USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Tbilisi
ზურაბ ბატიაშვილი - რატომ შეეცდება პუტინი ერთი დიდი შეტევის ორგანიზებას?
Date:  476

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებას და აანალიზებს თუ რატომ შეეცდება პუტინი ერთი დიდი შეტევის ორგანიზებას:

"კრემლში შესანიშნავად ესმით, რომ დასავლური ტანკებისა და სხვა სერიოზული შეიარაღების ჩამოსვლა ფრონტის ხაზზე რუსეთისთვის ომის წაგებას ნიშნავს. ისინი ფიქრობენ, რომ დასწრებაზე მოქმედებაა საჭირო და ამიტომ შეეცდებიან ამ შეიარაღების ჩასვლამდე შეუტიონ უკრაინელებს.

მაგრამ ცხადია, რუსეთს სერიოზულ დახმარებას არავინ გაუწევს და მათ კიდევ უფრო ძველი, უმეტეს შემთხვევაში საბჭოთა პერიოდში წარმოებული შეიარაღებით მოუწევთ ბრძოლა. ცალკე საკითხია, რომ მათი მობილიზებულები ცუდად არიან მომზადებული.
ამიტომ კიდევ უფრო დიდი იქნება რუსების მსხვერპლი. მაგრამ ეს არც პუტინს ადარდებს და არც რუსეთის მოსახლეობას, რომლებიც მორჩილად მიყვებიან უფროსობას სასაკლაოზე.
მეორე საკითხია, რამდენად შედეგიანი იქნება მათი ეს წამოწყება. საეჭვოა, რომ მათ ამ ომში რაიმე სახის სტრატეგიული გარდატეხის შეტანა მოახერხონ. თუ რაიმე სახის წინსვლა ექნებათ, ეს იქნება უდიდესი დანაკარგების შედეგად, რაც დავინახეთ კიდეც სოლედართან გამართული ბრძოლებისას.
ასეთ შემთხვევაში რუსები შეტევის შემდეგ კიდევ უფრო გამოიფიტებიან და უკრაინას გაუადვილდება წარმატებული კონტრშეტევის განხორციელება. ამიტომ ამ ბრძოლებში უკრაინელებს მაგალითად ბახმუტის ან მსგავსი დასახლებების დატოვებაც რომ მოუწიოთ, სტრატეგიულად ეგ არაფერს ცვლის. თან ეს იქნება რუსების ბოლო დიდი შეტევა ან შეტევის მცდელობა (არც ისაა გამორიცხული, რომ უკრაინელებმა შეძლონ მაგ შეტევის ჩაშლა).
დასავლური შეიარაღების დიდი რაოდენობის ჩამოსვლის შემდეგ კი უკრაინელები ყველაფერს დაიბრუნებენ.
უკრაინა გაიმარჯვებს და ეს წელს მოხდება!"
შეიძლება ილუსტრაციაა
society
კალაძე: თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

„წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა - პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way