად უყურებს, ვიდრე წინა დღეებში. ჯაფარიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მედიატორის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

„უცნაური სიტუაციაა. მეც იმედი მაქვს, რომ დღეს ამ შეხვედრაზე გავერკვევი, გუშინ რა მოხდა ხელისუფლებასთან შეხვედრაზე. ყველა აღმოვჩნდით გაურკვეველ სიტუაციაში, „ოცნების“ წარმომადგენლები გამოვიდნენ, საჯაროდ დაემშვიდობნენ ადამიანს, თქვეს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია და ისინი ელოდებიან, როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი და ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ის აპირებს გააგრძელოს შეხვედრები. რაც ჩვენ სურათი დავინახეთ, მიუთებებს იმაზე, რომ მინიმუმ ახლა გაგრძელება არ უნდათ მოლაპარაკებების.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის შემდეგ, უნდა ვიგულისხმოთ, რიმ იმ შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

ბევრად უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვიდრე აქამდე ვიყავი.

ჩვენი მხრიდან ძალაშია ყველა ის პუნქტი, რა პუნქტებიც დატოვა შარლ მიშელმა. ყველა პუნქტის გარშემო ჩვენ ჩვენი პოზიციები ვთქვით, მათ შორის რამდენიმე ვერსია კომპრომისული პოზიციების“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის