USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ზურაბ ჯაფარიძე - არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, არც აპირებდა
თარიღი:  859

ნებისმიერი თუნდაც ირიბი მინიშნება თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა, გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა, მინიმუმ უსინდისობაა. სინამდვილეში რა არის არ დავწერ, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებების ფარგლებში კომპრომისზე წასვლას არასდროს აპირებდა და საერთოდ არ აინტერესებს, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა. 

"ოპოზიციასაც ისევე ეკისრება პასუხისმგებლობა" ხალხისთვის. ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე, ისევე როგორც ნებისმიერი თუნდაც ირიბი მინიშნება თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა, გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა, მინიმუმ უსინდისობაა. სინამდვილეში რა არის არ დავწერ.

1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე

2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი

3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი

4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი

რეალურად არ იდო არაფერი. მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ "არაფრის" გაუარესებული ვერსია. გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის). ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური. ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმე საათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება. არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, არც აპირებდა. ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა. SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ, ესაა მოცემულობა.

პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები", - წერს ზურაბ ჯაფარიძე

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის