USD 2.6740
EUR 3.1505
RUB 3.4942
Тбилиси
ზურა ბატიაშვილი - თუ ბევრი ლტოლვილი დაიძრა ავღანეთიდან, ეს პრობლემა შეიძლება საქართველოსაც შეეხოს
дата:  816

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი, თავის ფეისბუკის გვერდზე ავღანეთში უკანასკნელ დღეებში განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:

"თურქეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი, ირანში კი ერთ მილიონზე მეტი ავღანელი ლტოლვილი ცხოვრობს.
მაგრამ ბოლო დღეებში ავღანეთში "თალიბანის" მიერ ახალი ტერიტორიების დაკავების შემდეგ დამატებით ათეულ ათასობით ავღანელი დაიძრა დასავლეთის მიმართულებით.
თურქული მედიის ცნობით, დღეში დაახლოებით 1000-1500 ავღანელი შედის ირანიდან თურქეთში არალეგალური გზებით.
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ თუ ვერ მოხერხდა "თალიბანის" წინსვლის შეჩერება, შესაძლოა დაახლოებით 10 მილიონ ავღანელს მოუწიოს საცხოვრებელი ადგილების დატოვება და ლტოლვილად წასვლა.
ამიტომ ავღანეთიდან მიგრანტთა ტალღების შეჩერების მიზნით ანკარამ სასწრაფო წესით დაიწყო დიდი კედლის მშენებლობა საზღვარზე.
შეაჩერებს ეს კედელი ახალ ნაკადებს? ნაწილს ალბათ შეაჩერებს.


თუმცა, სირიის შემთხვევამაც გვიჩვენა, რომ ასეთ კედელს ლტოლვილთა მხოლოდ ნახევრის შეჩერება შეუძლია - ხუთმა მილიონმა სირიელმა შეძლო თურქეთში გადასვლა. აქედან 4 მილიონი თურქეთში დარჩა და 1 მილიონი ევროპაში წავიდა და მათ არაერთი პრობლემა შექმნეს ამ ქვეყნებში.
მთელი რეგიონი ყურადღებით აკვირდება, თუ რა მოხდება ავღანეთში აგვისტოს ბოლოსკენ, როდესაც ბოლო ამერიკული ნაწილები დატოვებენ ამ ქვეყანას და სადაც "თალიბანი" შექმნილი სიცარიელის ბოლომდე შევსებას შეეცდება.
თუ ბევრი ლტოლვილი დაიძრა ავღანეთიდან, ეს პრობლემა შეიძლება საქართველოსაც შეეხოს.

ფოტო დღესაა გადაღებული თურქეთ-ირანის საზღვარზე, წყარო: Anatolia Agency (თურქეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო)"

общество
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისა მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати