USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ზურაბ ბარბაქაძე - ლიცენზიის გაუქმება, ამ მოცემულ შემთხვევაში, ნიშნავს ქონებაზე საკუთრების უფლების ჩამორთმევას
თარიღი:  701

"ჩემს ავტომობილზე (ტაქსი) აღმოჩენილ ხარვეზთან დაკავშირებით, კი არ შემიჩერეს ლიცენზიის მოქმედება ვადით ხარვეზის აღმოფხვრამედე, არამედ საერთოდ გამიუქმეს იგი" - აცხადებს თავისი ფეისბუკის გვერდზე მძღოლი ზურაბ ბარბაქაძე და პრობლემის გადასაჭრელად მიმართავს  თბილისის მერიას, ტაქსის მძღოლებს და საზოგადოებას.

"დღეს „ა“ კატეგორიის ტაქსებთნ დაკავშირებით, ელ ფოსტით, განცხადებით მივმართე თბილისის მერს. ვინაიდან ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია გთავაზობთ მის ტექსტს და გთხოვთ, განსაკუთრებით ტაქსისიტებს, გაავრცელოთ გააზიაროთ იგი და ამდაგვარად მხარი დამიჭიროთ.

                                                                                                         გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
 
გამარჯობათ ბატონო კახა, მოგესალმებით საუკეთესო სურვილებით.
არ შეგაწუხებდით პირადად რომ არ მეხებოდეს და აგრეთვე ათიათასობით ჩემს მსგავს ტაქსის მძღოლს. სულ ცოტა 23 წელია რაც ტაქსის მძღოლად ვმუშაობ და საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა ამ საქმიანობაში. „ა“ კატეგორიის ტაქსებთან დაკავშირებით არსებული მრავალი პრობლემებიდან გამომდინარე გამოვყოფ არსებითს, კერძოდ; ლიცენზიის გაუქმება თუ შეჩერება?!
პირადად მე, ტექდათვალიერებაზე ჩემს ავტომობილზე აღმოჩენილ ხარვეზთან დაკავშირებით, კი არ შემიჩერეს ლიცენზიის მოქმედება ვადით ხარვეზის აღმოფხვრამედე, არამედ საერთოდ გამიუქმეს იგი. ლიცენზიის გაუქმებები კი მეტად მძიმედ მოქმედებს როგორც ჩემს, ასევე ჩემს მდგომარეობაში ჩავარდნილი სხვა ტაქსისტების მატერიალურ მდგომარეობაზე!... ახლა წარმოიდგინეთ, მას შემდეგ რაც, პირველი აპრილიდან, „ა“ კატეგორიის ტაქსებზე ლიცენზიები საკუთრებაში გადაეცემათ პირებს და იმავ დროულად კანონით, ამა თუ იმ მიზეზის გამო, გათვალისწინებული იქნება ლიცენზიის გაუქმება და არა მისი შეჩერება მიზეზის აღმოფხვრამდე ვადით, რა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდება ათიათასობით პირი, ტაქსის მძღოლი და აგრეთვე ლიცენზიის მესაკუთრეები, რომლებსაც, სარგებლობის უფლებით, სხვა პირებზე აქვთ გაცემული ლიცენზია!... ლიცენზიის გაუქმება, ამ მოცემულ შემთხვევაში, ნიშნავს ქონებაზე საკუთრების უფლების ჩამორთმევას, ვინაიდან ახალ ლიცენზიას, უსასყიდოლოდ, ვეღარასოდეს ვეღარ აიღებს ის პირი ვისაც იგი გაუუქმეს!... ამიტომ, ლიცენზიის გაუქმება, თავის მხრივი ქნება კერძო საკუთრების ხელყოფა, მისი წართმევა, ანუ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა!....
რჩება მხოლოდ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გზა; ამა თუ იმ მიზეზის გამო, შესაბამის ავტომობილზე, „ა“ კატეგორიის ტაქსზე, ლიცენზიის აქტივაციის შეჩერება!....
იმედს ვიტოვებ ყურად იღებთ ჩემს თხოვნას, უარს იტყვით ლიცენზიების გაუქმებაზე და მის ნაცვლად დაიტოვებთ ლიცენზიის აქტივაციის შეჩერების უფლებას.'
 
წინასწარ დიდი მადლობა.
განმცხადებელი ზურაბ ბარბაქაძე
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის