USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
ზურაბ ბატიაშვილი - ჩვენთვის სტამბოლის არხს უსაფრთხოების განზომილებაც გააჩნია
Date:  1229

სტამბოლის არხის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

"დღეს თურქეთში, ოპოზიციისა და გარემოსდამცველთა პროტესტის მიუხედავად, ოფიციალურად დაიწყო 45 კმ-იანი სტამბოლის არხის მშენებლობა, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს შავ და მარმარილოს (შესაბამისად, ხმელთაშუაზღვას) ზღვებს ერთმანეთთან.
მისი მშენებლობა 6 წელიწადში დასრულდება და ბოსფორის სრუტის ხელოვნური ალტერნატივა იქნება.
ჩვენთვის ეს არხი მნიშვნელოვანია გარესამყაროსთან დაკავშირებისა და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით - ბოლო წლებში შავ ზღვაში გემების გაზრდილი მოძრაობის გამო ბოსფორის სრუტეში ტრანზიტზე ხშირი იყო რიგები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა ტვირთების მოძრაობას.
ჩვენთვის სტამბოლის არხს უსაფრთხოების განზომილებაც გააჩნია.
თურქეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ახალ არხზე არ გავრცელდება მონტროს კონვენცია, რომელიც ზღუდავს არა შავი ზღვის ქვეყნების (მაგალითად, აშშ-სა და ბრიტანეთის) სამხედრო გემების რაოდენობას, ზომებს და ყოფნის ვადებს (21 დღე) შავ ზღვაში. ასეთი პირობები კი ცალსახად რუსეთის ინტერესებშია.
მაგრამ თურქეთს ამ საკითხში დასავლეთის დახმარების გარეშე გაუჭირდება რუსეთის ზეწოლის დაძლევა. ხოლო თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობები ამ ეტაპზე პრობლემებითაა სავსე.
საქართველოს ამ სიტუაციაში 3 რამის გაკეთება სჭირდება:
1. დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რომ მონტროს კონვენცია გადასახედია;
2. მონტროს კონვენციის შესაძლო გადახედვის საკითხზე საერთო პოზიციის შემუშავების მიზნით დაიწყოს კონსულტაციები დასავლეთთან და შავი ზღვის ქვეყნებთან (თურქეთი, უკრაინა, რუმინეთი და ბულგარეთი);
3. როგორც საზღვაო ქვეყანამ, მეტი ყურადღება დაუთმოს საერთაშორისო საზღვაო სამართლის სპეციალისტების მომზადებას.
 
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way