USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
ზურაბ გურული: ნუ გამოვცდით ღმერთს
Date:  1724

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

2005 წელს, ქარიშხალ "კატრინას" მიერ დატბორილ ნიუ ორლეანში, არაადამიანურ, 40 გრადუსიან სიცხესა და 99% ტენიანობაში, როდესაც ჩვენი ამონასუნთქი წყლად კონდენსირდებოდა კედლებზე და ყველაფერს ასველებდა; როდესაც კანალიზაციის ყველა მილში უკან ამოვიდა მთელი სიბინძურე და ტუალეტები დატბორა; სულისშემხუთველ სიმყრალეში ლანდებივით დავბორიალებდით ექიმები, რეზიდენტები, ექთნები. დეჰიდრატაციისა და აუტანელი ფიზიკური დატვირთვის გამო სამ დღეში 6 კილო დავიკლე და ხელების მაღლა აწევა მიჭირდა. პაციენტების გაოფლილ კანზე პლასტირის დაწებება შეუძლებელი იყო და იძულებული ვიყავი კანზე ძაფით მიმეკერებინა ინტრავენური ხაზები. მაშინ ვნახე არაერთი ძლიერი ადამიანის ფსიქოლოგიური გატეხვის შემაძრწუნებელი სცენა პირველად. უმწეობისა და სასოწარკვეთისაგან ატირებული კაცები და ქალები...
იმედი მქონდა რომ ამას მეტი არასოდეს ვნახავდი.
ისევ ვნახე ამ დღეებში, როდესაც შიშისაგან შეძრწუნებული ადამიანები ისტერიკაში ჩავარდნენ და უარი თქვეს საშიში პროცედურების შესრულებაზე დავირუსებულ, უმძიმეს პაციენტებთან. ისევ მომიწია საკუთარი შიშის დაძლევა და მაგალითის მიცემა. უსაძაგლესი შეგრძნებაა ეს.
დაუსრულებლად გაგრძელდება ირონიული კამათი იმის შესახებ, რომ ეს პანდემია ბლეფია, რომ სიკვდილიანობა არც ისე მაღალია, რომ ეს უბრალოდ რთული გრიპია და ა.შ. სხვათაშორის, ბევრი რამ შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ სცადეთ და უთხარით ეს იტალიის, ესპანეთის, ნიუ იორკის, ნიუ ორლეანის იმ კლინიკების თანამშრომლებს, რომლებმაც უშუალოდ ნახეს კორონას საზარელი სახე და არავინ იცის ზუსტად, თუ რატომ გადარჩნენ სხვები, ან არიან თუ არა ჯერ გადარჩენილები.
საქართველომ არ უნდა ნახოს ეს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ ნახოს! არ შევაძრწუნებ ადამიანებს და არ ავხსნი დაწვრილებით, თუ როგორ შეიძლება სულ რამდენიმე დღეში საოცარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კოლაფსისა და ენით აუწერელი ტრაგედიის განვითარება.
მე ეს ვნახე, ჩვენ ეს ვნახეთ და ყოველდღე ვუყურებთ. ამ ფოტოზე მე ვარ, მაგრამ ჩემი სახე წაშლილია კორონას მიერ. ასე არიან ჩემი კოლეგებიც. სასოწარკვეთილი პაციენტები ბოლო წამებში ჩვენს ნამდვილ სახესაც ვერ ხედავენ და ასე ასრულებენ სიცოცხლეს.
ეს არ არის შეშინების მცდელობა. როდესაც დახაუს და ბუხინვალდს აჩვენებენ ადამიანებს, ამით კაცობრიობას აფრთხილებენ. ჩვენც მხოლოდ თქვენს გაფრთხილებას ვცდილობთ.
გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთი მუჭა ერს.
ნუ გამოვცდით ღმერთს!!! "

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way