USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ზურაბ დათუნაშვილი -იძულებული გავხდი ეს გამეკეთებინა
дата:  832

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

მან წარმატების შესახებ დეტალურ სოციალურ ქსელში ისაუბრა. დათუნაშვილმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე პირობებს, რომელიც მას საქართველოში ბოლო პერიოდში ჰქონდა:

"მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას გვერდით დგომისა და გამხნევებისთვის. ჩემს ოლიმპიურ მედალში თითოეულ იმ ადამიანს აქვს წვლილი შეტანილი, ვისაც ჩემი სჯეროდა. მე ყოველთვის ვგრძნობდი საქართველოდან ხალხის მხარდაჭერას და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა. მართალია, მე დღესდღეობით სერბეთში ვმოღვაწეობ და ჩემი მედალიც ამ ქვეყანასა და ხალხს ეკუთვნის, მაგრამ აქაც საქართველოს წარმოვადგენ, ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ. შესაბამისად, მქონდა ორი ერისა და ქვეყნის წინაშე ვალდებულება, რომ მომეპოვებინა მედალი და მიხარია, რომ იმედები გავამართლე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სერბეთსა და სერბ ხალხს, რადგან მათ ჩემთვის ყველაზე რთულ დროს მიმიღეს, მენდნენ მაშინ, როდესაც ბევრს ეჭვი შეეპარებოდა, მომცეს ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. სწორედ მათი წყალობით შევძელი ჩემი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება და იმ მიზნის მიღწევა, რასაც ოლიმპიური მედალი ჰქვია.

რიოს თამაშების შემდეგ დაწყებული ეს ოლიმპიური ციკლი ჩემთვის ძალიან პრობლემური აღმოჩნდა. ჯერ 2017 წელს მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა კვლავ სპორტში ყოფნას. შემდეგ კი უკვე პრობლემები ჭიდაობის ფედერაციაში დაიწყო. იმის გამო, რომ მწვრთნელების უსამართლო გადაწყვეტილებას არ დავეთანხმე, საბოლოოდ თავად გავხდი დევნისა და ჩაგვრის ობიექტი, რის გამოც ვეღარც ვვარჯიშობდი და ვერც ტურნირებზე დავდიოდი. საბოლოოდ კი ეს პრობლემები იმით დასრულდა, რომ იძულებული გავხდი ქვეყნიდან წავსულიყავი. ასეთი პრობლემების ფონზე, ბუნებრივია, კმაყოფილი და მადლიერი ვარ იმ შედეგის, რომელსაც ტოკიოში მივაღწიე.
ოქროსთვის პარიზში ვიბრძოლებ! მადლობა კიდევ ერთხელ ყველას". - აცხადებს დათუნაშვილი

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати