USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Tbilisi
ზურაბ ბატიაშვილი - ვინ არის ერდოღანის მთავარი კონკურენტი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე?
Date:  1337

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

2023 წლის 14 მაისს თურქეთში დაგეგმილია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ვინ არის თურქეთის ახლანდელი პრეზიდენტის – რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი?  

თურქეთის ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელშიც 6 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, გრძელვადიანი შიდა კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური ორგანიზაციის „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ 74 წლის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ.

იგი თურქეთის მოსახლეობის უმრავლესობისგან განსხვავებით, სუნიტი არაა. ქილიჩდაროღლუ ალევიტია და წარმოშობით ზაზაა (ქურთებთან ახლოს მდგომი ეთნიკური ჯგუფი თურქეთში). ქემალ ქილიჩდაროღლუ 1948 წლის 17 დეკემბერს დაიბადა ძირითადად ალევიტებით დასახლებულ თუნჯელის გუბერნიაში, არცთუ ისე შეძლებულ, მაგრამ მრავალრიცხოვან ოჯახში (იგი 6 და-ძმასთან ერთად იზრდებოდა).

სახლი თუნჯელის გუბერნიაში, სადაც დაიბადა ქემალ ქილიჩდაროღლუ

 

ქემალ ქილიჩდაროღლუ პროფესიით ეკონომისტია. 1992-1996 და ასევე 1997-1999 წლებში სათავეში ედგა თურქეთის სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ორგანიზაციას. პარლამეტში აირჩიეს 2002 წელს მემარცხენე-ცენტრისტული „სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან“, რომელსაც 2010 წლიდან სათავეშიც ჩაუდგა.

ქილიჩდაროღლუს 3 შვილი (1 ვაჟი და 2 ქალიშვილი) ჰყავს. თურქულის გარდა, საშუალო დონეზე ფლობს ფრანგულ ენას და ესმის ზაზაკი (ქურთულთან ახლოს მდგომი ენა).

ბევრი აღნიშნავს, რომ ერდოღანისგან განსხვავებით, ქილიჩდაროღლუს ნაკლები ქარიზმა და ორატორული ნიჭი აქვს, თუმცა, მეორე მხრივ, სერიოზული და პრინციპული პოლიტიკოსია. არასოდეს წამოუწევია წინა პლანზე საკუთარი რელიგიური თუ ეთნიკური იდენტობა. მკვეთრად და რადიკალურად არასოდეს დაპირისპირებია სისტემას. უფრო მეტიც, 2021 წლამდე მხარს უჭერდა თურქეთის სამხედრო ოპერაციებს სირიის ტერიტორიაზე. ამ ხნის განმავლობაში ქილიჩდაროღლუს პიროვნულად არასოდეს მოუგია ერდოღანისთვის არჩევნები (მაგრამ 2019 წელს მისი პარტიის წარმომადგენელმა ექრემ იმამოღლუმ დაამარცხა მმართველი პარტიის კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებზე და გახდა სტამბოლის მერი).

ამ არჩევნებზე ქილიჩდაროღლუს სასარგებლოდ მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან უმთავრესი ისაა, რომ თურქეთის ეკონომიკაში ამ მომენტისთვის სერიოზული პრობლემებია. ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ მის კანდიდატურას, 6 ოპოზიციური პარტიის გარდა, არაპირდაპირი გზით მხარს უჭერს პროქურთული ორიენტაციის „ხალხთა დემოკრატიული პარტია“ (ეს კი დამატებით დაახლოებით 6-7 მილიონი ხმაა). ასევე დამატებით კიდევ დაახლოებით 6 მილიონი ახალგაზრდა ამომრჩეველი პირველად მივა არჩევნებზე და ქილიჩდაროღლუ იმედოვნებს, რომ მათი ხმების უმეტესობასაც მიიღებს.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ქილიჩდაროღლუს, ერდოღანთან შედარებით, მცირედი უპირატესობა აქვს, მაგრამ არც ხელისუფლება ზის გულხელდაკრეფილი – ბოლო 3 დღის განმავლობაში შემცირდა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადი, გაიზარდა მინიმალური პენსია. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება ხმების მობილიზების მიზნით, რისი დროც მას 14 მაისამდე ნამდვილად აქვს. 

წყარო: https://gfsis.org.ge

society
კალაძე: თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

„წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა - პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way