USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Тбилиси
ზურა მჭედლიძე - ფეხბურთის მწვრთნელი და მსახიობი იტალიაში
дата:  2206

იტალიაში ფეხბურთის სიყვარულმა ჩამომიყვანა. ბავშვობიდან წარმატებული მეკარე ვიყავი, მაგრამ უმძიმესი ტრავმა მივიღე და ვერ შევძელი თამაშის გაგრძელება. ყოველთვის მაინტერესებდა იტალიური ფეხბურთის ტაქტიკის ახლოს გაცნობა. პროფესიული დონე ავიმაღლე და გავხდი UEFA-ს დიპლომის მქონე მწვრთნელი. იტალიაში თითქმის ყველა პროფესიონალი ფეხბურთელია, აქ არ არის ადვილი იყო მწვრთნელი. რთული გზა გავიარე, მეცადინეობაში ღამეებს ვათენებდი. შეუპოვარი და ძლიერი ხასიათი დამეხმარა თავის დამკვიდრებაში.

ამჟამად ვარ საფეხბურთო კლუბ ROMA-ს აკადემიის მწვრთნელი და მის ფილიალში TRASTEVERE CALCIO - ს მწვრთნელი, ასევე U 12 - ის კორდინატორ - ხელმძღვანელი. კინო ინდუსტრიაში შემთხვევით აღმოვჩნდი. ვარჯიშის დროს ორმა ახალგაზრდამ მთხოვა, ჩემთვის ფოტო გადაეღოთ და მეც დავთანხმდი. გაირკვა, რომ რეჟისორი PAOLO SORRENTINO სერიალისთვის THE NEW POPE ახალ სახეებს ეძებდა. ასე მოვხვდი კასტინგზე და დამამტკიცეს JUDE LAW-ს და JOHN MALKOVICH-ს პირადი მცველის როლზე. საინტერესო იყო გადაღებების პროცესი.

JUDE LAW მხიარული ადამიანია და ბევრი გვახალისა. მისით ბევრი ქალბატონი იხიბლებოდა და შეძახილებიც ისმოდა გადასაღებ მოედანზე. რა თქმა უნდა, არც JUDE LAW აკლებდა მათ კომპლიმენტებს და ძალიან გავერთეთ. რეჟისორი PAOLO SORRENTINO კი სულ გვეჩხუბებოდა, რომ სიჩუმე შეგვენარჩუნებინა გადაღებებისას. ის ძალიან ძლიერი პროფესიონალია. ხშირად გგონია, რომ სხვა განზომილებაშია. უცნაური, მძიმე და გაურკვეველი გამოხედვით გამოირჩევა.

ერთხელ შემომხედა და მეგონა როლი კარგად ვერ შევასრულე, ის კი ამ დროს მომიახლოვდა და კომპლიმენტები მითხრა. JOHN MALKOVICH თან ერთად გადაღება VATICANO ს წინ, მოედანზე საკმაოდ სერიოზული იყო, იგრძნობოდა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება როლისადმი. ვარსკვლავებთან ერთად მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა, არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ცხოვრებისიული თვალსაზრისითაც.

შემდგომ კიდევ ორ ფილმში გადამიღეს. რეჟისორ GABRIELE MUCCINO-ს ფილმში GLI ANNI PIU BELLI (საუკეთესო წლები), რომელიც შარშან გამოვიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა კინო კრიტიკოსებისგან. სრული ანშლაგი იყო კინო-თეატრებში. ასევე რეჟისორმა NANNI MORETTI-მ გადამიღო ფილმში TRE PIANI ( სამი სართული), რომელიც ჯერ არ გამოსულა. ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა კასტინგში. სამწუხაროდ, როლზე დამტკიცებამდე ფილმის დასახელების უფლება არ მაქვს.

ვინც იტალიაში ფიქრობს საქმიანობის გაგრძელებას, მინდა ვუთხრა, რომ საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევთ. დაიმახსოვრონ, შეუძლებელი არაფერია. აუცილებელია ისწავლოთ ეს ლამაზი იტალიური ენა, რაც დააჩქარებს თქვენს იტალიაში დამკვიდრებას. რაც მთავარია, იყავით მხიარულები! არ დაიბნეთ სიახლეებით, იამაყეთ თქვენი ქართველობით. დაიცავით თქვენი იდეები, არასდროს თქვათ, რომ ეს შეუძლებელია. გქონდეთ მიზანი და იყავით შეუპოვრები!

წყარო:Speech • სფიჩი

общество
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати