USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
ზურაბ ბატიაშვილი - თურქეთი ვეღარ ახერხებს რუსეთ-ასადის რეჟიმის შეტევის შეჩერებას
дата:  1239

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე, აგრძელებს ინფორმაციების გავრცელებას სირიის პროვინცია იდლიბში თურქეთისა და რუსეთ-ასადის რეჟიმის დაპირისპირებაზე: 
"თურქეთის ყველა მცდელობა, შეეჩერებინა რუსეთ-ასადის რეჟიმის შეტევა ჩრდილოეთ სირიაში, ამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა.
უფრო მეტიც, ასადის რეჟიმმა შეძლო სტრატეგიული მნიშვნელობის M4-ის გზის დაკავება და 8 კმ-ზე მიუახლოვდა რეგიონის მთავარ ქალაქ იდლიბს.
პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, ამ მომენტისთვის თურქეთის მიმართულებით დაიძრა დამატებით დაახლოებით 1 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ინტენსიური რუსული დაბომბვებისგან თავის გარიდებას და თურქეთში შესვლას ცდილობენ.
ამ შეტევის შესაჩერებლად ანკარას სჭირდება კონტრშეტევის ორგანიზება მინიმუმ 3 ბატალიონის მონაწილეობით (შესაბამისი მსხვერპლის რაოდენობის გათვალისწინებით).
ახლა მთავარი კითხვაა, რამდენადაა ანკარა მზად ამისთვის?"

წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=10220930757634534&set=a.3405653895966&type=3&theater

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати