USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Тбилиси
ზურაბ ბატიაშვილი - 10 წლის წინ გამოვიდნენ უკრაინელები ქუჩაში რუსეთისა და რუსული მმართველობის გასაპროტესტებლად
дата:  693

ზუსტად 10 წლის წინ გამოვიდნენ უკრაინელები ქუჩაში რუსეთისა და რუსული მმართველობის გასაპროტესტებლად.

10 წელია ომში იცავენ თავს ურდოს არმიებისგან.

შესანიშნავად იციან, რომ როცა იბრძვი, გადარჩენის შანსი ყოველთვისაა.

თუ არ იბრძვი (და ბრძოლა მხოლოდ ომი არაა), შანსიც არ გექნება და მთელ ქვეყანას ბუჩად გიქცევენ.

აქ ის ამბავიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რომელ უკრაინულ დასახლებულ პუნქტშიც რუსები შევიდნენ, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურების გარდა, წინასწარ გამზადებული სიებით ეძებდნენ ხალხს და ხვრეტდნენ. ამ სიებში იყო ყველა, ვინც თუნდაც 1 დღე დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში (სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებლები, მერიის თანამშრომლები) დასაქმებული პირი და მათი ოჯახის წევრები.

და რუსები არ უყურებდნენ, ეს ხალხი უკრაინის პრორუსული მთავრობის დროს მსახურობდნენ თუ პროუკრაინულის. ყველას ერთიანად ანადგურებდნენ.

ეს ჭკუის სასწავლი მაგალითი უნდა იყოს ქოცებისთვის. თუ ჰგონიათ, რომ პრორუსობის გამო რუსები მათ დაინდობენ, ძალიან ცდებიან.

უკრაინა კი გაიმარჯვებს!

უკრაინასთან ერთად სიკეთე გაიმარჯვებს!

ჩვენც უნდა გავიმარჯვოთ მონობაზე!

Тбилиси
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати