USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Tbilisi
ზურაბ ბატიაშვილი - რატომაა მნიშვნელოვანი ბაიდენ-ერდოღანის შეხვედრა?
Date:  1370

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

გამომცემელი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

2021 წლის 14 ივნისს ნატოს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

ბაიდენი აქამდე, როგორც წესი, ერდოღანთან სატელეფონო საუბარსაც კი თავს არიდებდა. მათ შორის ერთადერთი სატელეფონო საუბარი 23 აპრილს გაიმართა, როდესაც ბაიდენმა ერდოღანს აცნობა, რომ მეორე დღეს (24 აპრილს) „სომეხთა გენოციდის“ აღიარებას აპირებდა.

მოსალოდნელია, რომ მხარეები შეხვედრისას განიხილავენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა ორმხრივ ურთიერთობებში და რომელთა გადაუჭრელობაც ნეგატიურ გავლენას ახდენს თურქულ-ამერიკულ კავშირებზე.

უპირველესი თემა, რა თქმა უნდა, თურქეთის მიერ რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების S-400-ების შეძენისა და მის გამო დაწესებული ამერიკული სანქციების (მათ შორის, ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების - F-35-ების პროგრამიდან თურქეთის ამოღების) თემა იქნება.

მოსალოდნელია, რომ ანკარა ვაშინგტონს S-400-ების პრობლემის მოგვარების ერთ ან რამდენიმე ალტერნატიულ წინადადებას შესთავაზებს.

რუსული წარმოების S-400-ების ჩაყვანა ანკარაში

სავარაუდოდ, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა აშშ-ის მიერ სირიელი ქურთებისთვის დახმარების აღმოჩენა, ერაყსა და ავღანეთში არსებული სიტუაცია, აშშ-ში თურქული „ჰალქბანკის“ წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი, აშშ-ში მცხოვრები სასულიერო ლიდერის ფეთულა გულენის თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნა (მას ანკარა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს) და ა.შ.

მოსალოდნელია, რომ ორმხრივ შეხვედრაზე პრეზიდენტები ასევე შეეხებიან უკრაინასა და, ზოგადად, შავ ზღვაზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მიერ ანკარისთვის დაწესებული არაოფიციალური სანქციების (კრემლმა 15 აპრილიდან შეწყვიტა ფრენები თურქეთის მიმართულებით, რითაც აზარალებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ თურქულ ეკონომიკას, განსაკუთრებით კი, მის ტურიზმის სფეროს) მიუხედავად, თურქეთი მაინც განაგრძობს უკრაინის შეიარაღების პროცესს.

თუ ამერიკული მხარისგან დადებითი სიგნალები იქნება, ანკარამ შესაძლოა ვაშინგტონს შესთავაზოს ახალი წინადადებები შავ ზღვაზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ამ მხრივ საინტერესოა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ანკარაში გაიმართა პოლონეთის, უკრაინისა და საქართველოს ლიდერების ვიზიტები, სადაც თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას.

society
კალაძე: თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

„წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა - პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way