USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს ხელისუფლების მცდელობაა, ქვეყანა დასავლური განვითარების გზას ჩამოაშოროს და ამას თავისი საფასური ექნება
თარიღი:  959

ევროპარლამენტარების განცხადება განგაშის ზარი უნდა იყოს. ეს არის მკაფიო და მკაცრი სიგნალი იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს განვითარების გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ ეს, დასავლეთის მხრიდან კიდევ დამატებითი ზომებია მოსალოდნელი, - ასე აფასებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ.

„ევროკავშირის მხრიდან ეს განცხადებები მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო გაერთიანება, ის არის ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება. მათ რა ბერკეტებიც გააჩნიათ, ამის ამოქმედებაზე მიდის საუბარი. საქართველოს ხელისუფლების მცდელობაა, ჩამოაშოროს ქვეყანა დასავლური განვითარების გზას. ამას ექნება თავისი საფასური და ამას რაც მალე მიხვდებიან, მით უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, ხელისუფლება აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და თავის ნაჭუჭში ცხოვრობს. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს განგაშის ზარი. ეს არის მკაფიო და მკაცრი სიგნალი იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ბუნებრივი განვითარების გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ ეს, არამედ დასავლეთის მხრიდან კიდევ დამატებითი ზომები არის მოსალოდნელი.

ევროკავშირის ბუნება ვინც იცის, იგი არ არის ხოლმე ძალიან მკაცრი. მას დიპლომატიური მიდგომები აქვს და ცდილობს აგიხსნას, რა და როგორ. ვფიქრობ, რომ ამაზეც იქნებოდა მინიშნებები დახურულ კარს მიღმა, უბრალოდ, ეს არაფრად ჩათვალეს. ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი და ჯერ კიდევ შეიძლება სიტუაციის შებრუნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დროული და საჭიროა“ , - განაცხადა ბატიაშვილმა.

"უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გააჩნია, რადგან მას აქვს ყველა ბერკეტი. უარი მოლაპარაკებებზე, რასაც ღიად აფიქსირებდნენ, არის ქვეყნის დამღუპველი. ახლა ევროკავშირმა ყველაზე მკაფიო სიგნალები გამოუშვა. რაც უფრო მალე მოეგება ქვეყანა და მისი პოლიტიკური ელიტა გონს, მით უფრო უკეთესი იქნება ეს ქვეყნისთვის.

ეს ყველაფერი ქვეყანაზე უარყოფითად აისახება და უკვე აისახა კიდეც. თავად ის ფაქტი, რომ სანქციების და დახმარების შეჩერების თემა განიხილება, ეს ქვეყნის იმიჯისთვის დამღუპველია. შემდგომში ნატოსთანა და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც მსგავსი პრობლემები იქნება. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის