USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
ზურა ბატიაშვილი - სიტუაცია კიდევ ერთხელ იძაბება ყარაბაღის გარშემო
თარიღი:  2479

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება დღეს ყარაბაღის გარშემო სიტუაციის კიდევ ერთხელ დაძაბვას:

"სიტუაცია კიდევ ერთხელ იძაბება ყარაბაღის გარშემო - დღეს აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა და ბლოკ-პოსტი ჩადგა სომხეთსა და ყარაბაღს შორის დამაკავშირებელ ლაჩინის ახალ კორიდორზე (ძველზე კონტროლი აღადგინეს გასული წლის აგვისტოში).
სომხური მხარე ამ ნაბიჯს აპროტესტებს და აზერბაიჯანული მხარისგან ყარაბაღის ბლოკადის შეწყვეტას მოითხოვს.

აზერბაიჯანული მხარე საპასუხოდ აცხადებს, რომ ბლოკადა არ ხდება, ხოლო ქ.შუშასთან გზა გადაკეტილი აქვთ აზერბაიჯანელ გარემოს დამცველებს, რომლებიც მოითხოვენ შეწყდეს სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება ყარაბაღში.

ასეთ სიტუაციაში იქ განთავსებული რუსი ე.წ. “სამშვიდობოები” აშკარად ვერ არიან კარგ ხასიათზე. ისინი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით ცდილობენ აზერბაიჯანული მხარე დათმობებზე დაითანხმონ.

აზერბაიჯანული მხარე კი დათმობას არ აპირებს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყველასთვის აშკარაა მოსკოვის პოზიციების დასუსტება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

ფოტოზე აზერბაიჯანული ბლოკ-პოსტი ლაჩინის ახალ კორიდორში"

 

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის