USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
Тбилиси
ზურაბ ბატიაშვილი - რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია შეთანხმება თურქეთთან და განაახლა საბრძოლო ოპერაციები იდლიბის პროვინციაში
дата:  888

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია შეთანხმება თურქეთთან და განაახლა საბრძოლო ოპერაციები იდლიბის პროვინციაში:

"როგორც მოსალოდნელიც იყო, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია სირიასთან დაკავშირებით თურქეთთან გაფორმებული შეთანხმებები და მთელი ძალებით შეუტია ოპოზიციის ძალებს იდლიბის პროვინციაში.
შედეგად, ასადის რეჟიმმა დიდი ტერიტორიები დაიკავა და ალყაში მოაქცია იქ განთავსებული 4 თურქული სადამკვირვებლო მისია (რეალურად სამხედრო ბაზა).
ინტენსიური დაბომვების გამო დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ამიტომ დაახლოებით 400 000 ახალი სირიელი ლტოლვილი დაიძრა თურქეთის მიმართულებით.
თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და დამატებითი სამხედრო ძალა და ტექნიკა გაგზავნა სირიის ამ ნაწილში. პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ არ მოერიდება სამხედრო ოპერაციის დაწყებსაც, რადგან თუ ამ შეტევის შეჩერება ვერ მოხერხდა, თურქეთის მიმართულებით შესაძლოა დაიძრას დამატებით 3 მლნ ადამიანი. თურქეთის ეკონომიკას, რომელსაც ისედაც მძიმე ტვირთად აწევს მის ტერიტორიაზე მცხოვრები 5 მლნ ლტოლვილის რჩენა, არ შეუძლია ამხელა ტვირთის აწევა. ამ ფონზე უფასურდება თურქული ლირა.
ცალკე პრობლემაა, რომ ლტოლვილებს შეიძლება შეერიონ ჯიჰადისტი მეომრებიც, რომელთა გამორჩევა მშვიდობიანი ლტოლვილებისგან ძნელი საქმე იქნება.
ამ მოვლენის მნიშვნელობა ჩვენთვის:

- გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი და თურქეთი ვერ იქნებიან სტრატეგიული მოკავშირეები და ეს ჩვენთვის კარგია. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოითხოვა ამისწინ თურქეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება, შესაძლოა ესეც იყოს;
- საქართველოს შესაბამისი უწყებები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ჩატაევისა და მისი რაზმის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც არ მოხდეს თურქეთში შემოსული ჯიჰადისტების საქართველოს მიმართულებით მოძრაობის დაწყება."

წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=10220899793340446&set=a.3405653895966&type=3&theater

 

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати