USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Tbilisi
ზურაბ ბატიაშვილი - დღეს თურქეთის ხელისუფლებამ 10 თადარიგის ადმირალი დააპატიმრა
Date:  1173
შავ ზღვის გარშემო განვიტარებული მოვლენების გარშემო, რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი საკუტარ ფეისბუკის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს:
 
"ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები შეიძლება გათამაშდეს შავი ზღვის გარშემო, რომელიც თუ შედგა, ალბათ გადამწყვეტიც კი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის:
 
ბოლო დღეებია თურქეთში დიდი კამათია დაწყებული მონტროს კონვენციის ვალიდულობაზე. ამ ხელშეკრულებით იზღუდება არაშავიზღვისპირა ქვეყნების (გასაგებია, რომ პირველ რიგში აშშ-ს) სამხედრო გემების ყოფნა შავ ზღვაზე (როგორც ტონაჟში, ისე დროში -21 დღეზე მეტი ვერ ჩერდებიან აქ).
 
ერდოღანის ხელისუფლება, რომელსაც ვაშინგტონთან ურთიერთობის დათბობა სურს, აცხადებს, რომ შესაძლოა გადახედოს მონტროს კონვენციას. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელფეხი გაეხსნება შავ ზღვაზე.
 
ცხადია, რუსეთი უკიდურესად ღელავს ასეთ საკითხზე - მას არცერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაზე.
სავარაუდოდ რუსეთთან კავშირშია ის ფაქტიც, რომ 2 დღის წინ თურქეთის 104-მა თადარიგში გასულმა ადმირალმა (მათ შორის არიან პრორუსულად განწყობილებიც) განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმეს თურქეთის ხელისუფლების სურვილი გავიდეს მონტროს ხელშეკრულებიდან.
 
დღეს დილით თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ამ განცხადების გაკეთების მოთავეები - 10 თადარიგის ადმირალი ანუ მკაფიო სიგნალს უგზავნის ამერიკელებს, რომ მზადაა, ვაშინგტონთან დათბობის სანაცვლოდ ბოლომდე გაყვეს მონტროს კონვენციიდან გასვლის გზას.
ამხელა ამბები ხდება გარშემო და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს?"
World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way