USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ზურაბ აზარაშვილი - რა ცვლილებები ამოქმედდება ჯანდაცვის სისტემაში 1-ლი იანვრიდან
дата:  325

ჯანდაცვის მიმართულებით ახალი ცვლილებები ამოქმედდა. პირველი იანვრიდან, სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დადგინდა. წელს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წამლებზე რეფერენტულ ფასებს დაადგენს. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. დამტკიცდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტი.

ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტვ იმედის ეთერში ისაუბრა.

„საქართველოში იმპორტირებულ ან საქართველოში წარმოებულ პირველ ეტაპზე დაახლოებით 1200 და მეტი დასახელების მედიკამენტს შეეხება ეს მაქსიმალური გასაყიდი ჭერი და ამ მედიკამენტებზე განვსაზღვრავთ ფასს რეფერენტული ქვეყნებიდან გამომდინარე. იქ არსებული ფასების მიხედვით გამოვიყვანთ საქართველოში საბითუმოდ გასაყიდ ფასს. საშუალოვადიან პერიოდში დავინახავთ იმ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს, რაც მიმართულია, როგორც წამლის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ასევე ფასების მნიშვნელოვანი კლებისკენ.

არა ფიქსირებული, არამედ მინიმალურ ანაზღაურება, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური შემოსავლის სახით მიიღონ ექიმებმა და ექთნებმა - სისტემაში მომუშავე დაახლოებით 8 ათას ექთანსა და 9 ათასამდე ექიმებს შეეხება ეს. 1000 ლარამდე ხელზე ასაღები ექიმებისთვის და 600 ლარამდე ექთნებისთვის.

საერთაშორისო სტანდარტების ვალდებულება ექნებათ 2025 წლიდან ყველა კერძო და სახელმწიფო კლინიკას და ამ საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა. ესეც მნიშვნელოვანი რეფორმა და გადაწყვეტილებაა, რომელიც მიმართულია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდაზე “, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати